გაერომ განაცხადა უმე-ს დისკრიმინაციის შესახებ: სიგნალი დასავლელი პარტნიორებისგან?
გაეროში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უმე-ს დისკრიმინაციაზე ალაპარაკდნენ. ფოტო: СПЖ
2023 წლის ივნისის ბოლოს გაერომ გამოაქვეყნა უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს უმაღლესი კომისარის სამმართველოს (აუუკს) მოხსენება. მოხსენება მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილამდე.
მოხსენებაში ეკლესიის დევნას ეძღვნება განყოფილება, რომელსაც ეწოდება „სიტუაცია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ“. თავად ეს სახელწოდება უკვე საკმაოდ აღსანიშნავია, რამდენადაც უკრაინაში სხვა კონფესიის უფლებები არ ილახება და გაერო ამას აღიარებს. ეს ნაწილი იწყება შემდეგი სიტყვებით: „საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ და ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა მიიღეს რიგი ზომა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (უმე) დაკავშიებით“. ეს „რიგი ზომა“ შეიძლება გამოიყოს და გაანალიზდეს, როგორც ცალკეული პუნქტები.
სისხლის სამართლებრივი დევნა
მოხსენებასი ამის შესახებ ნეიტრალურ ჭრილში არის საუბარი, უფრო სწორად: „კერძოდ, ხელისუფლებამ ჩაატარა ჩხრეკები უმე-ს საკულტო ნაგებობებში და სხვა ობიექტებში გადასცეს შეტყობინება მღვდელმსახურებისადმი ეჭვის შეტანის თაობაზე და ზოგიერთ მათგანს შინაპატიმრობა დაუდგინეს, მათ შორის, უმე-ს ერთ- ერთ მთავარ იერარქს“. ეს იერარქია ვიშგოროდის მიტროპოლიტი პავლე, კიევ-პეჩერის ლავრის მეთაური, რომელსაც სასამართლომ 2 თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ კი ეს შინაპატიმრობა ამავე ვადით გაუხანგრძლივდა. მოცემული გახანგრძლივება შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ გამოძიებას უჭირს დამამტკიცებელი ბაზის შეგროვება საქმის სასამართლოში გადასაცემად და წელავს დროს, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.
ზუსტად ასე გაუგრძელეს შინაპატიმრობა ჩერკასის მიტროპოლიტ თეოდოსიას, რომელსაც ბრალად სდებენ „ეპარქიის საიტის შექმნას რმე-ს შაბლონის მიხედვით“ ( და ეს ხუმრობა არაა).
ერთი შეხედვით აუუკს-ს ინფორმაცია ნეიტრალურია, უბრალოდ ხდება ჩხრეკის ფაქტებისა და ეჭვმიტანილობის კონსტატაცია. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ისინი უსაფუძვლოა ან უკანონოა. თუმცა, აუუკს-ს რომ არ დაენახა ამაში ადამიანის უფლებების დარღვევა, ისინი საერთოდ არ შეიტანდნენ მოცემულ ცნობებს თავიანთ მოხსენებაში, არა? ამიტომაც, ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ გაერო მსგავს ქმედებებში ხედავს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას. რასაკვირველია, მოცემულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანამდე ჯერ კიდევ ადრე ხელისუფლების ამ ქმედებების, როგორც რეპრესიის კვალიფიცირება.
სიტუაცია კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით
ციტატა აუუკს-ს მოხსენებიდან: „კულტურის სამინისტრომ ვადაზე ადრე გაწყვიტა უმე-თან კიევ-პეჩერის ლავრის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება. ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღო გაეროს საადვოკაციო ძალისხმევა და თავი შეიკავეს ქმედებებისგან, რომლებიც გამოიწვევდნენ ძალადობას და არ დაიწყეს იძულებით უმე-ს გამოსახლება ლავრადან დადგენილ ვადაში - 29 მარტს“.
