რა გამოხმაურება მოჰყვა პეტიციას „ნუ აკრძალავთ უმე-ს“ და რა შეიძლება მოხდეს შემდეგში

მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა არ ეპასუხა პეტიციისთვის. ფოტო: СПЖ

2022 წლის 13 იანვარს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა პეტიცია იულია კომინკოს მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისას, უკრაინის პატრიოტი მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინების მოთხოვნით, არ აიკრძალოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა.

პეტიციის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებს შორის არის უკრაინის პატრიოტები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი კონსტიტუციური სინდისის თავისუფლების უფლების დარღვევა არის, ჯერ ერთი, უკანონო და მეორეც, უსამართლო. სასულიერო პირებს შორის თანამშრომლობის ცალკეული შემთხვევები არ შეიძლება იყოს უმე-ის აკრძალვის მიზეზი. უფრო მეტიც, ავტორი სრულად უჭერს მხარს თანამშრომლობის თითოეული შემთხვევის გამოძიების და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა მიეწეროს უმე-ს ყველა მორწმუნეს. ციტატა: „თუმცა, არამართებულად მიგვაჩნია ცალკეული მოქალაქეების დანაშაულის დაბრალება მთელი განშტოებული ინსტიტუტისთვის, როგორიც არის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და ამის საფუძველზე მივმართოთ მის სამართლებრივ აკრძალვას.

სიმართლე ვთქვათ, ხელისუფლებისადმი მოთხოვნების ფორმულირება საკმაოდ გამარტივებულია: „ვთხოვთ უკრაინის მინისტრთა კაბინეტს, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისას, საეკლესიო საკითხის გადაწყვეტას მიუდგეს ისევე დაბალანსებულად, როგორც ეს ხდება სახელმწიფოს ცხოვრების სხვა სფეროებში არსებული პრობლემების განხილვისას  და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა არ გადაიტანოს მთელ ინსტიტუტზე“.

მარტში ამ პეტიციამ მიიღო საჭირო 25000 ხმა. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება მოუხდა. მინისტრთა კაბინეტს შეეძლო პეტიციისტვის ეპასუხა სტილით: ,,დიახ, გავითვალისწინებთ, გავითვალისწინებთ დაბალანსებულ მიდგომას, არ დავადანაშაულებთ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიამ შესაძლოა თავისი კურსით ჩაიაროს. ჯერ ერთი, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებით მხოლოდ მინისტრთა კაბინეტი არ არის დაკავებული (ხშირ შემთხვევაში ამას თავად სახალხო დეპუტატები აკეთებენ). მეორეც, არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები „გაწონასწორებული“ და „დაბალანსებული“-ს გამიჯვნისათვის ხელისუფლების მიერ საკითხების განხილვისას. ასე რომ, მინისტრთა კაბინეტმა არაფერი გარისკა, თუკი პეტიციას კანონის შესაბამისად უპასუხებდა, მაგრამ რატომღაც მინისტრთა კაბინეტს შეეშინდა თუნდაც ასეთი უვნებელი შუამდგომლობის და არსებითი პასუხის ნაცვლად პასუხების გამოგონება დაიწყო.''

2016 წლის 22 ივლისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტისადმი მიმართული ელექტრონული პეტიციის განხილვის პროცედურის მიხედვით, პრემიერ მინისტრ დ.შმიჰალს უნდა ეპასუხა პეტიციის ავტორისთვის და შესაბამისი ინფორმაცია გამოჩნდება მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე. „სამთავრობო პორტალზე პეტიციის განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა შესაბამის განყოფილებაში გამოქვეყნდება განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის შესაბამისი დასაბუთებით. ასევე პასუხი გაეგზავნება პეტიციის ავტორს (ინიციატორს) ან საზოგადოებრივ გაერთიანებას“, - ნათქვამია ამ დოკუმენტის 22-ე პუნქტში.

ამის ნაცვლად, იულია კომინკომ მიიღო წერილი ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილისგან, ვ. ვოინალოვიჩისგან, სადაც მან რეალურად გაიმეორა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ბრალდება კოლაბორაციონიზმში და მიანიშნა, რომ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღება მოახლოებულია.

