მეორეხარისხოვან ადამიანებზე ანუ რატომ კრძალავენ უმე-ს ლიტანიობას ჯვრებით
მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ჰასიდიმებისგან განსხვავებით, უკრაინაში პილიგრიმების გატარების უფლება არ აქვთ. ფოტო: СПЖ
ყოველ წელს, უკვე თითქმის 200 წელია, 19 აგვისტოს კამენც-პოდოლსკიდან (ხმელნიცკის ოლქი), ხდება ლიტანიობა მიძინების სახელობის ლავრაში. თუმცა, 2023 წლის 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ხმელნიცკის ოლაქის თავდაცვის საბჭომ 2023 წლის 19-დან 25 აგვისტომდე აკრძალა მასობრივი რელიგიური ღონისძიებები, კერძოდ, კი ეს ტრადიციული ლიტანიობაც.
ქალაქის მერმა მიხეილ პოსიტკომ გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა ლიტანიობის ჩატარების „დაუშვებლობის“ თაობაზე. მისი სიტყვებით, უუს ატარებს „რიგ ღონისძიებას მასობრივი ღონისძიებების ჩატარების თავიდან ასაცილებლად“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს (ლიტანიობა -რედ.) არ მოხდეს. არსებობს ინფორმაცია, რომ აკრძალვის მიუხედავად, უკვე იგეგმება ასეთი პროვოკაციული აქცია. მიმაჩნია, რომ ეს პროვოკაციაა“.
ამავე დროს უნიატები სრულიად თავისუფლად ატარებენ მასობრივ ღონისძიებებს, კათოლიკები ლიტანიობას, ხოლო ელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მიიღოს 30 000 მომლოცველი-ჰასიდი უმანში. და ეს მიუხედავა იმისა, რომ უმანის მერი ღიად ამბობს, რომ ქალაქს არ აქვს შესაძლებლობები უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოება ცეცხლის გახსნის შემთხვევაში. რა ხდება? რატომ შეუძლია ერთს ის, რაც მეორესთვის კატეგორიულადაა აკრძალული?
აკრძალვები მომლოცველობაზე უმე-თვის?
ლიტანიობის ტრადიცია კამენციდან პოჩაევში უკავშირდება ბრმა გოგონას ანა აკიმჩუკის განკურნებას პოჩაევის ღვთისმშობლის ხატთან. ამ მოვლენის სამახსოვროდ სავანის წმინდა არქიმანდრიტმა არქიეპისკოპოსმა ინოკენტიმ დაადგინა აკაფისტის ყოველკვირეული ერთობლივი კითხვა სასწაულმოქმედი ხატის წინ. ყოველ წელს ამ მოვლენის აღსანიშნავად მომლოცველები ლოცვით გადიან პატარ ანასა და მისი ბებოს გზას. ისინი ნაცისტებთან 1941-1945 წლებში ომის დროსაც დადიოდნენ, დადიოდნენ უღმერთო საბჭოთა ხანაშიც. ბოლშევიკების ყველა მცდელობა აკრძალულიყო პოჩაევის ლიტანიობა წარმატებით არ დასრულებულა: მორწმუნე ადამიანები შემოვლითი გზით, პატარა ჯგუფებით და ხშირად ღამით მაინც გადიოდნენ მომლოცველობას და ლოცვით გმირობას.
და აი, ახლა, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ, ხელისუფლება, რომელიც სიტყვით ახდენს ბოლშევიკებისგან გამიჯვნას, სინამდვილეში დაკავებულია იმით, რითაც ისინი. და ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ ამ წელს, ამის გაკეთებას ისინი ადრეც ცდილობდნენ. 2022 წელს ხელისუფლება ასევე გამოვიდა ლიტანიობის ჩატარების წინააღმდეგ, თუმცა რაიმე სერიოზული დაბრკოლება მისი ჩატარებისთვის არ მიუყენებიათ.
დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა: კამენეც-პოდოლსკის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მუდმივად მორიგეობს პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი, ტაძარში შესასვლელთან დგანან კსც-ს (სამხედროკომატების) თანამშრომლები, რომლებიც უწყისებს ურიგებენ პოჩაევში წასვლის მსურველ მამაკაცებს. გარდა ამისა, პოლიციამ ტრასაზე დაბლოკა ავტობუსები, რომელთაც კამენეცში გადაჰყავდათ მომლოცველები, რომლებიც ლიტანიობაში ცდილობდნენ მონაწილეობის მიღებას. მაგალითად, ავტობუსი როვნოდან გააჩერა უუს-მ, მძღოლს წაართვა მართვის მოწმობა და გაიყვანა ხმელნიცკის ოლქის საზღვრებიდან. ასევე უუს-ს თანამშრომლებმა და პოლიციამ „დაიჭირეს“ ატეულობით მორწმუნე ქალი სადღაც ვინიცკის ოლქში და ისინი სახლებში გაუშვეს. თვითმხილველთა მოწმობით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ქალებთან ძალიან უხეშად იქცეოდა, ყვიროდა, რომ ისინი მიდიან „მოსკოველ მღვდელთან“. მან გადაწერა მომლოცველთა პირადი მონაცემები და პირობა დადო, რომ თუ ისინი დაბრუნდებიან სახლში და ისევ „ჩაუვარდებათ“ ხელში, მათ ელოდებათ „დიდი პრობლემები“. ცოტა ადრე ხელისუფლებამ აიძულა მათ ჩერნოვიცკის ეპარქიაში ლიტანიობა გაეუქმებინათ. და ყველა ეს შემთხვევა ერთ დიდ ტოტალიტარულ აკრძალვაში ერთიანდება.
