შესაძლებელია თუ არა უმე-ს რეპრესირება? კათოლიკესა და ფილოსოფიის დოქტორის აზრი

ფილოსოფიის დოქტორი ანდრეი ბაუმაისტერი. ფოტო: СПЖ

უკრაინელმა ფილოსოფოსმა და მწერალმა, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის თეორიული და პრაქტიკული ფილოსოფიის კათედროს პროფესორმა, აღმსარებლობით კათოლიკე ანდრეი ბაუმეისტერმა 2023 წლის 19 სექტემბერს თავის You-Tube- არხზე გამოაქვეყნა ძალიან თამამი ვიდეო სახელწოდებით „მართლმადიდებლობის ბედი უკრაინაში: გამოწვევები და საბედისწერო შეცდომები. ტომოსიდან (5.01.2019) 2023 წლამდე“. რატომ „თამამი“? რადგანაც ანდრეი ბაუმაისტერმა, რომელიც არის საჯარო და საკმაოდ ცნობილი ადამიანი, გარისკა ესაუბრა უკრაინაში ეკლესიის მდგომარეობაზე ღიად და პატიოსნად, რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე პირობებში. მოდით, განვიხილოთ მისი ძირითადი თეზისები.

რომელია „სწორი“ ეკლესია?

საუბრის დასაწყისში ანდრეი ბაუმეისტერი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან შენიშვნას, მიუთითებს რა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინაში „საეკლესიო საკითხს“ გააჩნია მკაფიო იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ელფერი. ის ხაზს უსვამს, რომ რელიგიის ნიადაგზე კონფლიქტებში (უკრაინაში კი ჩვენ საქმე გვაქვს ასეთ კონფლიქტთან) „როგორც წესი ყველაფერი მარტივდება უკიდურესობამდე და ყველაფერი განიხილება ძალიან მარტივი დიქოტომიის სახით: უკრაინის ეკლესია არის ანტიუკრაინული ეკლესია, პროუკრაინული ნარატივი - ანტიუკრაინული ნარატივი, უკრაინის მეგობრები - უკრაინის მტრები“.

სწორედ ამ მიზეზით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს ამ პრობლემას შეხედოს „გვერდიდან“, ამ ხისტი დაპირისპირებების ლოჟაში მოთავსების გარეშე, საუბრობს ბაუმეისტერი, „მყისიერად ხდება მტერი, რომელიც ექცევა იდეოლოგიური დარტყმის ქვეშ“, ბრალდებებს იღებს „კრემლის პროპაგანდაში და მტრული ნარატივების გაჟღერებაში“. ასე ხდება იმიტომ, რომ „საეკლესიო საკითხში“ ჩვენ ვხვდებით უალტერნატივო პოზიციას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვეჩეხებით იდეოლოგიასა და პროპაგანდას.

ბაუმეისტერი აბსოლუტურად მართალია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ დიდი ხანის განსაზღვრა მისთვის, თუ რომელი ეკლესია არის „კარგი და სწორი“ და რომელი „ცუდი და არასწორი“. მოცემული განსაზღვრება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და ჯანსაღ აზრს, არამედ წარმოადგენს კიდეც პოსტულატს, რომელსაც არავინ აყენებს ეჭვქვეშ. ერთი სიტყვით, მათ, ვინც მოხვდა „ცუდების“ კატეგორიაში, სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ეკლესიის შეცვლითა და „კარგების“ რიგში ჩადგომით.

შეიძლება შენ სამჯერ მოკვდე სამშობლოსთვის ომში, მაგრამ შენს „კეთილსაიმედოობას“ ვერ დაამტკიცებ იქამდე, სანამ „კარგებთან“ არ წახვალ.

უფრო მეტიც, არც კი შეიძლება შეხედო სიტუაციას მიუკერძოებლად, რადგანაც იდეოლოგიის შემთხვევაში შენ ან იღებ მას ან არა. ეს, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის ანალიზის პროცესს. რასაც, ჩვენ ვხედავთ უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის მაგალითზე   - ნეიტრალური და არა მტრული დამოკიდებულება მის მიმართ (გათვალისწინებული კანონითა და კონსტიტუციით) აღიქმება, როგორც უარი იდეოლოგიაზე, შესაბამისად, როგორც ღალატი.