პეტიციის ავტორმა თავისი აზრი ამ შენიშვნაზე შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: „უკრაინის პრემიერ-მინისტრს საჯაროდ უნდა ეპასუხა, თუ კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული პეტიციაში ასახული პრობლემის მოსაგვარებლად. სამაგიეროდ, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზოგადი ფრაზების ჩამონათვალით, თუ რას აკეთებს სახელმწიფო. კონკრეტულად რას აკეთებს მთავრობა და როგორ გეგმავს სიტუაციის მოგვარებას, არ ვრცელდება ინფორმაცია. <...> უკრაინის 25000-მა მოქალაქემ მთავრობას სთხოვა ზომების მიღება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკითხის მოსაგვარებლად, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეები პატრიოტულ პოზიციას იკავებენ, მაგრამ მეათე ხარისხოვანმა ჩინოვნიკმა მათ თავად უპასუხა, რომ "მოსკოვი კლავს ჩვენს შვილებს".

ი.უ. კომინკომ საჩივარი შეიტანა მინისტრთა კაბინეტის სამდივნოში, რადგან ეს პასუხი უკრაინის კანონის „მოქალაქეთა მიმართვის შესახებ“ უხეში დარღვევაა.

ოფიციალური საქმიანობის შემდეგ ეტაპზე, პეტიციის ავტორმა მიიღო პასუხი უკვე თავად ეთნოპოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის ვ. ელენსკისგან, რომლის დეტალურად გადახედვაა საჭირო, რადგან მისი არსი არის უმე-ის აკრძალვის მთელი კამპანიის ლოგიკა.

ვ.ელენსკი წერს: „ეთნოპოლიტიკის სამსახური ნამდვილად მიიჩნევს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (შემდგომში – უმე) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (შემდგომში – რმე) ნაწილად. ამის მიზეზებია:

l) ეთნოპოლიტიკისა და თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის დებულების რელიგიური ექსპერტიზის დასკვნა მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის შესახებ (შემდგომში - დასკვნა) 2023 წლის 27 იანვრის No H-8/11 დასკვნა მოწმობს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია აგრძელებს არსებობას რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში დაქვემდებარებულ ურთიერთობაში; არცერთი დოკუმენტი ან ქმედება, რომელიც მოწმობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რმე-სგან დამოუკიდებელ, რელიგიურ ორგანიზაციად გარდაქმნას, არ არის იდენტიფიცირებული.

II) კიევის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს 15.05.2023 წლის გადაწყვეტილება საქმეზე No640/4748/19, რომლითაც დადასტურდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  რელიგიური გაერთიანების სტრუქტურაში (კომპონენტში) ყოფნის ფაქტი.

რა არის ეს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიკუთვნებას? ამ გადაწყვეტილების ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომია და ადვილად იკითხება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (ფორმალურად მთელი რიგი საეპარქიო ადმინისტრაციებისა და მონასტრების და ა.შ.) სარჩელის შემდეგ კულტურის სამინისტროში, უკანონოდ აღიარების და უკრაინის კულტურის სამინისტროს 2019 წლის იანვრის 25 №37 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით „რელიგიური ორგანიზაციების სიის შექმნის შესახებ სასულიერო ექსპერტიზის დამტკიცების შესახებ, ექვემდებარება უკრაინის კანონის „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების დებულებებს. "

ამ შემოწმებით, უმე აღიარებული იქნა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად. 15.05.2023 წლის გადაწყვეტილებით სასამართლომ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ფაქტობრივად დაადასტურა ამ ექსპერტიზის სისწორე. ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ორ პუნქტს: პირველი, ეს არის უმე-ის წესდება, რომელიც ძალაშია 2019 წლიდან და მასში მართლაც ნათლად იყო ნათქვამი, რომ უმე არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი. მეორეც, ეს არის უკრაინის კანონი No2662-VIII 20.12.2018 წ. „უკრაინის კანონის „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების სახელში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციების (ასოციაციების ნაწილი), რომლის მართვის ცენტრი (მენეჯმენტი) მდებარეობს უკრაინის ფარგლებს გარეთ, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ჩამდენად აღიარებულ სახელმწიფოში და/ან ტერიტორიის დროებით ოკუპირებულად აღიარებულ სახელმწიფოში“. ეს კანონი ითვალისწინებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად აღიარების სამ საფუძველს:

არაერთხელ ითქვა, რომ მეორე მიზეზი არის სრული აბსურდი, რადგან უკრაინა, ფაქტობრივად, იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რუსეთის ფედერაციის მარეგულირებელი და სამართლებრივი აქტები მის ტერიტორიაზე. ამ მხრივ, რით განსხვავდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუტი რუსეთის ფედერაციის კანონებისგან ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების მიღების შესახებ? აი რას წერს საკუთარ ფეისბუქზე იულია კომინკო ვ.ელენსკიზე: „მე, იულია კომინკოს რომ ჩამომართვან მოქალაქეობა, მაგრამ უკრაინის რომელიმე სახელმწიფო  ორგანო ჩაატარებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის შემოწმებას, დაინახავს ლუგანსკის რეგიონს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და გადაწყვეტს, რომ მე დავიბადე არა უკრაინაში, არამედ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. (რადგან ზუსტად ასე წერია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში), მაშინ მე უნდა ჩამომერთვას მოქალაქეობა, ან შეიზღუდოს ჩემი უფლებები, ან შეაფერხონ ჩემი საქმიანობა“.