ვის სჭირდება მომლოცველობა: უნიატები
ჩინოვნიკები თავიანთ გადაწყვეტილებებს აკრძალვების თაობაზე ცინიკურად ხსნიან „ზრუნვით“ ლიტანიობაში მონაწილეებზე, სურთ „უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება“ (ასეა, მაგალითად, ნათქვამი ხმელნიცკის მხარის თავდაცვის საბჭოს დოკუმენტში).
და შესაძლოა, გამოძებნილიყვნენ ადამიანები, რომელთაც ამის სჯეროდათ, რომ არა ერთი „მაგრამ“ - უამრავი მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა უბკე-ს წარმომადგენლების მიერ. აი, ზოგიერთი მათგანი:
- 2023 წლის 18 აგვისტო: კიევში ტარდება მომლოცველობა უბკე-ს საპატრიარქო კრების კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით.
- 2023 წლის 7 ივლისი - მომლოცველობა ულაშკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტერთან (ტერნოპოლის მხარე).
- 2023 წლის 26 ივნისი: უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი სათავეში ჩაუდგა სტარდჩაში სრულაიდ უკრაინის მომლოცველობას.
- 2023 წლის 24 ივნისი: უნიატის ეპისკოპოსმა ბოგდან მანიშინმა მონაწილეობა მიიღო ბილიჩისადმი ვედრებაში.
- 2023 წლის 18 ივნისი:
- უბკე-ს საქველმოქმედო ფონდ „ნათესაობას“ მოხალისეობრივი მომლოცველობა უნევში.
- 2023 წლის 10 ივნისი: მომლოცველობა გოშევში იასნაია გარას ღვთისმშობლის ხატისადმი.
- 2023 წლის 30 მაისი: ახალი როზდოლიდან ბორინიჩიში მოსწავლეებისა და პედაგოგების მომლოცველობა.
- 8. 2023 წლის 28 მაისი: ზარვანიცში უბკე-ს კოლომიის ეპარქიის პნივის დეკანატის მრევლმა მონაწილეობა მიიღო მარიისა და ალტარის დრუჟინას სრულიად უკრაინის მომლოცველობაში.
- 2023 წლის 27 მაისი: ზარვანიცში ჩაატარეს სრულიად უკრაინის მომლოცველობა ბავშვებისთვის.
- 2023 წლის 21 მაისი: შედგა მომლოცველობა სტრიიდან იასნაია გარაზე გოშევში.
- 2023 წლის 25 თებერვალი: უბკე-ს ბერ-მონაზვნების სრულიად ეკლესიის VIII ლოცვა.
დამეთანხმებით, რომ უმე-ს მორწმუნეებისთვის ლიტანიობის აკრძალვები ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. განსაკუთრებულ ცინიზმს ამ სიტუაციას სძენს ის ფაქტი, რომ ჩვენი ხელისუფლება, უკრძალავს რა თავის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას, ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს 30 000 ჰასიდის „ღირსეული მომლოცველობა“, რომლებიც უმანში ახალი წლის აღსანიშნავად მოვლენ.
ზუსტად ვის სჭირდება მომლოცველობა: ჰასიდები
2023 წლის 16 აგვისტოს სახელწმიფო ეთნოპოლიტიკოსებმა ჩაატარეს სხდომა, რომელიც ეძღვნება უმანში ჰასიდების მომლოცველობის პრობლემას იუდეველთა ახალ წელზე.
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ჩინოვნიკების განცხადებაში არის რამოდენიმე საინტერესო დეტალი. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ „დაჟინებული რეკომენდაციების მიუხედავად თავი მაქსიმალურად შეიკავონ მომლოცველებმა უმანში მომლოცველობისგან ომის, ჩვენი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული მასირებული სროლებისა და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გათვალისწინებით, ჰასიდები ამ მოგზაურობას აღიქვამენ, როგორც თავიანთ რელიგიურ ვალდებულებას“. ანუ ჰასიდებს „რეკომენდაცია მისცეს თავი შეიკავონ მომლოცველობისგან“ და არ აუკრძალიათ ქვეყანაში შესვლა. თუმცა, თითქოს ისე იყო, ლოგიკურად, რომ უსაფრთხოების მიზნით, მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. უმანის მერმა ი. პლეტნევმა პირდაპირ თქვა, რომ 30 ათასი ადამიანის შესაძლო სარაკეტო თავდასხმისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა პატარა ქალაქში „პრაქტიკულად შეუძლებელია“, იქ იმდენი რაოდენობის თავშესაფარი არაა.
