მონანიების გარეშე: შესაძლებელია ერეტიკოსებთან და განდგომილებთან ერთიანობა?
შეუძლებელია ეკლესიიდან განდგომილთათვის ან არამართლმადიდებლებისათვის შემრიგებლობის განხორციელება მათ მიერ მონანიების გარეშე. ფოტო: მჟკ
მთელი ისტორიის მანძილზე მართლმადიდებლური ეკლესია არაერთხელ შეზანზარებულა ერეტიკოსებისა და სქიზმატების მიერ, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ მოციქულების პერიოდში. ეკუმენური კრებების პერიოდში ეკლესიამ ბევრი მოღვაწე მოგვცა ქრისტეს სფეროში, რომლებიც თავიანთი მტკიცე რწმენითა და ცხოვრების სიწმინდით მოწმობდნენ ჭეშმარიტებას. ყველა მათგანი ეკლესიას მიიჩნევდა როგორც წმინდანობისა და უკვდავების ნავსაყუდელს, სადაც ქრისტიანები, პავლე მოციქულის თანახმად, შეადგენენ ქრისტეს სხეულს (1 კორინთელთა მიმართ 12, 12-14, 27). ამ სხეულის თითოეული წევრი სულიწმიდის მეშვეობით პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან - სხეულის თავთან (კოლასელთა მიმართ 1:18).
აუცილებელია აღინიშნოს, რომ უფალთან ურთიერთობა, მასთან ერთობა შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენისა და ღვთისმოსავი ცხოვრების გარეშე. ჯერ კიდევ წმ. ირინეოს ლიონელი აღნიშნავდა, რომ „ლოცვის კანონი არის რწმენის კანონი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორი ლოცვის გამოცდილება არ ჩნდება სწორი რწმენის გარეშე და პირიქით.
წმინდა მამები ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ყოველთვის პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ ცხოვრებასთან და სწორ ლოცვასთან. წმინდა ნილ სინაელის თანახმად, „თუ ღვთისმეტყველი ხარ - ილოცებ ჭეშმარიტად, ხოლო თუ გულწრფელად ლოცულობ, ე.ი. ღვთისმეტყველი ხარ“. ლოცვა, რომელიც ხსნის უფალთან კომუნიკაციას, არის ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება, რადგან თეოლოგია - არ არის ინტელექტუალური საქმიანობა, არც „ახალი გზების ძიებაა“, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არის ღმერთთან ურთიერთობის სწორი ლოცვითი პრაქტიკა, რომელიც მიიღწევა ქრისტიანული ასკეტიზმისა და დოგმატური სიწმინდისგან. ეკლესიის პირველი გამოჩენილი ღვთისმეტყველები იყვნენ თავმდაბალი მეთევზეები, მებაჟეები და კარვების მშენებლები...
თეოლოგია - არ არის ინტელექტუალური საქმიანობა, არამედ ღმერთთან ურთიერთობის სწორი ლოცვითი პრაქტიკაა. ეკლესიის პირველი გამოჩენილი ღვთისმეტყველები იყვნენ თავმდაბალი მეთევზეები, მებაჟეები და კარვების მშენებლები.
სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ღვთისმეტყველები მსგავსი გაგება სულ უფრო და უფრო ნაკლებ მხარდამჭერებს პოულობს. თეოლოგია დღესდღეობით აღიქმება პირადი ასკეტიზმისგან, პატრისტული გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად და განიხილება, როგორც სამეცნიერო საგანი. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ე.წ. „საერო თეოლოგიის“ ფენომენს, ამასთან ერთად ვხვდებით „თეოლოგებსაც“, რომლებსაც ღმერთის არ სწამთ.
ამგვარ დამახინჯებულ ღვთისმეტყველებას მივყავართ ქრისტიანობის ფუნდამენტალური საფუძვლების დამახინჯებულ გაგებამდე, რაც უპირველეს ყოვლისა ვლინდება ეკლესიოლოგიაში (საეკლესიო სწავლებები), როცა ეკლესიას განიხილავენ არა როგორც ქრისტეს სხეულს, არამედ როგორც ქრისტეს მიმდევარ რაღაც საზოგადოებას ან როგორც „პოსტ-ქრისტიანული“ გაერთიანების კონფედერაციას. ცრუ დოქტრინალურ და კანონიკურ შეხედულებებზე დაყდნობით „ახალი ეკლესიოლოგიის“ შემქმნელები, თუ მართლმადიდებლური გარემოდან არიან, უქმნიან შიდა პრობლემებს ქრისტეს ეკლესიასა და მისი ერთობას. გარდა ამისა, თუ ეს ცრუ თეოლოგიური შეხედულებები მომდინარეობს მათგან ვინც ეკლესიის ფარგლებს გარეთაა, მაშინ ისინი გზააბნეულთა ეკლესიაში დაბრუნებისთვის ქმნიან დაბრკოლებებს. ამ ყველაფერს კარგად ასახავს თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა.