დავწერთ თუ არ დავწერთ ამაზე, კანონის ეს ნორმა „სინდისის თავისუფლების შესახებ...“ მოქმედებს. ამასთან, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ცნო 20.12.2018 წლის კანონი No2662-VIII „მე-12 მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ...“.

მაგრამ ასევე კიევის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლო მიუთითებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ქარტიის რელიგიური ექსპერტიზის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 2023 წლის 27 იანვრის № H-8/11 ბრძანებით, რომელმაც აღიარა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი უკვე ახალი დებულებით, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

ანუ, არსებითად, ვ. ელენსკი ი.კომინკოსადმი მიცემულ პასუხში ორივე პუნქტში ერთსა და იმავეს გულისხმობს, კერძოდ „საკუთარი“ ექსპერტიზის შესახებ. ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში, როდესაც უკრაინაში რუსეთში წამყვანი ცენტრის მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი 8371 ძალაში შევიდა , ითვლებოდა, რომ ეს იყო კანონპროექტი უმე-ის აკრძალვის შესახებ და ამ აკრძალვის ძირითადი პუნქტები იქნება სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის ექსპერტიზა. ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში „შმიგალის კანონპროექტი: უმე-ის აკრძალვა 4 სვლაში“. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვ. ელენსკიმ ფაქტობრივად შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ რელიგიური მეცნიერები, რომლებმაც, ისევე როგორც თავად, არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება უმე-ის მიმართ.

მაგალითად, იგორ კოზლოვსკიმ 2022 წლის დეკემბერში ტელეარხის ,,ესპრესოს’’ ეთერში დაჟინებით მოითხოვა უმე-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის სწრაფად მიღება. 2022 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ფეისბუქ პოსტში ალექსანდრე საგანმა მოითხოვა „დაუყოვნებლივ შეიზღუდოს უმე-რს (რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია უკრაინაში) ანტიუკრაინული შესაძლებლობები. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ყველა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების (სახელმწიფო და კომუნალური), ყველა სხვა ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, ვინაიდან ამ რელიგიურმა ორგანიზაციებმა დაკარგეს იურიდიული პირის სტატუსი“. 2022 წლის 10 დეკემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მან განაცხადა, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურმა უნდა გამოიყენოს უფრო მკაცრი ზომები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმფციის იგნორირებაში“.

ლუდმილა ფილიპოვიჩმა განაცხადა, რომ უმე არის "კვაზი-რელიგია", რომელიც რეალურად არ არის რელიგიური სტრუქტურა. ხოლო იური ჩერნომორეცმა პირდაპირ უწოდა უმე-ს პროპაგანდისტული შტამი ,,უმე-FSB’’. მთელი საეპისკოპოსოს დეპორტაციისკენ და თავად სტრუქტურის განადგურებისკენ მოუწოდა. შეუძლიათ თუ არა ამ აშკარად ანგაჟირებულ ადამიანებს ჩაატარონ ჭეშმარიტად მიუკერძოებელი ექსპერტიზა? Რიტორიკული კითხვა.

მიუხედავად იმისა, რომ უმე-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა მოითხოვა მათი ექსპერტიზის ჯგუფიდან გამორიცხვა, ეს არ გაკეთებულა. შედეგად, მათ ჩაატარეს ეგრეთ წოდებული უმე-ის კონსტიტუციის ექსპერტიზა პროგნოზირებადი დასკნით, რომ უმე არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი, ყველა შედეგითურთ. ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციის „ექსპერტიზა“ სახელმწიფო პოლიტიკიდან: არარსებულის დანახვა.

საინტერესო დეტალი: „ექსპერტიზის“ ტექსტში არის ფრაზა, რომ „ეს არის რელიგიური, მაგრამ არა სამართლებრივი ხასიათის“. ახლა კი, საკუთარი განცხადების საპირისპიროდ, ვ. ელენსკი ი. კომინკოს საპასუხოდ იშველიებს ,,ექსპერტიზის’’ პასუხებს. მალე, დიდი ალბათობით, „ექსპერტიზის“ პასუხები იქნება უკრაინის ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესიის აკრძალვის მთავარი მიზეზი.

