კამენეც-პოდოლსკის ციხესიმაგრე ანუ როგორ უნდა დაიცვა შენი ტაძარი რეიდერებისგან
ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი კამენეც-პოდოლში. ფოტო: СПЖ
ხმელნიცკის საკათედრო ტაძრის მიტაცება
2023 წლის 2 აპრილს დაახლოებით დილის 9 საათისთვის პრაქტიკულად ერთდროულად ყველა პროსახელმწიფო ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმე-ს მღვდლებმა „სცემეს“ უშძ-ს მეომარს ხმელნიცკში. მართალია, მოგვიანებით, თვითმხილველთა სიტყვებიდან ცხადი გახდა, რომ უშძ-ს ყოფილი მეომარი არტურ ანანიევი სულაც არ მისულა ტაძარში იმისთვის, რომ „კითხვები დაესვა“, რამდენადაც იმისთვის, რომ მოეხდინა სკანდალის პროვოცირება. მან ეს მოახერხა. ის თავს დაესხა პროტოდიაკონს პირდაპირ ლიტურგიის დროს. თავიდან მას წყალი შეასხა, შემდეგ მას სამოსელი შემოახია. ამის შესახებ მის-ში არავის უთქვამს. ყველა მედია-რესურსი გაჰყვიროდა, რომ „მოსკოველმა მღვდლებმა სამხედრო სცემეს“. ხმელნიცკის მერმა ალექსანდრე სიმჩიშინმა პირობა დადო, რომ ქალაქისა და მხარის უმე-ს ყველა ტაძარს ჩამოერთმევა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. დღის 11 საათისთვის ხმელნიცკის ადგილობრივ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები საკათედრო ტაძრის დაკავების მოთხოვნით. ადამიანები 18.00 საათისთვის შეკრიბეს.
ამ დროს ტაძართან ჯერ 50 აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი შეიკრიბა, ნახევარი საათის შემდეგ კი ტაძრის ტერიტორიაზე მის-ების მიერ „ნასაზრდოები“ და „აღშფოთებული“ ხმელნიცკის მაცხოვრებლების დიდი მასა შეიკრიბა. იქვე ტაძრის ეზოში თითქოს არსაიდან გაჩნდა მაგიდები, შედგა „კომისია“ და 30 წუთის განმავლობაში მოხდა „თემის“ კენჭისყრა ტაძრის მეუ-ში „გადასვლაზე“.
20.00 ყველაფერი დასრულდა. რეიდერებს გადასცეს გასაღები და მათ შეძლეს დაუბრკოლებლად შესულიყვნენ ტაძარში, ემღერათ უკრაინის ჰიმნი და რამოდენიმე პატრიოტული სიმღერა.
ასე, რეიდერების ზეწოლით, დაეცა უმე-ს პირველი საკათედრო ტაძარი.
ტაძრების მიტაცება ხმელნიცკის მხარეში
6 აპრილს ვარშავაში „ნაროდნოე ვეჩემ“ ხმა მისცა უმე-ს რელიგიური თემის „კანონიკურ და საორგანიზაციო საკითხებში დაქვემდებარების ცვლილებას“.
2023 წლის 8 აპრილს მეუ-ს მომხრეთა ტალღამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს წაართვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ქალაქ სტაროკონსტანტინოვოში.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შეპეტოვკის ხელისუფლებამ უმე-ს წაართვა ტაძრის მიწის ნაკვეთები, ხოლო იმავე დღეს რეიდერების ჯგუფმა მიიტაცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიხაილოვკის საკათედრო ტაძარი. ბანდიტებმა გაჭრეს საკეტები და შეამტვრიეს ტაძრის გვერდითა კარები.
2023 წლის 10 აპრილს ქალაქ ხმელნიცკში მეუ-ს მომხრეებმა დაიკავეს უმე-ს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული სასულიერო ცენტრი.
