ეკლესიის განადგურების მუშაობა, როგორც ელენსკის პასუხი „უმე-ს წერილზე“
ვიქტორ ელენსკიმ პირდაპირ და ირიბად უპასუხა ,,მეუ-ს წერილს''. ფოტო: СПЖ
2023 წლის 17 აგვისტოს საიტზე «Диалог.тут» გამოჩნდა ღია წერილი სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურის ვიქტორ ელენსკისადმი, რომელშიც მკაფიოდ და სტრუქტურირებულად გაიცა პასუხები ხელისუფლების ყველა პრეტენზიაზე უმე-ს მიმართ. ამ წერილისადმი კომენტარში მჟკ-ში ივარაუდეს, რომ თუ მისი წაკითხვისას ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთება.
დიდი ხანი არ დაუყოვნებია პასუხს ვიქტორ ელენსკისა და უკრაინელი ჩინოვნიკებისგან - უმე -მ ის ძალიან სწრაფად მიიღო. არა სიტყვით, არამედ მოქმედებებით.
მოდით, წერტილოვნად მოვიყვანოთ ვიქტორ ელენსკისადმი «Диалог.тут» -ის წერილის ძირითადი თეზისები.
- სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურს შეახსენეს (ხოლო მისი სახით, უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა უკრაინელ ჩინოვნიკებსაც), რომ უმე ოფიციალური დოკუმენტების დონეზე და ასევე მღვედლმსახურთა მეთაურების განცხადებების დობეზე, არაერთხელ ხაზს უსვამდა მის პატრიოტულობას - გმობდა ომს უკრაინაში, მოუწოდებდა ქვეყნისა და მისი სახელმწიფოებრიობის დაცვისკენ, ქმედითად ეხმარებოდა რა სამშობლოს მცველებს.
- ელენსკის არგუმენტირებულად აუხსნეს, რომ მორწმუნე უკრაინელებისთვის საიდუმლოებებისა და ღვთისმსახურების მადლიერების საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ავტოკეფალიის თვითგამოცხადება.
- სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურს შეახსენეს, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში არის ინდივიდუალური და არა კოლექტიური პასუხისმგებლობა, ხოლო ბრძოლა უმე-ს წინააღმდეგ მთლიანობაში არის ბრძოლა ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ.
უკრაინელი პოლიტიკოსები მუდმივად საუბრობენ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომ ხელისუფლებას ესმის თავისი მოქალაქეების და რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე. ამიტომაც ჩვენ უფლება გვქონდა დავლოდებოდით თუნდაც მცირე რეაქციას „დიალოგ.ტუტ“-ის წერილზე. ეკლესიისა და ხელისუფლების საკმაოდ რთული ურთიერთობების გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელენსკის პასუხი აუცილებლად იქნება. დუმილი ამ სიტუაციაში არის დარტყმა უკრაინის ხელისუფლების „გახსნილობისა“ და „დემოკრატიულობის“ იმიჯზე.
და ელენსკიმ გასცა პასუხი.
მიტაცებების ტალღა, როგორც ელენსკის პასუხი
შეგახსენებთ, რომ „დიალოგ.ტუტ“-ის წერილი გამოქვეყნდა 17 აგვისტოს.
20 აგვისტოს კამენეც-პოდოლსკის გარეუბანში, სოფელ დოლჟოკში, საქალაქო საბჭოს ჩინოვნიკებმა და წარმომადგენლებმა სცადეს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შტურმი- სწორედ ამ ტაძრიდან ყოველ წელს თითქმის 200 წლის მანძილზე ხდება ლიტანიობის დაწყება პოჩაევში.
21 აგვისტოს მეუ-ს აქტივისტებმა მოახერხეს ქ. ჩერკასის საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებიდან მასის შეკრება, რათა წმინდა სოფრონია ირკუტსკელის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჩერკასის დახნოვკის მიკრორაიონში.
23 აგვისტოს ლოხვიცში უმე-ს ხარების სახელობის მრევლი პოლტავის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფროსის განკარგულებით უკანონო შეკრების გადაწყვეტილებების საფუძველზე ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ში.
25 აგვისტოს ხმელნიცკის „ეპისკოპოსმა“ მეუ-ში დოლჟკას უმე-ს რელიგიური თემის სახით მიიღო ჩინოვნიკი კამენც-პოდოლსკიდან.
2 სექტემბერს მეუ-ს აქტივისტებმა, ბერძენ-კათოლიკებმა და სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა სცადეს შტურმით აეღოთ კონტროლქვეშ წმინდა სამების ტაძარი ზაკარპატიეს სოფელ ლუგში.
2023 წლის 2 სექტემბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა დაიკავეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი უმე-ს ჩერკასის ეპარქიის ქალაქ შპოლაში.
4 სექტემბერს კამნე-კაშირში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანონოდ მოახდინა ღვთისმშობლის შობის სახელობის თემის ხელახლა რეგისტრაცია, სანამ მისი წინამძღოლი ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
2023 წლის 5 სექტემბერს მეუ-ს კლირიკოსმა ვიტალი მატიიაშჩუკმა გაჭრა საკეტი და შეაღწია უმე-ს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარში კიევში ბორტნიჩის მიკრორაიონში.
2023 წლის 6 სექტემბერს ვიშგოროდში მეუ-სა და უბკე-ს კაპელანებმა პოლიციისა და ტერიტორიული დაცვის მხარდაჭერით, ჰიდრავლიკური დანის გამოყენებით, დაიკავეს ბორისოგლების ტაძარი.