გამოდის, რომ მთელი ეს კონსტრუქცია, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის პირობებში, დაფუძნებულია "ექსპერტიზაზე", რომელიც არის ადამიანთა ჯგუფის შემოქმედების შედეგი, რომლებიც ცნობილია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისადმი პირადი ანტიპათიით. უმე-ის აკრძალვის კამპანიას ხელმძღვანელობს სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ხელმძღვანელი ვ. ელენსკი, რომელიც თავის რელიგიურ კვლევებში ადიდებდა ვ.ი. ლენინს და ამბობდა, რომ სსრკ-ში მორწმუნეების წინააღმდეგ რეპრესიები დასავლური გამოგონებაა. რამდენიმე ციტატა, უბრალოდ საილუსტრაციოდ:

ვ.ელენსკის სამეცნიერო ნაშრომების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში: "ვიქტორ ელენსკი, ვინ არის ის? ლენინისტი თუ ნაციონალისტი?”.

ყველამ იცის, რა გააკეთა ვ. ლენინმა ეკლესიის დასანგრევად და მღვდელმსახურების გასანადგურებლად. მას პათოლოგიურად სძულდა ეკლესია და ყველაფერს აკეთებდა მის დასანგრევად. ისევ, უბრალოდ საილუსტრაციოდ - ციტატა ვ. ლენინის წერილიდან პოლიტბიუროს წევრებს შუიაში საეკლესიო საგანძურის ჩამორთმევის ფაქტზე წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე (1922): „პოლიტბიურო დეტალურ ზეპირ მითითებას აძლევს სასამართლო ხელისუფლებას, რათა პროცესი შუიას აჯანყებულების წინააღმდეგ <...> ჩატარდეს მაქსიმალური სისწრაფით და დასრულდეს ქალაქ შუიას ყველაზე გავლენიანი და საშიში ,,შავი ასეულების’’ ძალზე დიდი რაოდენობის სიკვდილით დასჯით და, არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ მოსკოვსა და კიდევ რამდენიმე სულიერ ცენტრში... რაც უფრო მეტია რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენლები და თუ მოვახერხეთ ამ მხრივ რეაქციული ბურჟუაზიის დახვრეტას, მით უკეთესია. ახლა აუცილებელია ამ საზოგადოებისთვის ჭკუის სწავლება, რომ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე არც კი გაბედონ რაიმე წინააღმდეგობაზე ფიქრი“.

მართლაც, როგორც ვ.ელენსკი წერდა, „მარქსისტულ-ლენინური თეორია გვაძლევს კაცობრიობის სულიერ სფეროში შეღწევის საშუალებას“.

ვ.ლენინის მიმდევრებმა, მისი მცნებების დაცვით, დახურეს ეკლესიები და მონასტრები, განდევნეს მათგან ბერები. მხოლოდ კიევში ბოლშევიკებმა გაანადგურეს 145 ტაძარი და ეკლესია.

დღეს ვ.ელენსკის მონაწილეობით მუზეუმი „კიევ-პეჩორის ლავრა“ აძევებს ბერებს ჩვენი ხალხის მთავარი სალოცავიდან. ზემო ლავრის ტაძრები უკვე წართმეულია. ადრე ათასობით მორწმუნე მოდიოდა ამ ეკლესიებში სალოცავად. ახლა, როცა იქ მეუ-ს წარმომადგენლები „მსახურობენ“, იშვიათად დაინახავ მლოცველს. იგივე ბედი ელოდება ქვემო ლავრას და ყველა ეკლესია-მონასტერს, რომელთა წართმევას გეგმავენ.

თუმცა, დავუბრუნდეთ ვ.ელენსკის პასუხს იულია კომინკოსადმი. ბოლოს ის წერს: „რაც შეეხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას, გაცნობებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლეს რადაში წარდგენილი და 8371 ნომრით დარეგისტრირებული პროექტი არ ითვალისწინებს რაიმე რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვას, მაგრამ ითვალისწინებს უკრაინაში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობას გავლენის ცენტრებით ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ გკრძალავთ, ჩვენ უბრალოდ ვკრძალავთ განშტოებებს. მაშ, თუ ასეთი აღმოჩნდით, საკუთარ თავს დააბრალეთ.’’

ეს ნიშნავს, რომ უმე-ის აკრძალვის კამპანია გაგრძელდება. ბოლშევიკები ეკლესიას დევნიდნენ „კონტრრევოლუციის“ ლოზუნგით, ახლა კი ეკლესიას „თანამშრომლობის“ ლოზუნგით დევნიან. ლოზუნგების შეცვლის არსი არ იცვლება, ოღონდ ეკლესია არ არსებობდეს.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?