ეკუმენიზმის შესახებ
ეკუმენიზმი ახალი ხილი არაა. ეკუმენისტური მოძრაობის პირველი გამოვლინებები ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ. ეს იყო პერიოდი, როცა იმპერატორები და ეკლესიის იერარქები ეძებდნენ ეკლესიიდან განდგომილების შემოერთების გზებს; ეფუძნებოდნენ არა იმდენად საეკლესიო სწავლებებსა და წესებს, არამედ უფრო პოლიტიკურ მოსაზრებებს ან პირად პრიორიტეტებს. თუმცა, მართალია რომ უძველეს დროში არ არსებობდა სისტემური ეკუმენური სწავლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ერეტიკოსებთან მრავალრიცხოვანი კავშირებისა და ხელშეკრულებების მთავარი პუნქტით, როგორც წესი, ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ დაუშვებელი დოქტრინალური კომპრომისი.
ეკლესიიდან განდგომილებთან ერთიანობის პატრისტული გაგების ჩარჩოებს მიღმა გაერთიანების არაერთ მცდელობას მივყავდით მართლმადიდებლური გარკვეული დოქტრინალური ჭეშმარიტების უარყოფამდე ან მათ შესახებ დუმილამდე, სამოქალაქო შეთანხმებისა და საეკლესიო მშვიდობის სახელით.
მაგალითად, 648 წელს, იმპერატორმა კონსტანტ II-ემ ქრისტეს ორნებიანობის შესახებ კამათის დროს გამოსცა დოკუმენტი სათაურით „ტიპოსი“, ე.ი. ქრისტიანული რწმენის „მოდელი“. კონსტანტინოპოლის პატრიარქის პავლე II-ეს რჩევით შემუშავებული ამ დოკუმენტის მიხედვით იკრძალებოდა ქრისტეს როგორც ერთ, ასევე ორნებელობაზე საუბარი. ბუნებრივია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტიპოსში ხედავდნენ ერესის მონოთელიზმის მფარველობას (მონოთელიზები ასწავლიდნენ ერთ ნებას ქრისტეში), რადგან ერთის მხრივ, არ მოხდა მწვალებლობის დაგმობა და მეორეს მხრივ, აიკრძალა ქრისტეში ორი ნების შესახებ სწავლება. ყველას, ვინც არ ეთანხმებოდა დოკუმენტს, ემუქრებოდა სასტიკი დევნა. სწორედ იმპერატორ კონსტანტ II-ეს „ტიპოს“-ის აღიარებაზე უარს შეეწირა რომის პაპი წმ. მარტინი, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი და მრავალი მართლმადიდებელი.
ჩვენი ეკლესიის წმინდანებმა ჭეშმარიტება ამჯობინეს საკუთარ სიცოცხლესაც კი, ვინაიდან იცოდნენ - მწვალებლურ ტყუილთან კომპრომისი, გამოიწვევდა მადლის დაკარგვასა და სულიერ სიკვდილს. და თუ მანამდე, ამგვარი კომპრომისი უფრო ხშირად სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან წესდებოდა გარედან, ეხლა უკვე წმინდა ეკლესიასა და სხვა კონფესიებში მიმდინარეობს ისეთი შიდა ეკუმენისტური პროცესები, რომლის ინიციატორებიც არიან თვითონ იერარქები და თეოლოგები. საკუთარ მისიონერულ საქმიანობას კი აგებენ თეოლოგიურ არგუმენტებზე, რომელიც ეკლესიის ტრადიციებისა და წმინდა მამების სწავლებებისთვის უცხოა.