13 აპრილს ქალაქ ხმელნიცკის გრეჩანის მიკრორაიონში მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
ეს სულაც არაა იმ უმსგავსობის სრული ჩამონათვალი, რომელიც ხდებოდა ხმელნიცკის მხარეში ერთი კვირის განმავლობაში. ასევე იყო „შეკრებები“ სხვა ტაძრებთან (მაგალითად, კრასილოვში), ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებები და აქტივისტების განცხადებები. რაღაც მომენტში თითქოს მოგვეჩვენა, რომ მიტაცებების ეს ტალღა არ გაჩერდებოდა, რადგანაც სულ რაღაც რამოდენიმე დღეში სამიდან ორმა ეპარქიამ (ხმელნიცკის, შეპეტოვსკისა და კამენეც-პოდოლსკის), რომლებიც ხმელნიცკის მხარის საზღვრებში იყო, საკათედრო ტაძრები დაკარგეს. დაუკარგავი აღმოჩნდა მხოლოდ კამენეც-პოდოლსკის ეპარქიის მთავარი, წმინდა კეთილშობილი მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი. მასზეც წაიღეს ხელი მიმტაცებლებმა.
ალექსანდრე ნეველის ტაძარი კამენცში
თავიდან, როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება, მასირებული ინფორმაციული მომზადება განხორციელდა. ქალაქის ყველა საინფორმაციო საშუალებაში გავრცელდა მოწოდებები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მიტაცებისკენ.
პირველი პროვოკატორები იქ 8 აპრილს გამოჩნდნენ. რეიდერებს მეთაურობდა ქალაქის მერის დამხმარე ალლა ჩეპელიუკი. სწორედ მან გადაიღო პირველი „აქტივისტები“ და ასევე წერდა სოცქსელებში პოსტებს, რომელიც შუღლს აღვივებდა უმე-ს მორწმუნეების მიმართ.
დღის 12 საათისთვის მოხდა მეუ-ს სხვა მომხრეების მობილიზება, თუმცა მათი რაოდენობა ტაძრის დამცველთა რაოდენობასთან შედარებით, მცირე იყო. პრაქტიკულად უმალ, დუმენკოს მომხრეებმა აჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ მართლმადიდებლებს და ყველანაირად ცდილობდნენ მათ პროვოცირებას კონფლიქტზე.
გასაგები იყო, რომ ისინი იმედოვნებდნენ საპასუხო რეაქციაზე, რათა გაეთამაშებინათ იგივე სცენარი, რომელიც აპრობირებული იყო ხმელნიცკის ტაძარში.
13:00 საათისთვის ხელისუფლებამ დაიწყო რაღაც „ხელმოწერების“ შეგროვება, ხოლო პროვოკაციების რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმათი რაოდენობაც, ვინც ტაძრის დასაცავად მოვიდა. 15.30-ზე ორგანიზატორებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარი ძალებით ტაძრის შტურმით აღება, როგორც ეს იყო შეპეტოვკაში ან ივანო-ფრანკოვსკში, მათ არ გამოუვიდოდა - ძალები საკმაოდ არათანასწორი იყო. ამიტომაც, მათ მიმართეს პოლიციას თხოვნით „გაეკეთებინათ კორიდორი“, რათა „აქტივისტებს“ შეძლებოდათ ტაძარში შესვლა. რა „კორიდორი“ იგულისხმეს რეიდერებმა, ჩვენ ყველამ დავინახეთ ლვოვის მაგალითზე, სადაც პოლიციამ უბრალოდ გამოიყვანა მორწმუნეები ტაძრიდან, თითქოსდა იმისთვის, რომ მის შიგნით „კომისიას მუშაობა“ შეძლებოდა. ტაძარი მართლმადიდებელ ლვოველებს აღარ დაუბრუნეს.
კამენცში პოლიციამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო. ქალაქის მორწმუნეებმა მჭიდრო რგოლით ალყაში მოაქციეს ტაძარი და იმისათვის, რომ გაევლოთ მათი გავლით, პოლიციას ძალის გამოყენება დასჭირდებოდა, იქ მყოფი ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც მოვიდნენ სიწმინდის დასაცავად, ეს გამოიწვევა სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებს.