აქ უკვე ნეიტრალური ტონი იცვლება ზომიერი ბრალდების ტონით. აღმოჩნდა, რომ გაერომ გამოიყენა „საადვოკაციო ძალისხმევა“ კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებულ სიტუაციაში. დიპლომატიური ენიდან თარგმანში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ
გაეროში უკრაინის ხელისუფლებას აცნობეს, რომ ბერების იძულებით გამოსახლება ლავრადან მსოფლიოს დაანახებს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ შორსაა სტანდარტებისგან ადამიანის უფლებების სფეროში, რომელიც მიღებული ცივილიზებულ სამყაროში და რომ ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს უკრაინის სწრაფვაზე შევიდეს ეკ-სა და ნატოში.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვას „ვადაზე ადრე“ კულტურის სამინისტროს უმე-თან იჯარის ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტის ხსენებისას. საქმე იმაშია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის კანონებით და ასევე თვითონ იჯარის ხელშეკრულებით. კიევ-პეჩერის ლავრის სიტუაციაში კულტურის სამინისტრომ ვერ შეძლო დაესაბუთებინა იჯარის ხელშეკრულების გაწყვეტა კანონის ან ხელშეკრულების დებულებებით. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაერო აცნობიერებს, რომ იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივი გაწყვეტა უკანონოა და მოცემული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
უმე-ს აკრძალვები ადგილობრივ დონეზე
ციტატა მოხსენებიდან: „2023 წლის აპრილის განმავლობაში ხმელნიცკის, როვენისა და ვოლინის მხარეების საქალაქო და სამხარეო საბჭოებმა აკრძალეს „უმე-ს საქმიანობა“ თავიანთ შესაბამის ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც ეს გააკეთეს ლვოვის, ჟიტომირის, ვინიცისა და ტერნოპოლის მხარეების სამხარეო საბჭოებმა, ამასთან ისე, რომ ასეთი აკრძალვები სცდება ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილებების ჩარჩოებს. ბევრი ადგილობრივი საბჭო ასევე შუამავლობდა უმე-თან კომუნალური ქონების იჯარის ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე“.
აქ აუუკს მიუთითებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების ორ სახეს.
პირველი - ესაა უმე-ს საქმიანობის „აკრძალვა“ თავიანთ ტერიტორიებზე. მოხსენების ტექსტში ჩამოთვლილია 7 მხარე, რომლებმაც აკრძალეს მათთან უმე.
მაგალითად,04.04.2023 წ. ხმელნიცკის სამხარეო საბჭოს გადაწყვეტილებაში ეს აკრძალვა ასე ჟღერს: „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (ოფიციალურად რეგისტრირებულია, როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის მიტროპოლია) საქმიანობის აკრძალვა ხმელნიცკის მხარის ტერიტორიაზე“. სხვა სამხარეო საბჭოების გადაწყვეტილებსბში ტექსტები ანალოგიურია.
გაეროში სრულიად მართებულად აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სცდება ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილებების ჩარჩოებს. ამასთან, მოხსენების ტექსტიდან ჩანს, რომ ადგილობრივმა საბჭომ წინასწარ იცოდა, რომ მათი მოცემული გადაწყვეტილება უკანონოა. პირველ რიგში, უკრაინის კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ გათვალისწინებული არაა მოცემული უფლებამოსილებები, ასევე მეორე, უკრაინის კანონში „სინდისის თავისულებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ მუხლში 16 „რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა“ მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ასეთი საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ თავად რელიგიური ორგანიზაციის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამასთან, მუხლი 16 ითვალისწინებს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა დროსაც სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
ამიტომაც სამხარეო საბჭოების დეპუტატების მოქმედებები, რომლებმაც აკრძალეს უმე, არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მათი ფორმულირება ასევე შეიძლება მუხლი 161 -ის მიხედვით „მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევები მათი რასობრივი, ნაციონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, ინვალიდობისა და სხვა ნიშნების მიხედვით“ და მუხლი 180 „რელიგიური წესის ჩატარებისთვის ხელის შეშლა“.
გადაწყვეტილებები იჯარის ხელშეკრულებების გაწყვეტის შესახებ ასევე არის უკანონო, რამდენადაც ეს გაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. დეტალურად ამის შესახებ სტატიაში „ეკლესიას მიწას ართმევენ: რას ამბობს კანონი?“
დისკრიმინაცია
ციტატა მოხსენებიდან: „მმუაუ ( გაეროს მონიტორინგის მისია უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ- რედ.) შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობის მოქმედებების ერთობლივი გავლენა, რომელიც მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული“.