ცხადია, სწორედ ამან შექმნა გარკვეული პირობები მართლმადიდებლობის თანამედროვე კრიზისისთვის, რომელიც უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს ქრისტეს ეკლესიის ბუნების გაუგებრობიდან და ერთიანობის პრობლემის გადასაწყვეტად ეკლესიაში საერო ელემენტების შემოღების მცდელობიდან. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გარე ერთიანობას, რომელიც უზრუნველყოფილია ადამიანის ძალისხმევით, შინაგანი ერთიანობა კი არის ღვთიური მოქმედებისა და მადლში დარჩენის შედეგი, რაც ამ ერთიანობას სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს.
შეუძლია თუ არა ეკლესიას გამოიყენოს იკონომია მათზე, ვინც არ აპირებს მონანიებას?
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამგვარი „ახალი ეკლესიოლოგიის“ მომხრეები ცდილობენ საკუთარი შეხედულებებისა და მოქმედებების ლოგიკის ახსნას იკონომიის კონცეფციით ე.ი. ლოიალურობით. ამ თვალსაზრისით, იკონომიის სახელით გამართლებულია ეკლესიის კანონების დარღვევა, რომლებიც გამოხატავენ რელიგიურ სწავლებებს იმისთვის, რომ განხორციელდეს ერთგვარი ქიმერული ერთიანობა.
თუმცა ამგვარი მოსაზრების მომხრეებს, რატომღაც არ უნდათ დაინახონ, რომ ეკლესია იკონომიას იყენებს მხოლოდ მონანულ ცოდვილთან მიმართებაში, და არა უნანულ განდგომილზე.
ეკლესია იკონომიას იყენებს მხოლოდ მონანულ ცოდვილთან მიმართებაში, და არა მოუნანიებელ განდგომილზე.
მოკლედ, წმ. ბასილი დიდის 74-ე წესში ვკითხულობთ: „თუ ვინმე, ზემოთქმულ ცოდვებში ჩავარდნილი, სინანულისა და აღსარებისადმი დიდ მისწრაფებას გამოიჩენს და თუ ის, ვისაც რწმუნებული აქვს კაცთმოყვარე ღმრთისგან სასჯელის დადებისა და მოხსნის უფლება, ნახავს მის გადაჭარბებულ აღსარებასა და სინანულს, კაცთმოყვარე აღმოჩნდება მის მიმართ და შეუმოკლებს განკანონების ვადას, იგი არ უნდა გახდეს განკითხვის ღირსი; ვინაიდან წმინდა წერილის თხრობებში ჩვენ ვხედავთ, თუ რა სწრაფად ხდებიან ღმრთის კაცთმოყვარეობის (წყალობის) ღირსნი დიდი ცოდვების მაღიარებელნი.“
წმიდა გრიგოლ ნოსელის მე-5 წესი: „ამგვარად, თუ მიმართვა იქნება გულწრფელი, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დროის შემცირებასთან ერთად მოდით ნუ დავუშლით მონანულთ ეკლესიაში დაბრუნებას და საიდუმლო ზიარების მიღებას.“
როგორც ვხედავთ ეკლესია განსაზღვრავს, რომ იკონომიის შემორიგების პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქრისტიანთან მიმართებაში, რომელიც გულწრფელად ინანიებს ცოდვებს, გამოსწორდა და ღირსია, რომ მიიღოს ეკლესიისგან პატიება. მოწყალბეა ანუ იკონომიის პრინციპი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას განდგომილებზეც, ერეტიკოსებზეც, რომლებიც ტაძარში მიიღებიან სხვადასხვა ჩინის მიხედვით (ეკლესიიდან მოშორებით მყოფთა მიღების სამი რიტუალი არსებობს: ნათლობის, ზეთისცხებისა და მონანიების საიდუმლოებები). თუმცა მიღების თითოეული რიტუალი გულისხმობს ცრუ შეხედულებების უარყოფას და მონანიებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ერეტიკოსების და განდგომილების ხელახალი ნათლობისა და ზეთისცხების გარეშე, წმინდა ეკლესია ანახორციელებს იკონომიას მონანიების შემთხვევაში, რომელიც განდგომილთათვის და დაცემულთათვის ხდება წმინდა ეკლესიის მადლის მეგზური.
ამიტომ, საეკლესიო წესების დარღევის გამართლებისთვის იკონომიის პრინციპის გამოყენება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. იკონომია - კონკრეტულად შიდა ეკლესიური პრინციპია, შეიძლება ითქვას საეკლესიო წესების გამოყენების ინსტრუმენტია. წესების იკონომიით შეცვლა - ნიშნავს საკითხის არსის შეცვლას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას უფრო მეტიც - ეს ნიშნავს ეკლესიაში არეულობისა და დაყოფის შეტანას.