ტომოსი და ერთიანობა

ბაუმეისტერმა მოიყვანა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოს იობის (გეჩუ) ციტატა, რომელმაც 2016 წელს (ანუ ტომოსამდე) განაცხადა, რომ უკრაინაში უნდა არსებობდეს ერთი ეკლესია და არა ორი ან სამი, „ამ ერთიანობაზე უნდა მოხდეს მუშაობა“. ეს უკანასკნელი აზრი ანდრეი ბაუმეისტერმა ორჯერ გაიმეორა, ამით ხაზი გაუსვა რა მის მნიშვნელობას.

ტომოსმა კი, რომლის მიზანსაც, პატრიარქ ბართოლომეოსის სიტყვებით, წარმოადგენს „უკრაინის მართლმადიდებლობის შტოების“ გაერთიანება, არა მხოლოდ არ მოიტანა ერთიანობა, არამედ კიდევ უფრო დაყო უკრაინელები, პროვოცირება გაუკეთა მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირებას. და ეს მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი არ მოქმედებს ტომოსის სასარგებლოდ, არგუმენტი, რომელზეც ყურადღებას მიმართავდნენ და მიმართავენ იმ ეკლესიების წარმომადგენლები, რომლებმაც არ ცნეს მეუ.

ისტორიის გადახედვა: ასე შეიძლებოდა კი?

ისაუბრა რა თავის სულიერ გზაზე, მის დამოკიდებულებაზე მართლმადიდებლობის მიმართ, რომელზეც უარი არ უთქვამს ბაუმეისტერს, კათოლიციზმის მიღების შემდეგაც კი, ის აყენებს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ფანარიონის კანონისტებისადმი: როგორ მოხდა ისე, რომ უკრაინის მართლმადიდებლობა, რომელიც სამასზე მეტი წლის განმავლობაში იყო რუსული მართმადიდებლობის ნაწილი, უცებ ასეთი გახდა?

ბაუმესიტერმა შეგვახსენა, რომ 1686 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისეს მიერ კიევის მიტროპოლია კანონიკურ დაქვემდებარებაში გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს. თუმცა, 2018 წელს პატრიარქმა ბართოლომეოსმა თავისი გადაწყვეტილებით გააუქმა დიონისეს სიგელი, ჩათვალა რა კიევის მიტროპოლია არალეგიტიმურად.

„აქ კი დგება საკითხი: და რა არის ეს საერთოდ? როგორ შეიძლება ამჟამინდელი პატრიარქი ბართოლომეოსი აკორექტირებდეს ან აუქმებდეს ან ხელახლა ამტკიცებდეს დოკუმენტებს, რომელიც 300-ზე მეტი წლის წინ გამოიცა?“-  კითხულობს კიევის უნივერსიტეტის დოქტორი.

მისი აზრით, არ შეიძლება ისტორიის სიღრმეებს მიუბრუნდე და შეცვალო რაიმე დოკუმენტის იურიდიული სტატუსი მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ „ყველაფერი არ იყო უზადოდ“, რადგანაც სწორედ ამ საკითხებში პრაქტიკულად არ შეიძლება „ყველაფერი იყოს უზადოდ“.

„კრემლის ნარატივები“

პროფესორი თვლის, რომ ვინმეს ბრალდება „მოსკოვის ნარატივებში“ - არის არარაციონალური და არადამაჯერებელი არგუმენტი: „ბრალდებები არასწორ ნარატივებში, მტრულ საგნებში, იერარქების უღირსობაში, ამა თუ იმ საეკლესიო ობიექტებზე პრეტენზიების იურიდიულ უსუსურობაში - ყოველივე ეს ჩემთვის არ წარმოადგენს პრინციპს, რომელიც დამაჯერებელია“.

ის დარწმუნებულია, რომ „უკრაინა უნდა გახდეს თავისუფალი ევროპული სახელმწიფო. ამ სახელმწიფოში მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ კონფესიის არჩევის თავისუფლება. ეს თავისუფლება არ უნდა იყოს თავსმოხვეული სხვადასხვა პრინციპის გამო, რადგანაც ბრალდებები „მოსკოვის ნარატივებში“ არ წარმოადგენს, არც რაციონალურს, არც იურიდიულს, არც პოლიტიკურ არგუმენტებს“.

უფრო მეტიც, ფილოსოფოსის სიტყვებით, „კრემლის ნარატივები“ არის იმდენად ბუნდოვანი ტერმინი, რომ მის ქვეშ შეიძლება „ნებისმიერი ვინმე“ მოხვდეს. ეს ბრალდება გამოიყენება მხოლოდ ერთი მიზეზით - „რათა მოხდეს წყაროსთვის ჩირქის მოცხება“ და „ოპონენტების ბრალდება ნებისმიერ რამეში“.

