ფანარი და რუმინეთის ეკლესია: მეუ-ს აღიარება მოლდოვის სანაცვლოდ?
ფანარიოტები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუმინეთის ეკლესიასთან, მეუ-ს აღიარებაზე? ფოტო: СПЖ
2023 წლის 11 აგვისტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ბელგიის მიტროპოლიტმა აფინაგორმა განაცხადა ფანარსა და რუმინეთის ეკლესიას შორის საეკლესიო და კანონიკური კავშირების განმტკიცების შესახებ. ერთი შეხედვით, ასეთი უჩინარი ოფიციალური განცხადება შეიძლება მიუთითებდეს ფანარის ახალ მცდელობებზე აიძულოს მართლმადიდებელი ეკლესიები აღიაროს მეუ. რატომ ვთვლით ასე? მოდით, განვიხილოთ.
მოლდოვა და „ბესარაბიის მიტროპოლია“
ბოლო ხანებში მოლდოვაში აღინიშნება საკმაოდ ხისტი კურსი მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის რმე-გან დამოუკიდებლობისკენ. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა, უმეტესწილად, არის ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივა, რომელსაც აქეზებენ მოცემული გადაწყვეტილებისკენ „დასავლელი“ (კერძოდ, რუმინელი) პარტნიორები.
ასე, მაგალითად, 2022 წლის 11 თებერვალს მოლდავეთისა და რუმინეთის მთავრობების ერთობლივ სხდომაზე რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკემ მოლდოვეთის მთავრობისგან მოითხოვა „ბესარაბიის მიტროპოლიის“ მხარდაჭერის გაწევა.
მაშინ ჩუკე ეწვია „ბესარაბიის მიტროპოლიის“ რეზიდენციას კიშინიოვში, სადაც ის შეხვდა მისი „სინოდის“ წევრებს. მათ განიხილეს „ბესარაბიის მიტროპოლიის“ თემების დაწესებულებების სიტუაცია და დინამიკა, ისაუბრეს მოლდოვის რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის აუცილებლობაზე კულტების სფეროში, ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მისი მოყვანისთვის, განიხილეს რუმინეთის სამთავრობო ფონდების გაზრდის საკითხი, რომელიც გათვალისწინებულია „ბესარაბიის მიტროპოლიის“ სასულიერო პირების მხარდასაჭერად და ასევე განიხილეს „ბესარაბიის მიტროპოლიის“ პრობლემის ჩართვა ევროპული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დღის წესრიგში.
დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ჰგავს მოვლენებს, რომელიც უკრაინაში ვნახეთ უმე კს-თან და ახლა მეუ-თან მიმართებაში.
აქ საჭიროა რამოდენიმე სიტყვის თქმა იმაზე, თუ რა არის „ბესარაბიის მიტროპოლია“.
ის აღმოცენდა რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, როგორც არქისაეპისკოპოსო ბესარაბიის ტერიტორიაზე (ამჟამად მოლდოვეთის რესპუბლიკა): რმე-ს რიგი იერარქებისა, რომლებმაც 1917 წლის რევოლუციის შემდეც უარი თქვეს რუმინეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოფნაზე და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთის პატრიარქმა ნიკოდიმმა და მოსკოვის პატრიარქმა ალექსი I შეთანხმდმემ კიშინიოვის ეპარქიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის თაობაზე.
1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, კიშიონოვის ეპარქიაში საუბარი დაიწყეს რუმინეთის საპატრიარქოსთან შეერთების შესახებ. თუმცა, 1992 წელს მოლდოვეთის სასულიერო პირების ყრილობამ გადაწყვიტა დარჩენილიყო რმე-ს შემადგენლობაში. 1992 წლის 14 სექტემბერს მღვდლების ჯგუფმა განცხადება გააკეთა რუმინეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში „ბესარაბიის მიტროპოლიის“ აღდგენის შესახებ. ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ბელცკის ეპისკოპოსი პეტრე (პედურარუ), რომელსაც რმე-მ მსახურება აუკრძალა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლების სიგელის გარეშე მიღებულ იქნა რუმინეთის ეკლესიაში. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუმინელების მოქმედებები არაა კანონიკური, მაგრამ რუმინეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. სიტუაცია გადაიყვანეს სასწორის მდგომარეობაში, რომლის დროსაც მოლდოვის ტერიტორიაზე ფაქტიურად მოქმედებს ორი საეკლესიო იურისდიქცია. სამწყსოსა და მღვდლების უდიდესი უმრავლესობა მოლდავეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რჩება, თუმცა „ბესარაბიის მიტროპოლია“ არ წყვეტს მცდელობას მიღწეულ იქნეს რაოდენობრივი ზრდა.
„სსო“ -ს დაწყებასთან ერთად ამ მცდელობებმა სერიოზული მხარდაჭერა ჰპოვეს სახელმწიფოს მხრიდან.