იკონომია - კონკრეტულად შიდა ეკლესიური პრინციპია, შეიძლება ითქვას საეკლესიო წესების გამოყენების ინსტრუმენტია. წესების იკონომიით შეცვლა - ნიშნავს სიკეთის არსის შეცვლას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას უფრო მეტიც - ეს ნიშნავს ეკლესიაში არეულობისა და დაყოფის შეტანას.
სხვა ქრისტიანული კონფესიების (აღმსარებლობებთან) წარმომადგენლებთან ერთიანობის მიღწევისკენ სწრაფვისას თანამედროვე ეკუმენისტები ხშირად სპეკულირებენ ისეთი მცნებებით, როგორიცაა ქრისტიანული სიყვარული. სიყვარულს ამოფარებულები ცდილობენ მართლმადიდებლობის შიდა ერთიანობის გამანადგურებელი თანამედროვე თეორიების წინ წამოწევას.
თუმცა, მოყვასის სიყვარული არ განიხილავს ახლობლის ცოდვებისა და ცრუ შეხედულებებისადმი სიყვარულს. უფალი გმობდა და ვერ იტანდა ცოდვას. უფრო მეტიც, მოყვასის სიყვარულის ევანგელისტური განმარტება გულისხმობს მისი გამოსწორებისათვის ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებას - ეს არის შეგონება, მსჯავრდადება და მონანიებისკენ მოწოდება. ტომოთეს მიმართ პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეში წერს: „იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, , შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით“ (2 ტიმ. 4, 2). წმ. ბასილი დიდი, მოციქულ პავლეს ეპისტოლეს ამ ნაწილის ახსნისას ამბობს: „ნებისმიერი ბრალდება საგრძნობლად მოწყვლადია ბრალდებულისადმი, აგრძნობინებს საშინელი სინდისის ქეჯნას, წარმოადგენინებს ცოდვის უდიდეს სირცხვილს, ამ მეთოდით საკმაოდ წარმატებულად მიყავს ის (ვინც ვერ გრძნობს საკუთარ დაცემას) შეგნებულ და გულწრფელ მონანიებამდე.“
ამავე დროს საღვთო წერილში ნათქვამია, რომ ჭეშმარიტების უგულებელყოფა არ შეიძლება სიყვარულის გამოც კი: „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე.“ (ტიტე 3:10). სხვაგან მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.“ (2 იოანე 1:10). ამგვარად, ქრისტესმიერი სწორი სწავლება არის სხვა ადამიანთან რელიგიური ურთიერთობის აუცილებელი პირობა.
წმინდა თეოფანე დაყუდებული კი წერს, რომ „მხილება ერთნაირად ეკუთვნის იმასაც ვინც იხრება მცდარი აზრისკენ (დოგმატური - მ. თ.) და იმასაც ვინც მცნებას არღვევს. მხილების მიზანია ერთს თვალი აუხილოს მცდარ აზრზე, მეორეს კი - არასწორ მოქმედებაზე; ერთიც და მეორეც უნდა მიიყვანოს დამნაშავეობის შეცნობამდე და გაუღვიძოს გამოსწორების სურვილი. ამას სჭირდება მტკიცე გული, რომ არ შერცხვეს“.
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოყვასის სიყვარულის ქრისტიანული განმარტების ნამდვილი მიზანია ზნეობრივი თუ დოქტრინალური ხასიათის ცოდვის გამოსწორება. ამასთანავე ეკლესია უფლებამოსილია გამოიყენოს დასჯის ფორმაც. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკლესია ამას აკეთებს სიყვარულით და ერთადერთი მიზნით - გამოასწოროს ცოდვილი.
მეორეს მხრივ, სიყვარული - არ არის ინფანტილიზმი, გულგრილობა, არამედ პირიქით - ადამიანის ცხოვრებაში ქმედითი მონაწილეობა, მისთვის ყოველივე კარგის სურვილი, განსაკუთრებით კი მისი გამოსწორება ღმერთთან ერთობის და სული გადარჩენის მისაღწევად. ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის გარეშე, საქმეს ვერ უშველი.