სხვათაშორის, მან შეგვახსენა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსების უმრავლესობა და ყველა პრეზიდენტი, მათ შორის, ზელენსკიც, ხვდებოდნენ უმე-ს იერარქებს. შესაბამისად, ისინიც შეიძლება მოხვდნენ ეჭვის ქვეშ  არასწორი „ნარატივების“ დევნისას. ასეთ შემთხვევაში „უკრაინის პოლიტიკური ელიტა 1991 წლიდან გამოდიან კოლაბორანტებად ან კოლაბორანტების მეგობრებად ან მტრული ნარატივების მეგობრებად. ან ეს მტრული ნარატივები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა და მოულოდნელად გაჩნდა? ეპისკოპოსი ლვოვში, ეპისკოპოსი კიევში ან კიევ-პეჩერის ლავრაში უცებ მტრულ ნარატივებს ხლართავს, ავრცელებს მათ, ქადაგებს ამას პირდაპირ კიევის ან ლვოვის ცენტრში ან მის ტაძარში ან მონასტერში? ძალიან უცნაურად გამოიყურება“.

ზუსტად ასევე, მისი აზრით, არ შეიძლება არგუმენტი იყოს ბრალდება, რომ იერარქები საბჭოთა პერიოდში „თანამშრომლობდნენ“ კგბ-თან. რადგანაც, ჯერ ერთი, კგბ-ს მხრიდან კონტროლის გარეშე მღვდელმთავარი უბრალოდ ვერ შეასრულებდა თავის საქმიანობას, მეორეც, უამრავი რაოდენობის უკრაინელი პოლიტიკოსი იწყებდა კარიერას საბჭოთა კავშირში, შესაბამისად, ის იმყოფებოდა კგბ-ს კონტროლქვეშ, მესამე, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა „უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის“ იდეოლოგი ფილარეტ დენისენკოც.

ამასთან, ბაუმეისტერი ეთანხმება იმ აზრს, რომ თუ რომელიმე მღვდელი იყო კოლაბორანტი - ის უნდა გასამართლდეს, მისი ბრალეულობის დამტკიცების შემდეგ. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება გასამართლება შეხედულებების გამო - რამდენადაც ახლა ასამართლებენ უმე-ს მიტროპოლიტებს: „უკაცრავად, ეს არაა იურიდიული სისტემა, ეს არაა ევროპული სახელმწიფო, როცა ადამიანებს ასამართლებენ შეხედულებების, მრწამსის გამო. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან, ძალიან სახიფათო რამეა“.

საეკლესიო ქონება

ბაუმეისტერმა კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრის მიერ კიევ-პეჩერის ლავრასთან იჯარის ხელშეკრულების გაწყვეტაზე. მან შეგვახსენა, რომ სტალინისა და ხრუშჩოვის დროს კიევის ბევრი ტაძარი და მონასტერი დაინგრა, ხოლო 90-იან წლებში დაიწყო იმის დაბრუნება, რაც გადარჩა. საქმე ეხება კიტაევის, გოლოსეევის უდაბნოს, იონინის, საფარველისა და ფლოროვის მონასტრებს, კიევ-პეჩერის ლავრას და სხვებს. ბევრი ამ სავანეთაგან XIX საუკუნის შუა პერიოდში ან ბოლოს წარმოიქმნა რუსეთის იმპერიასთან. მაგალითად, იონინის მონასტერი დაარსდა 1860-იან წლებში. სავანის შექმნას ასეულობით ბერით დაეხმარა ეკატერინე ვასილჩაკოვი - კიევის გუბერნატორის მეუღლე, რომელმაც „შესწირა თავისი მიწაც და ფინანსებიც ბერებს“.

წმინდა საფარველის დედათა მონასტერი დაარსდა 1889 წლის 11 იანვარს დიდი თავადის ასულის ალექსანდრა პეტრეს ასულის მიერ, რომელსაც არსებით დახმარებას უწევდნენ რუსეთის იმპერატორები ალექსანდრე III  და განსაკუთრებით ნიკოლოზ II. მონასტერთან არსებობდა თავშესაფარი და ფუნქციონირებდა კიევში ერთადერთი რენტგენის კაბინეტი - ყოველივე ეს თავადის ასულის ხარჯზე, რომელიც მუდმივად ვალებში იყო.