მოლდოვის ეკლესია და ხელისუფლება
2022 წელს ქვეყნის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა დაიწყო მოლდავეთის ეკლესიის ბრალდება, რომ ის მხარს უჭერს „რუსული მშვიდობის“ იდეას. მაგალითად, მოლდავეთის პროპრეზიდენტის პარტიის „მოქმედება და სოლიდარობას“ დეპუტატმა ოაზუ ნანტმა მოლდავეთის ეკლესიას უწოდა „რუსული მშვიდობის ვოტჩინა“ და მოითხოვა, რომ მღვდლებმა უფრო მკაფიოდ გამოხატონ აზრების პოლიტიკურ საკითხებთან, პირველ რიგში - დნეპრისპირეთში კონფლიქტების შესახებ („ვისია ყირიმის“ საკითხის ანალოგი, რომელსაც უსვამდნენ უმე-ს მღვდლებს).
მოგვიანებით მოლდავურ პრესაში ჩნდება პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავდნენ ნეგატიურ გამონათქვამებს მოლდავური ეკლესიის წინამძღოლის, მიტროპოლიტ ვლადიმირის მისამართით. კერძოდ, მას ბრალი დასდეს, რომ 2022 წლის ოქტომბერში ის მონაწილეობდა რმე-ს სინოდში, ხოლო ამის შემდეგ თითქოს, მან ლიტურგია აღავლინა, სადაც ისმოცა ლოცვა პუტინზე. მიტროპოლიტი ვლადიმირი იძულებული გახდა თავი გაემართლებინა, რომ ლიტურგიის დროს ის კითხულობდა ლოცვას ავადმყოფთა გამოჯანმრთელების შესახებ და „არასდროს არ ლოცულობდა პუტინზე“.
თუმცა, მას „არ დაუჯერეს“ და ეკლესიის ზეწოლა მოლდოვაზე მხოლოდ გაძლიერდა. 2022 წლის ოქტომბერში მოლდოვის სახელმწიფო არხმა ბრალი დასდო მოლდავეთის ეკლესიას „სსო“-ს მხარდაჭერაში და შეწყვიტა სამსახურების ტრანსლაციები.
ნოემბერში მოლდოვეთის ლიბერალურმა პარტიამ მიმართა მოლდავეთის მიტროპოლიიის მღვდლებსა და მრევლს და მოუწოდა მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული ტაძრები გადაეცათ „ბესარაბიის მიტროპოლიის“ იურისდიქციისთვის. პარტიის ლიდერმა კი საერთოდ განაცხადა, რომ „მიტროპოლიტ ვლადიმირის საქციელი ეწინააღმდეგება ნაციონალურ და მთელი საზოგადოების ინტერესებს“.
რუმინეთის საპატრიარქოს როლი
ამასთან, 2023 წლის 13 ივლისს პატრიარქმა დანიელმა და რუმინეთის მთავრობის დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა მოლდოვას რესპუბლიკასთან კავშირების თაობაზე ადრიან დუპუმ ხელი მოაწერეს ოქმს თანამშრომლობის შესახებ, რომელშიც საუბარია რიგ ღონისძიებაზე, რომელიც მოწოდებულია განავითაროს კავშირები და განამტიკოს რუმინელთა სასულიერო, კულტურული და ნაციონალური იდენტურობა მოლდოვაში. როგორც დოკუმენტში ითქვა, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს „ბესარაბიის მიტროპოლიის ეკლესიების მშენებლობა და რემონტი“. ამის პარალელურად პატრიარქმა დანიელმა სთხოვა მოლდოვის ხელისუფლებას დაებრუნებინა კიშინიოვში ყოფილი სასულიერო სემინარიისა და ყოფილი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ფაკულტეტის შენობები „ბესარაბიის მიტროპოლიის“ სარგებლობაში. მან მოუწოდა, რომ „ბესარაბიის მიტროპოლიის კლირიკოსებს ნება დართონ აღმოუჩინონ რელიგიური დახმარება არმიაში, ციხეებსა და საავადმყოფოებში, სადაც ჩვეულებრივ ხდება მოსკოვის საპატრიარქოს მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის კლირიკოსების მიწვევა“.
ერთი სიტყვით, ყველა ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მოლდავეთში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოლდავეთის ეკლესიის რუმინეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამ ფონზე რამოდენიმე დღის უკან შემდგარი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტი მოლდავეთში შეიძლება საჩვენებლად ჩაითვალოს.
მეუ-ს აღიარების საფასური - მოლდოვა?