არავის არ უნდა აცბუნებდეს სიტყვები „შეიძლება იყოს“ - ეს დიპლომატიურ ენაზე არის იმის ნიშანი, რომელიც უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება. თუმცა, თუ გაერომ სიტყვა ჩამოაგდო დისკრიმინაციაზე, ეს ნიშნავს: უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევის ფაქტები უკვე იმ რაოდენობით დაგროვდა, რომ გაეროს უბრალოდ არ შეუძლია ყურადღება მიაქციოს მათ. და შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაერო-ს გარდა მსგავს ფაქტების ზურგს ვერ შეაქცევს სხვა საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული, სამართალდამცავი ორგანიზაციები.
სიძულვილის ენა
ციტატა მოხსენებიდან: „გარდა იმის, რომ 2023 წლის აპრილში მმუაუ -მ დოკუმენტურად ასახა „სიძულვილის ენა“ და ძალადიბის რამოდენიმე შემთხვევა უმე-ს წევრების წინააღმდეგ. სახელმწიფო მოსამსახურეებმა, ბლოგერებმა და აზრთა ლიდერებმა გამოიყენეს დისკრიმინაციული და წამქეზებლური რიტორიკა და ღიად მოუწოდეს ძალადობისკენ უმე-ს მღვდელმსახურებისა და მომხრეების წინააღმდეგ“.
თუ წინამორბედ პუნქტში დისკრიმინაციის შესახებ ნახსენები იყო მინიშნებით „შეიძლება იყოს“, აქ უკვე შესაბამის რიტორიკას პირდაპირ უწოდეს დისკრიმინაციული და წამქეზებლური. ამასთან, მას იყენებენ არა მხოლოდ ბლოგერები და სალ-ები (საზოგადოებრივი აზრის ლიდერები), არამედ სახელმწიფო მოსამსახურეებიც. ასევე დაფიქსირებულია მოწოდებები ძალადობისკენ უმე-ს მორწმუნეებთან და სასულიერო პირებთან მიმართებაშიც, ეს კი უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. გაერო-ში მხოლოდ იმის ხსენება დაავიწყდათ, რომ არა უმეს- მოწინააღმდეგეებს, არამედ მომხრეებს და მის მღვდელმთავრებსაც, მაგალითად, მიტროპოლიტ ლონგინს ცდილობენ დააკისრონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დისკრიმინაციულ რიტორიკაზე, რაც ასევე წარმოადგენს უმე-ს დევნის დასტურს.
სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა
ციტატა მოხსენებიდან: „საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ეფექტურად დაპირისპირებოდნენ „სიძულვილის ენასთან“ დაკავშირებულ ინციდენტებს“.
ჩვენ ისევ ვხედავთ ფორმულირებებეის შემსუბუქებას. უმე-ს ტაძრების მრავალრიცხოვანი მიტაცებების დროს სამართალდამცავები ორგანოები არა მხოლოდ უმოქმედოდ იყვნენ, არამედ ზოგჯერ პირდაპირ ხელს უწყობდნენ ამ უკანონო რეიდერულ მიტაცებებს. თუმცა, გაერო-ს მოხსენებაში ამაზე საუბარი არაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ გაეროში ვერ დაინახეს შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოები და სასამართალოები დაიცავდნენ უმე-ს მორწმუნეთა უფლებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად იქნებოდა ნახსენები.
კონსტიტუციის დღე
28 ივნისს უკრაინა აღნიშნავდა კონსტიტუციის დღეს. ჩატარდა საზეიმო ღონისძიებები. სახელმწიფოს პირველმა პირებმა ლამაზი და სწორი სიტყვები წარმოთქვეს. ოღონდ კონსტიტუციის პატივისცემა საჭიროა გამოვავლინოთ არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩვენ კი ჯერ პირიქით გვაქვს: ჩვენ კონსტიტუციას სიტყვით ვკითხულობთ, საქმით კი ვარღვევთ და არც კი გვსურს ვიფიქროთ იმაზე, რაც იქ წერია. იქ, სხვა ყველაფრის გარდა, წერია შემდეგი რამ (სასარგებლოა გვახსოვდეს):
„მუხლი 1. უკრაინა წარმოადგენს სუვერენულ და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სოციალურ, სამართლებრივ სახელმწიფოს“.
მაშ, რატომ უშვებენ სახელმწიფო ორგანოები მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებს უმე-თან მიმართებაში?!
„მუხლი 8. უკრაინაში აღიარებულია და მოქმედებს უფლების უზენაესობის პრინციპი“. იგივე კომენტარი.