შედეგად, საღამოსკენ რეიდერები დაიშალნენ, დაპირდნენ რა მომდევნო დღეს დაბრუნებას.
ზოგადად, კამენცში მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძართან დაპირისპირება სამი დღე გაგრძელდა. არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს დეტალურად ყველაფრის აღწერა, რადგანაც სცენარი სამივე დღე იყო ერთნაირი: პროვოკაციები, მუსიკა, უცენზურო სიტყვები და შტურმის მცდელობა რეიდერების მხრიდან; და ლოცვა - დამცველთა მხრიდან. ის, რაც რამოდენიმე დღის უკან შეუძლებელი ჩანდა, რეალობად იქცა ჩვენს თვალში - ტაძარმა გაუძლო. როგორ, რატომ მოხდა ასე? ამას რამოდენიმე ახსნა აქვს.
დახმარება უფლისგან
რასაკვირველია, უფლის დახმარების გარეშე ტაძრის დაცვა ვერ მოხერხდებოდა. „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებელნი; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“, - ამბობს დავითი 126-ე ფსალმუნში. რატომ დაეხმარა უფალი კამენცელებს დაეცვათ თავიანთი ტაძარი? ნუთუ ისინი უფრო მორწმუნეები აღმოჩნდნენ ან უფრო ღვთისმოსავები, ვიდრე სხვა ტაძრების მრევლი? არა, ალბათ არა. მაშ, რატომ?
ჩვენს ვარაუდს გამოვთქვამთ: ალბათ, იმიტომ რომ კამენც-პოდოლსკიდან ნახევარი ასწლეულის განმავლობაში ხდება მომლოცველობა პოჩაევის ლავრაში. ყოველ წელს ათეულ ათასობით ადამიანი 200 კილომეტრზე მეტს გადის კამენციდან პოჩაევში ღვთისმშობლის ხატისკენ. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, უფალმა ისურვა, რომ ტაძარი მართლმადიდებლური დარჩენილიყო.
მორწმუნეებისა და სასულიერო პირთა ერთიანობა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ქალაქის მორწმუნეებისა და მღვდლების ერთიანობა. ჯერ ერთი, ყოველდღე მორწმუნეებთან ერთად იყვნენ არა მხოლოდ ტაძრისა და ქალაქის სასულიერო პირები, არამედ კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტი თეოდორი, რომელიც ფაქტიურად ტაძარში ათენებდა. დამეთანხმებით, მღვდელმთავრისა და სასულიერო პირთა მხრიდან ასეთი მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია ერისკაცებისთვის, რომლებიც მოვიდნენ თავიანთი სიწმინდის დასაცავად.
მეორე, ამ დღეებში მორწმუნეებმა ასევე აჩვენეს ერთ დიდ ოჯახად ყოფნა. ტაძართან მდგომთაგან ბევრი ყვებოდა, რომ განიცდიდა არა მხოლოდ უჩვეულო სიხარულს და კეთილშობილურ გრძნობებს, არამედ მან სრულიად სხვაგვარადაც შეხედა თავის სამრევლო ცხოვრებას. მხოლოდ ტაძართან, ხელიხელჩაკიდებულნი, რათა არ მიეშვათ ბარბაროსები სიწმინდის შესაბილწად, ადამიანები ნამდვილად აცნობიერებდნენ თავიანთ სულიერ ერთიანობას ქრისტესთან. ისინი, ვინც ტაძართან ახლოს იყო, მეტყველებს ამ სამ დღეზე, როგორც ყველაზე ბედნიერ დღეებზე თავიანთ ცხოვრებაში და ეს მიუხედავად შეურაცხყოფისა, რომლის ატანაც მათ მოუხდათ ეკლესიის მტრებისგან.