ფლოროვის მონასტერი 1811 წლის ხანძრის შემდეგ აღდგენილ იქნა იმპერატორ ალექსანდრე I ფულით, რომელმაც გაიღო 133 ათასი რუბლი. მოგვიანებით, ეს მონასტერი დაუკავშირდა ღირსი სერაფიმე საროველის სახელს, რამდენადაც მისი ერთ-ერთი მოღვაწე გახდა დივეევის სავანის იღუმენია.

ამიტომაც, დარწმუნებულია ანდრეი ოლეგის ძე, „როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამეურნეო-იურიდიულ ნაწილზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესიას გააჩნია იმაზე ხანგრძლივი ისტორია, ვიდრე თავად სახელმწიფოს ისტორიას“. მისი სიტყვებით, „მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ რუსეთზე, გერმანიაზე, იტალიასა და შეერთებულ შტატებზე უფრო ძველია“.

სწორედ ამ მიზეზით, დარწმუნებულია ანდრეი ოლეგის ძე, რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფოს მოუწევს დაუბრუნოს მონასტრები და ტაძრები მათ კანონიერ მფლობელებს - ბერებსა და რელიგიურ თემებს.

ამიტომაც, „ეს არაა სახელმწიფო მიწა - ეს არის დიდი თავადის ასულ ალექსანდრას მიწაა... ეს არის კერძო მამულები, რომელიც გადაეცა მონასტრებსა და ტაძრებს“. მან ხაზი გაუსვა, რომ იჯარის ხელშეკრულებები არის „ბოლშევისტური მიდგომა: თავიდან ნაციონალიზება, ანუ მონასტრებისთვის ქონების წართმევა, სახელმწიფოს მიერ მიტაცება, შემდეგ კი ბოლშევისტური პოლიტიკის გატარება“. მან სამართლიანად აღნიშნა, რომ „საკუთრების საკითხებს გააჩნია არა 20, არა 30 წელის, არამედ საკუთრების საკითხები ევროპაში არის 200-300-500 წლის და ეს ძალიან სერიოზულია“.

ეკლესია და ხელისუფლება

ბაუმეისტერმა შეგვახსენა, რომ უმე დიდი ხანი მეგობრობდა ხელისუფლებასთან და „ახლა იხდის „ძვირ საფასურს“. „ასევე მოხდება მეუ-ს შემთხვევაშიც. რადგანაც არ შეიძლება ორთქლმავალზე წინ სიარული, არ შეიძლება სახეში უყურებდე მორიგ ხელისუფლებას და თქვა „რას ისურვებდით?“ არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგაანც მაშინ ეკლესია დაკარგავს ღირსებას და ძალას“. თუ ეკლესია ცდილობს, აგრძელებს დოქტორი,“გამოიცნოს“ ხელისუფლების სურვილები, მაშინ ის საერთოდ არაა საჭირო: „რისთვისაა საჭირო ასეთი ეკლესია? რისი კურთხევისთვის? რაღაც მოფიქრებული ლოზუნგების კურთხევისთვის?“

იმის ძალით, რომ ეკლესია არაა სარიტუალო მომსახურებების ბიურო, არამედ უფრო მეტია, ბაუმეისტერი გაკვირვებულია, რატომ დუმს მეუ-ს ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთაც ის თვლის ღირსეულ და ღრმა ადამიანებად, როცა იტაცებენ უმე-ს ტაძრებს. მისი აზრით< როცა ადგილობრივი ხელისუფლება კრძალავს ეკლესიას, „ჩვენ თავად მოგვაქვს პრობლემები“, რადგანაც საქმე ეხება უმე-ს ასეულ ათასობით მორწმუნეს, რომლებიც ინარჩუნებენ სიმტკიცეს. ამ სიტუაციაში, დარწმუნებულია ის, „უკრაინის ხელისუფლება არაგონივრულად იქცევა, ქმნის ლეგიტიმურობის დეფიციტის წარმოქმნას, რაც შეიძლება აისახოს ერთი, ხუთი ან ცხრა წლის შემდეგ“.

მან შეგვახსენა, რომ ახლა ყველას აქვს მობილური ტელეფონი, ხოლო ინტერნეტში გაჩნდა ბევრი ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენება ძალადობა ტაძრების მიტაცების დროს, რაზე რეაგირებენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები: „ეს ძალიან უსიამოვნო რამეა. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთში ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას, არ ადევნებენ თვალ-ყურს... და როცა ჩვენ ვხედავთ სამხედროებს მონასტრების ტერიტორიაზე იარაღით ხელში, პოლიციას მონასტრების ტერიტორიაზე, ეს ვიდეო, ეს ფოტოსურათები თავად მეტყველებენ ყველაფერზე, რომ რაღაც უსიამოვნო ხდება ეკლესიის თავს“.