2023 წლის 11 აგვისტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიის მიტროპოლიტი აფინაგორი ჩავიდა ქალაქ ტირგოვიშტეში, რათა მიელოცა ტირგოვიშის მიტროპოლიტ ნიფონისთვის ზეციური მფარველის დღე. ლიტურგიის დროს ფანარის წარმომადგენელმა განაცხადა კონსტანტინოპოლისა და რუმინეთის ეკლესიებს შორის კანონიკური და საეკლესიო კავშირების განმტკიცების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთიანობის განმტკიცებას. შეგახსენებთ, რომ ფანარის გაგებით ერთიანობა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ მეუ-ს აღიარებით. რა კავშირი აქვს მეუ-ს რუმინეთის დღესასწაულთან? ყველაზე პირდაპირი.
საქმე იმაშია, რომ მიტროპოლიტ ნიფონის პერსონა, რომელიც არჩეულია რუმინეთის ეკლესიასა და ფანარს შორის „შემაკავშირებელი რგოლის“ სახით - შემთხვევი როდია. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დიპლომატების დელეგაცია აშშ-დან შეხვდა რუმინეთის პატრიარქ დანიელს, რათა განეხილა „რელიგიურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოების“ საკითხები. რა დგას ამ „გაფართოების“ მიღმა - ჩვენ ვიცით: მეუ-ს აღიარების წინსვლა.
საინტერესოა, რომ პატრიარქის გარდა, ამერიკელები სემ ბრაუნბეკის მეთაურობით სწორედ ტირგოვიშის მიტროპოლიტ ნიფონს შეხვდნენ. მეუფესთან მოლაპარაკებების დროს ბრაუნბეკმა განაცხადა, რომ რუმინეთში მისი ვიზიტის მიზანი იყო „ურთიერთობების განვითრება მართლმადიდებელ სამყაროსთან“. მან განუცხადა მიტროპოლიტ ნიფონს, რომ უკვე ეწვია წმინდა მთას, საბერძნეთსა და ბულგარეთს, ხოლო რუმინეთში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა მოლდავეთის რესპუბლიკაში.
ასევე, 2021 წლის 22 ოქტომბერს ფანარზე წმინდა გიორგის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიაზე, რომელიც ჩატარდა პატრიარქ ბართოლომეოსის აღსაყდრების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, სტუმრის სახით იმყოფებოდა ტირგოვიშის მიტროპოლიტი ნიფონიც. მისი მეზობელი სტადიაზე (ხის სავარძელი ბერძნულ ტაძრებში) იყო მეუ-ს „ეპისკოპოსი“ ნესტორ პისიკი. ყველა დანარჩენი იერარქი წარმოადგენდა ბერძნულენოვან ეკლესიებს. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ფანარის იერარქის ვიზიტი მიტროპოლიტ ნიფონთან უბრალოდ პატივისცემა როდია. დიდი ალბათობით, სასწორზე დევს მეუ-ს აღიარება რუმინეთის ეკლესიის მიერ. ამ „აღიარების“ საფასურია მოლდავეთის ეკლესიის „ბესარაბიის მიტროპოლიაში“ „გადაყვანის“ პროცესში დახმარება.
ზემოთ აღნიშნული ფაქტების გარდა ამაზე მიუთითებს კიდევ რამოდენიმე ირიბი ნიშანი. მაგალითად, ტირგოვიშტში დღესასწაულზე იყო კიდევ ორი იერარქი: კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტიის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და „სამხრეთ-ბესარაბიის“ ეპისკოპოსი („ბესარაბიის მიტროპოლიის“ შემადგენლობაში) ბენიამინი. ნექტარიოსი ცნობილია, როგორც კვიპროსში მეუ-ს ყველაზე მგზნებარე მომხრე, ხოლო „სამხრეთ-ბესარაბიის“ ეპისკოპოსის დასწრება ცალკე კომენტარად არ ღირს.
ამდენად, ფანარი აგრძელებს ჯიუტად და საკმაოდ აქტიურად მეუ-ს მხარდაჭერას. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ფანარიოტები დუმენკოს სტრუქტურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბულგარელებთან და მაკედონიელებთან. ახლა კი ამ „მოლაპარაკების პროცესს“ რუმინელებიც დაემატნენ.
ეჭვიც არ გვეპარება, რომ „დასავლელი პარტნიორების“ მეშვეობით მოლდავეთის მთავრობა მხარს უჭერს ფანარს. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიო მართლმადიდებლობაში, ის სცენარი, რომლის დროსაც ყველა ვინც თანახმა არაა, რეპრესიების ქვეშ მოექცევა, დემოკრატიულ საზოგადოებაში არანაირ წინააღმდეგობას არ იწვევს. მორწმუნე მოლდაველები ამისთვის უნდა მოემზადონ. ფანარიოტები კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსული ეკლესია გადაიქცეს მხოლოდ რუსეთის ეკლესიად. ფაქტი სულაც არაა ის, რომ ისინი ამას მიაღწევენ.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?