„მუხლი 19. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციითა და კანონებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში და ხერხით“. მაშ, რატომ უშვებენ უმე-ს მიმართ ადგილობრივი ორგანოები უფლებამოსილებების ასეთ აშკარა გადამეტებას, რაზეც უკვე გაეროშიც კი მიუთითებენ?!
„მუხლი 24. მოქალაქეებს აქვთ თანასწორი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები და თანასწორნი არიან კანონის წინაშე“. მაშ, რატომ ილახება უმე-ს მორწმუნეების უფლებები, ამასთან, ხშირად სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასარგებლოდ?
მუხლი 35. ყველა ადამიანს აქვს აქვს თავისუფალი აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობის უფლება. ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი რელიგიის აღიარებას ან საერთოდ არც ერთის აღიარებას, დაუბრკოლებლად გააგზავნოს ერთპიროვნულად ან კოლექტიურლად შეასრულოს რელიგიური კულტები და სარიტუალო წესები, განახორციელოს რელიგიური საქმიანობა“.
მაშინ, პირდაპირ რატომ უკრძალავენ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი საბჭოები რელიგიური საქმიანობის შესრულებას“?!
შეგვიძლია კონსტიტუციის სხვა მუხლების მოყვანაც, მაგრამ კარგია პოლიტიკოსებს და სახელმწიფო ჩინოვნიკებს თუნდაც ესენი ახსოვდეთ.
დასკვნები
ჯერ ერთი, მნიშვნელოვანია თავად გაეროს მხრიდან უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევების ფაქტორების კონსტატაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია გავიდა საერთაშორისო დონეზე და მისი დამალვა ვეღარ მოხდება. ვერ მოხდება თავის გამოძვრენა რაღაც ყოველდღიური ფრაზებით, თითქოს, არსად არაა ისეთი რელიგიური თავისუფლება, როგორც უკრაინაში.
მეორე, აღსანიშნავია, რომ გაერომ განაცხადა, რომ უკვე ჩაერია უმე-ს დევნის სიტუაციაში, რომ უკვე სცადა „საადვოკაციო ძალისხმევა“ და რომ ეს ძალისხმევა აღმოჩნდა ეფექტური: უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა იდეაზე ძალით გამოესახლებინა ბერები კიევ-პეჩერის ლავრიდან. ეს ბადებს ფრთხილ იმედს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები ადამიანის უფლებების სფეროში არ დარჩებიან მონაწილეობის გარეშე და ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა მათ დაიცვან საკუთარი მოქალაქეების უფლებები.
მესამე, ყველაზე სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებები, რომელთაც პირდაპირ ეწოდა კანონის შეუსაბამო. ეს შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაკავებულია აშკარა და დაუფარავი უკანონობით იმის ფონზე, რომ ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთის ქვეყნები იმაში, რომ უკრაინა შეესაბამება ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ერთი სიტყვით, ადგილობრივი ხელისუფლება გარკვეულწილად ახდენს ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციას და მთლიანად უკრაინის მსოფლიო საზოგადოების თვალში.
რასაკვირველია, ცენტრალური ხელისუფლებაც გამოდის უმე-ს წინააღმდეგ, მაგრამ ისინი მაინც არ აძლევენ თავს უფლებას ასე აშკრადა განახორციელონ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებები, როგორც ამას ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს.
მეოთხე, უმე-ს დევნა შეიძლება იყოს რეალური დაბრკოლება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევები, მათი აშკარა დისკრიმინაცია არ შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი ევროპასა და მსოფლიოში. მსოფლიო საზოგადოება ამაზე რაღაცნაირად ირეაგირებს. ჯერჯერობით რეაქცია არის გაეროს აუუკს-ს მოხსენების დონეზე, მაგრამ მალე ამას შეიძლება მოყვეს სხვა ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და ასევე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. არსებობს იმის ფრთხილი იმედი, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ამჟამინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ისეთ სიტუაციაში არ მოაქცევს, როცა მას მიუთითებენ ადამიანისა და მოქალაქის ელემენტარული უფლებების დაუცველობაზე.
და მეხუთე, უმე-ს მორწმუნეებს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ არა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ ღმერთისა და მისი კეთილი ზრახვების იმედი. საჭიროა გვახსოვდეს, რომ უმე-ს დევნისადმი დაპირისპირების ყველაზე ეფექტური ხერხი არის პირადად ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი ერთგულების დაცვა თითოეულის მხრიდან.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?