ამის მიუხედავად, ელენსკი არ შეცბუნებულება ამისგან. სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამინისტროში უმანის ხელისუფლებას განუცხადეს - თქვენ გაქვთ „მომლოცველობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი გამოცდილება“, სადაც თქვენ წყვეტდით „თითქოსდა გადაუჭრელ საკითხებს“. ამიტომაც - იმოქმედეთ.
რატომ შეუძლიათ ჰასიდებს ჩაატარონ მათი რიტუალები, ხოლო მართლმადიდებლებს - არ შეუძლიათ? და რატომაა ხელისუფლებისთვის ჰასიდების მომლოცველობა „რელიგიური ვალდებულება“, ხოლო უმე-ზე საუბრისას, არავინ ახსენებს ასეთ სიტყვებს. ამიტომაც იუდეველთა მომლოცველობის აკრძალვა არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. ხვდებით?
მომლოცველობის აკრძალვა მართლმადიდებლებისთვის - ცხადია, არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასე გვეუბნება ჩვეული ლოგიკა.
ხელისუფლებამ დადო პირობა ჰასიდებისთვის „შეექმნა ღირსეული პირობები თავიანთი რელიგიური გრძნობების გამოსახატად“. და რა ხდება მართლმადიდებლებთან? სადაა მათი პირობები?
უმე-ს მორწმუნეებს არავინ არ უქმნის „ღირსეულ პირობებს“, პირიქით - მათ ანადგურებენ, შეურაცხყოფებ, ცემენ. ხელისუფლება უკრძალავს მათ ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ხოლო აკრძალვის დარღვევის გამო - ემუქრებიან დასჯითა და „პრობლემებით“. რა ხდება? რატომ არის ასეთი არათანასწორი დამოკიდებულება უნიატებისა და ჰასიდების მიმართ - ერთის მხრივ და მეორეს მხრივ - ქრისტიანების მიმართ?
რატომ ეკრძალება უმე-ს მომლოცველობა
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა მკაფიო ინფორმაციის ფლობა. ამიტომაც გამოვთქვამთ ვარაუდს.
უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მიმართულია უმე-ს აკრძალვაზე. გასაგებია, რომ ეს აკრძალვა, ჯერ ერთი, გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის მორწმუნეების აღშფოთებას, მეორეც - ევროკავშირის ჩიოვნიკების გაკვირვებას. იქ, ევროპაში, ასეთი რამეების გაგება არ შეუძლიათ, რამდენადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ დასვამენ უკრაინის ხელისუფლებისთის ხელსაყრელ საკითხებს.
ამიტომაც, ადგილობრივი ჩინოვნიკების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დაარწმუნოს მისი ადგილობრივი კოლეგები უმე-ს მორწმუნეების მცირერიცხოვნობაში, რომ ჩვენს ეკლესიას მხარს უჭერს ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი და ეს ადამიანები არიან მარგინალები, რომლებიც „აფილირებულნი“ არიან სახელმწიფო-აგრესორთან. ამ ამოცანაში არანაირად არ ხვდება მრავალათასიანი ლიტანიობა, რომელიც ადასტურებს ერთ მარტივ ფაქტს - უკრაინის ხალხი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. მაგალითად, გასულ წელს კამენციდან პოჩაევში ლიტანიობაში, სამხედრო მდგომარეობის მიუხედავად რამოდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ უმე არ სარგებლობს პოპულარობით ხალხში, რომ უმე-ს აკრძალვა მოთხოვნილია უკრაინის მოქალაქეების მიერ, ძალიან უხერხულია.~
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი.
ნამდვილი ეკლესია ყოველთვის იყო დევნილი. ეკლესიის ისტორია არის დევნის ისტორია, როცა ქრისტიანებს კლავდნენ, სვამდნენ ციხეში, აგზავნიდნენ გადასახლებაში. რომის იმპერიაში ქრისტიანებად ითვლებოდნენ ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ რაიმე უფლებები. მაშინ ქრისტიანად ყოფნა ნიშნავდა სახელმწიფოს დაცვის დაკარგვას, საზოგადოებაში დევნილად, დაბალი რანდის არსებად გადაქცევას. და როგორც ჩანს, ჩვენ წარსულში დავბრუნდით.
უკრაინაში ქრისტიანები - ადამიანების ყველაზე მდაბიო კატეგორაა. მათზე, როგორც ჩანს, არ ვრცელდება კონსტიტუცია, მათ ვერ ექნებათ გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. თავად ჩვენ ვცხოვრობთ სიტუაციაში, როცა „ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილები; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის...და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე“ (1 კორ. 4, 9-13).
ერთის მხრივ, ეს ცუდია, ეს არ უნდა იყოს ასე ცივილიზებულ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.
თუმცა, მეორეს მხრივ - მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! ეს განსაკუთრებით კი იმისთვის, რო მოვიდა გმირობისა და აღმსარებლობის დრო. ეკლესიის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება და ვინ იცის, რამდენ მომავალ წმინდანს ვიცნობთ პირადად?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?