2023 წლის 6 სექტემბერს კომენდანტის საათის მოქმედებების პერიოდში კიევის მხარის ქალაქ მირონოვკაში რეიდერებმა მეუ-ს „მღვდლის“ მეთაურობით ძალაყინებითა და რკინის საჭრელებით დაიკავეს უმე-ს ტაძარი.
7 სექტემბერს კიევთან სოფელ ხოტოვში მეუ-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ადგილობრივი მაცხოვრებლების კრების ორგანიზება, რომლებმაც „მიიღეს გადაწყვეტილება“ დუმენკოს ორგანიზაციაში გადაეყვანათ უმე-ს წმინდა კეთილმორწმუნე მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მრევლი.
2023 წლის 9 სექტემბერს ჟიტომირის მხარის ქალაქ რადომიშლში მეუ-ს წარმომადგენლებმა „მღვდელ“ ვასილი კოლიშჩაკის მეთაურობით მოახდინეს პროვოკაცია უმე-ს ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კლირიკოსებზე, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ ტაძარი დალუქა.
17 სექტემბერს რადომიშლში მეუ-ს აქტივისტებმა სცემეს დაჭრილი მეომარი და უმე-ს მორწმუნეები.
ელენსკის პასუხი უმე-ს: „ჩვენ არ მოგცემთ არსებობის შესაძლებლობას“
როგორც ვხედავთ, „ელენსკის პასუხი“ უმე-ს მორწმუნეების ღია წერილზე იყო მაქსიმალურად ხისტი - მიტაცებების ტალღა მხოლოდ უფრო ძლიერი და ცინიკური გახდა. ამასთან, პირველად ხელახლა რეგისტრაცია და მიტაცება მოხდა კიევში (ბორტნიჩი).
უფრო მეტიც, მეუ-ს მომხრეებს ხელისუფლებამ არა მხოლოდ მისცა საშუალება მიეტაცებინა ტაძრები - არამედ ხელი შეუწყო ამაში. ამ პერიოდში მიტაცებებისა და მიტაცების მცდელობების გარდა, ასევე ადგილი ჰქონდა ლავრაში კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტებისა და პედაგოგების წვდომას და ტერნოპოლის სამხარეო საბჭოს მიერ მხარის ტერიტორიაზე უმე-ს ლიტანიობის მოძრაობის აკრძალვას და სასამართლოში ოვრუჩის მიტროპოლიტ ბესარიონისა და ბანჩენის მიტროპოლირ ლონგინოზის წინააღმდეგ საქმის გადაცემას.
სხვათაშორის, „ქმედითი პასუხის“ გარდა ვიქტორ ელენსკის ასევე ჰქონდა „პასუხი სიტყვით“.
2023 წლის 1 სექტემბერს ცნობილი ამერიკული გამოცემა Politico-თვის მიცემულ ინტერვიშუ ელენსკიმ, ისაუბრა რა უმე-ზე, განაცხადა შემდეგი: „ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ სტრუქტურებს უკრაინაში მოქმედების შესაძლებლობა“.
ანუ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის მეთაურმა ამ სიტყვებით გაგვაგებინა ერთი მარტივი რამ: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია იდევნება არა იმის გამო, რომ ის არასაკმარისად პატრიოტულია, არამედ იმის გამო, რომ ის „სრულად არ“ გამოეყო რმე-ს, არა იმის გამო, რომ მასში არაა საკმარისი „უკრაინული სული“ და რასაკვირველია, არა „რუსული მშვიდობის“ ან „კრემლის ნარატივების“ გამო. ეკლესიას დევნიან უშუაულოდ იმიტომ, რომ ის არის ეკლესია.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქმე გვაქვს არა რელიგიურ ადამიანებთან, არამედ პირებთან, რომლებიც ემხრობიან ათეისტურ მსოფლმხედველობას, უბრალოდ რომ ვთქვათ - უღმერთოებას. მათთვის ჩვენი არგუმენტები არასაკმარისად დამაჯერებელია უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ სჭირდებათ არგუმენტები, არამედ სურთ ჩვენი არსებობის შეწყვეტა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კრავი, რომელიც მშიერი მგლის ხახაში მოხვდა. დაარწმუნებთ მგელს, რომ საკმარისად გემრიელი არ ხართ ან არ ხართ საკმარისად ნაკვები? თუნდაც მგლურად იყმუვლოთ ან კბილები აღრჭიალოთ - მგელი მაინც შეგჭამთ. უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ კრავი ხართ, ის კი მგელია, რომელსაც სურს ჭამა. და მის თვალში ეს არგუმენტი ყველაზე დამაჯერებელია.
სწორედ ამიტომ ვთვლით, ვარაუდი, რომ „უმე-ს დევნიან აბსოლუტურად გამოგონილი მიზეზებით“, უკვე ვარაუდი კი არა, ფაქტია. და რამდენიც არ უნდა დავარწმუნოთ ხელისუფლება, ის მაინც არ დაშოშმინდება, სანამ ჩვენ ეკლესიის გარეთ არ დავრჩებით.
ძალიან გვინდა არ აღმოვჩნდეთ მართლები, როცა ვამტკიცებდით, რომ რაც ჩვენი მორწმუნეების თავს ხდება „არის არა მხოლოდ უმე-ს, არამედ მთელი უკრაინის რღვევის გეგმა“. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ გააქარწყლონ ჩვენი ეჭვები - მათ მართლაც არ სჭირდებათ ძლიერი და ერთიანი უკრაინა.
რატომ? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც უკრაინელებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობენ, სამომავლოდ ალბათ არ ფიქრობენ აქ ცხოვრებაზე. და არა გვგონია, მათმა შვილებმაც იცხოვრონ აქ.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?