ამ თვალსაზრისით, ერეტიკოსებისა და სქიზმატების მონანიებისკენ მოწოდების არარსებობას, ასევე ჰუმანიზმის მცდარ პრინციპებზე დაყრდნობით მათთან ერთიანობის მიღწევის სურვილზე მითითების არარსებობას, სიყვარულის ქრისტიანობისეულ გაგებასთან არაფერი საერთო არ აქვს. რწმენისა და სულიწმიდის სიყვარული არ გულისხმობს ყველაფრის უფლებას და ცხოვრების უგულებელყოფას. უფლის და მოყვასის სიყვარული ეფუძნება ჭეშმარიტებას და ამის გარეშე არც არსებობს.
ჰუმანიზმი, ფასეულობების ადამიანურ აღქმაზე დაყრდნობით, აღნიშნავს ღვთიური გამოცხადების სრულ უგულებელყოფას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკლესიაში ჰუმანისტური იდეების შეტანამ სერიოზული გავლენა იქონია თანამედროვე პან-მართლმადიდებლური კრიზისის წარმოშობაზე, რომელიც გვთავაზობს ერთიანობისკენ მცდარ გზას და გამოავლენს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ჭეშმარიტი სიყვარულისა და თანხმობის არარსებობას. იმიტომ რომ, ღვთაებრივი სიბრძნის სიამაყითა და ამპარტავნებით ცნობილი ადამიანური ცოდნით ჩანაცვლებით შეუძლებელია ერთობის მიღწევა. ერთობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ღვთიური განკარგულებების მიღებით და ზეციდან თანადგომით.
შეუძლებელია ეკლესიიდან განდგომილთათვის ან არამართლმადიდებლებისათვის მონანიების გარეშე შემრიგებლობის განხორციელება და ამასთანავე საეკლესიო სწავლებების სრული დაცვა.
შეუძლებელია ეკლესიიდან განდგომილთათვის ან არამართლმადიდებლებისათვის მონანიების გარეშე შემრიგებლობის განხორციელება და ამასთანავე საეკლესიო სწავლებების სრული დაცვა.
ადამიანური ხერხების გამოყენებით განდგომილებთან გაერთიანების მცდელობებისას შესაძლოა წარმოიშვას ილუზია, რომ ასეთ სიტუაციაში შიდა ერთიანობაზე არც უნდა ვიფიქროთ რადგან ის ურყევია. მაგრამ ეს - მცდარი აზრია, რასაც ადასტურებს ისტორია და კვიპროსის ეკლესიასთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის მოვლენები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მეუ-თვის (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია) ავტოკეფალიის მინიჭება და ასევე ადგილობრივი ეკლესიების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ამ ავტოკეფალიის არაკანონიკური აღიარება.
ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა - არის გაერთიანება ქრისტეში და საკუთარ ტაძარში, და არა მის რომელიმე შერჩეულ ნაწილში. ის ეფუძნება არა მცდარ საღვთისმეტყველო, ჰუმანისტურ, ნაციონალურ და პირად პრიორიტეტულ შეხედულებებს, არამედ მხოლოდ ქრისტეს. გაერთიანების პროცესში ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა ვინმეს უპირატესობის მისაღწევად, არც ეკლესიაში ძალაუფლების მისაღებად, არამედ ქრისტეში გაერთიანებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ჭეშმარიტებასა და სიყვარულში ყოფნას. ყველა სხვა გზა გამანადგურებელი გზაა.
ამ კონტექსტში, სახარებაზე, კანონიკურ წესებზე და სულიერი ცხოვრების პატრისტულ გამოცდილებაზე დაყრდნობა უნდა იყოს ჩვენი გაერთიანების საფუძველი, ამის გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თავს მოვიტყუებთ, და მაშინ ქრისტიანს ეგონება რომ საკუთარი ან კოლექტიური განზრახვით აკეთებს იმაზე უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ის რაც მან უნდა გააკეთოს ეკლესიის მითითებით. ეს მცდარი გზაა, რომელსაც გვთავაზობს ადამიანების მოდგმის მტერი - ეს არის გზა, რომელიც გვაშორებს ღმერთთან. ამგვარად, ეკლესიური ერთიანობა შეიძლება განხორციელდეს ქრისტეში, ქრისტეს მეშვეობით მის საღვთო ჭეშმარიტებაში, და მისკენ მიმავალი გზა გადის პატრისტულ რწმენაზე და მონანიების გმირულ საქციელზე, რომელიც ბადებს თანხმობასა და სიყვარულს.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?