სიყვარული და მოთმინება
კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი, ვინც კამენცში მივიდა ტაძრის დასაცავად არის უდიდესი სიყვარული და მოთმინება იმათ მიმართ, ვინც მის წასართმევად მივიდა. მორწმუნეები არა უბრალოდ არ პასუხობდნენ პროვოკაციებს, არამედ, როგორც ნამდვილი ქრისტიანები ისე იქცეოდნენ: აჭმევდნენ, უმასპინძლდებოდნენ ჩაით, უბრალოდ ესაუბრებოდნენ მათ, ვინც მათ სახეში აფურთხებდა.
საინფორმაციო და მორალური მზადყოფნა
ასევე არ შეიძლება არ ითქვას იმის შესახებ, რომ კამენცის მორწმუნეები მზად იყვნენ ინფორმაციულად და მორალურად იმისთვის, რასთანაც მოუწიათ გამკლავება. ახლა ავხსნით, რა გვაქვს მხედველობაში.
როგორც კი ცნობილი გახდა, რომ რეიდერები ემზადებოდნენ ტაძრის მიტაცებისთვის, მორწმუნეებმა უმალ მოახდინეს სოცქსელებში ჯგუფების ორგანიზება, სადაც ონლაინ რეჟიმში დებდნენ სრულ ინფორმაციას.
შემდეგ თითქმის ყველა ტაძრის დამცველს მიტაცების დღეს (და შემდეგ დღეებში) ჰქონდა მობილური ტელეფონი და დამტენი მოწყობილობა. მორწმუნეები აფიქსირებდნენ ტელეფონით ყველაფერს, რაც ხდებოდა, ამავდროულად სოცქსელებში პირდაპირი ტრანსლაციების წარმოებით.
ზოგიერთ მომენტში ტაძრის ტერიტორიიდან ასევე შეიძლებოდა 4-5 სტრიმის ნახვა ტიკ-ტოკში, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. ასეთი რაოდენობის ინფორმაცია არ დარჩა შეუმჩნეველი სხვადასხვა მსხვილი გამოცემისა და ბლოგერის მხრიდან, ასევე ეს არსებითად ცვლიდა მიმტაცებელთა გეგმებს, რომლებიც შეეჩვივნენ თავიანთი შავ-ბნელი საქმეების ბნელში კეთებას.
არის ინფორმაცია, რომ სწორედ ტაძრის მრევლის სოცქსელებში საოცარი აქტიურობის გამო ხელისუფლებამ არ გარისკა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.
გარდა ამისა, ტაძრის მრევლი მორალურად მზად იყო იმისთვის, რომ მათ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და უშვერ სიტყვებს დაუძახებდნენ. არავის არც ერთხელ არ გაუცია ამაზე პასუხი!
ყოველივე ამის მოკლედ შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ კამენცის მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა მთელს უკრაინელ მართლმადიდებლებს უჩვენესმ თუ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი სიწმინდე. ლოცვა, უფლის დახმარება, მრევლის, ეპისკოპოსისა და სასულიერო პირთა ერთიანობა, სიყვარული და მოთმინება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მორალური მზადყოფნა ეკლესიის მტრებთან შესახვედრად- აი, იმ სასწაულის შემადგენელი, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდით.
რასაკვირველია, ამით არ დასრულებულა კამენცში დაპირისპირების ისტორია. რეიდერები ისევ მოვლენ. მათ მოახდინეს თემის „ხელახლა რეგისტრაცია“, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეცდებიან ტაძრის წართმევას. უკვე 23 აპრილს ქალაქის საინფორმაციო საშუალებებში ისინი აანონსებენ ნეველის ტაძართან „შეკრებას“. მოახერხებენ კი ისინი ამას? ჩვენ არ ვიცით, მხოლოდ ღმერთმა უწყის ეს. ფაქტი კი ფაქტად რჩება - რეიდერები მაინც წააგებენ.
რადგანაც უფალი არ იბღალება.
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?
ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?