არ შეიძლება წმინდანების დაყოფა

ბაუმეისტერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა შეუძლებელია წმინდანების დაყოფა „უკრაინულ“ და „რუსულ“ წმინდანება, რადგანაც ეკლესიის ისტორია არის რთული პროცესი, რომელიც არ თავსდება იდეოლოგიის ჭრილში:

„ღირსი პაისი ველიჩკოველი, ღირსი ლევ ოპტინელი, ღირსი მაკარი ოპტინელი და ოპტინას უდაბნო, შიდა ლოცვის მთელი ტრადიცია, რომელიც შემდეგ სხვა მონასტრებშიც გავრცელდა არის ის სიწმინდეები და მლოცველები, რომლებიც 338 წელი ცხოვროდბენ აქ, ლოცულობდნენ და კვდებოდნენ და კანონიზირებულ იქნენ. როგორ უნდა მოხდეს მათი დაყოფა? ჩვენ შევდივართ ნიკოლოზის ტაძარში წმინდა საფარველის მონასტერში და მარცხენა მხარეს არის სერგეი რადონეჟელის ხატი. ჩვენ შევდივართ ფლოროვის მონასტრის ტერიტორიაზე და ეზოში, მთავარი ტაძრის წინ კედელზე არის მოხატულობა - ტყეში ლოცულობს სერაფიმ საროველი... სად გაექცევი ამას?“

ბაუმეისტერის აზრით არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში კიევის მიტროპოლიის არსებობის 338 წლის განმავლობაში ყველა მისი მლოცველი, სასულიერო პირი, სასულიერო მწერალი და ბევრი სხვა ვინმე „იყოს რაღაც დამახინჯებული ან უცხო, არა ჩვენი, არამედ მტრული“. ის ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ეს არის ეკლესიის ისტორია“.

სად არიან მეუ-ს ბერები?

ანდრეი ბაუმეისტერი სრულიად მართებულ კითხვას უსვამს მეუ-ს წარმომადგენლებს: „სად არის ბერობა, სად არის დედათა მონასტრები?“ მისი სიტყვებით, „თუ ადამიანი თავს უძღვნის ღმერთს, თუ ადამიანი მარადიულ აღთქმას დებს, მას უნდა ახსოვდეს, თუ რომელ ეკლესიაში იმყოფება, რამდენად შეუძლია მას ცხონება“.

ერთი სიტყვით, ბაუმეისტერი, არა პირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ღიად საუბრობს მეუ-ს ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე - ბერ-მონაზვნობის არარსებობაზე. და მკაფიოდ მიუთითებს, რომ ამის მიზეზი არის იმათი დაურწმუნებლობა, ვისაც სურვილი ექნება აირჩიოს ბერობის გზა იმაში, რომ მეუ არის სწორედ ის ეკლესია, სადაც შეიძლება სულის ხსნა. ადამიანები არ მიდიან დუმენკოსთან, რადგანაც მას არ შეუძლია არაფრის მიცემა, გარდა იდეოლოგიისა და სახელმწიფოსადმი ლოიალობისა.

ამასთან დაკავშირებით პროფესორი მეუ-ს ხელმძღვანელობას უსვამს უბრალო კითხვას - რატომ ცდილობენ ისინი ლავრისა და მონასტრების წართმევას, თუ მათი შევსება არ მოხდება ელემენტარულად: „რას გაუკეთებთ მათ?“

მისი ვიდეოს ბოლოს ანდრეი ოლეგის ძე მოუწოდებს ხელისუფლებას იყოს ბრძენი და მხარი დაუჭიროს თავის ქვეყანას.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „აზრის გასამართლება არ შეიძლება, რომ მსოფლმხედველობა არაა გასამართლებადი, რომ მსოფლმხედველობა და აზროვნება არ ექვემდებარება გასამართლებას. თუ ამის გამო გასამართლდებით ან შეიძულებთ ან განდევნით, ვოლტერის სიტყვებით, არაფერი კარგი ამისგან არ გამოვა“.

ძნელია, არ დაეთანხმო ვოლტერს ამ შემთხვევაში.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?