„ახლა ლავრა რეალურად გამოცოცხლდება: გამოფენები, ექსპოზიციები, კონცერტები...“
ალექსანდრე ტკაჩენკომ განმარტა, თუ რატომ აძევებს ხელისუფლება უმე-ს ლავრიდან
კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ არხს «Рада» მისცა ინტერვიუ, რომელსაც შეიძლება პროგრამული ვუწოდოთ, რადგან ხელისუფლება დეტალურად აღწერს სიტუაციას კიევ პეჩერის ლავრისა და მთლიანად უმე-ს ირგვლივ. გთავაზობთ ძირითად თეზისებში გარკვევას და მათ ანალიზს.
ლავრა იმიტომ წაართვეს, რომ უმე-ს არ სურდა მეუ-სთან კონტაქტის დამყარება?
სწორედ ასეთი პასუხი გასცა ტკაჩენკომ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რა გახდა სახელმწიფოს ქმედებათა ტრიგერი უმე-სთვის ლავრის წართმევაში.
„მოსკოვის საპატრიარქოსა და მეუ-ს შორის დიალოგის საჭიროება დიდი ხანია გამოიკვეთა. ომის დროსაც კი ვცდილობდით ამ დიალოგის ორგანიზებას მეუ-ს და მს-ს მღვდლებს შორის წმინდა სოფიოს ტაძრის ტერიტორიაზე. მაგრამ ამის შედეგ უმე-ს წარმომადგენლებმა აკრძალეს ეს დიალოგი“, - თქვა ტკაჩენკომ და დაამატა, რომ „ სამართალდამცავებმა დაიწყეს მოსკოვის საპატრიარქოს მღვდლების მოღვაწეობის შესწავლა და აღმოჩნდა, რომ მათ შორის ბევრი კოლაბორანტია, რომლებიც რუსეთის აგრესიას უჭერდნენ მხარს. ფაქტიურად მათ თვითონ დააყენეს საკუთარი თავი უკრაინელ ხალხსა და იმ ეკლესიას შორის, რომელსაც ეკუთვნიან. მაგრამ საბოლოო კავშირის გაწყვეტა მს-თან ვერავინ ვერ გაბედა“.
ტკაჩენკოსთან ერთდროულად სამი მიზეზი გამოიკვეთა, რომელთა გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეპრესიები ზოგადად უმე-ს და კერძოდ ლავრის წინააღმდეგ.
- მეუ-სთან დიალოგზე უარის თქმა.
- უკრაინის მასიური ღალატი სამღვდელოებას შორის.
- რმე-თან კავშირის გაწყვეტაზე უარის თქმა.
ამ სიიდან მხოლოდ პირველი პუნქტი შეესაბამება სიმართლეს, ისიც პირობითად. უმე-ს სამღვდელოება არ „კრძალავდა დიალოგს“ მეუ-ს წარმომადგენლებთან მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე ნებართვა არც არავის მოუთხოვია. უმე-ს იმ რამდენიმე მღვდელმა, ვინც წმინდა სოფიოს ტაძარში წავიდა, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ეს. სხვათაშორის, ისინი მეორე შეხვედრაზეც წავიდნენ, რომელიც სულ ახლახანს შედგა, ასე რომ, ტკაჩენკოს ამ შემთხვევაში სიმართლე არ უთქვამს.
მინისტრის მეორე თეზისიც არ შეესაბამება სიმართლეს, უმე-ში „კოლაბორანტთა სიმრავლეზე“. ჩვენ ვიცით ერთი შემთხვევა, როდესაც მღვდელი დაადანაშაულეს კოლაბორაციონისტულ მოღვაწეობაში და შემდეგ გაცვალეს რფ-ში. არსებობს კიდევ უუს-ს უფროსის განცხადება უმე-ს კლირიკოსებზე 19 ეჭვისა და 5 განაჩენის შესახებ. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ უმე-ში 12 500-ზე მეტი მღვდელმსახურია, 114 ეპისკოპოსი და 4 600 ბერი, ეს ციფრი უმნიშვნელოა. იგივე უუს-ში კოლაბორაციონისტთა პროცენტი გაცილებით უფრო მაღალია.
მტკიცება იმისა, რომ უმე უარს ამბობს მს-თან კავშირის გაწყვეტაზე - აშკარა სიცრუეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ თვით ტკაჩენკომ შეთხზა. ციტატა: „უკრაინაში რმე-ის წარმომადგენლებს არ ვივნობ, არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ბოლო სინოდზე (იგულისხმება კრება თეოფანიაში, - რედ.) სწორედ რმე-ს გამოეყო“.
ჩვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაგდებთ, მაგრამ თქვენ პატივს უნდა გვცემდეთ.
„ახლა მონასტერში მუშაობს კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ შეთანხმების შესრულების ან შეუსრულებლობის გარემოებები (ხელისუფლებისა ლავრასთან, - რედ.). ვფიქრობ, ისინი, ვინც ქვედა ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებიან, უკრაინის კანონების პატივისცემით უნდა მოქმედებდნენ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა ა. ტკაჩენკომ.
მართლაც, ბერები კანონს უნდა იცავდნენ. მაგრამ ხელისუფლება უნდა იცავდეს მას? შეგახსენებთ, რომ მონასტერს ჰქონდა შეთანხმება სახელმწიფოსთან ქვედა ლავრის ქონების უვადო მოხმარების თაობაზე. მისი გაწყვეტისთვის განსაკუთრებული მიზეზებია საჭირო. ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს, რომ კომისია მხოლოდ შეისწავლის შეთანხმების პირობების „შესრულება-შეუსრულებლობის“ საკითხს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება უკვე წყვეტს მას. რის საფუძველზე? არავითარი საფუძველი არ არსებობს. კულტურის სამინისტრომ გაასაიდუმლოა უწყებათაშორისი ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც შეთანხმების პირობების შესრულებას ამოწმებდა.
ბერებს თავიანთი ქონება არ ეკუთვნით?
ახლა უკრაინის ბევრი მსს ავრცელებს ჭორებს ბერების მიერ ლავრის „გაძარცვაზე“. თითქოს მათ თავხედურად გამოაქვთ ხატები და თავიანთი ნივთები. ისინი არ აზუსტებენ, თუ რატომ უნდა დაუტოვოს საძმომ ეს ყველაფერი ვიღაცეებს. ამ თემაზე კომენტარი ტკაჩენკომაც გააკეთა, რაც მეტად თავისებურად გამოუვიდა.
ა. ტკაჩენკო: „ის, რაც ლავრის ტერიტორიაზე მდებარეობს, გადაეცა არა ვიღაც კონკრეტულს, მაგალითად, პავლეს, არამედ ლავრის ტერიტორიას, გადაეცა ლავრას. ის, რომ ისინი ამ საკუთრებას თავისად აღიქვამენ, მეტყველებს იმაზე, რა დამოკიდებულება აქვთ მათ თავისი პროფესიისადმი, თავისი მოწოდებისადმი“.
ქსელში არის უამრავი ფოტო, თუ რა მდგომარეობაში გადაეცა ლავრა უმე-ს 1988 წელს და როგორ გამოიყურება ის ახლა. დანგრეული კორპუსები, სამშენებლო ნაგავი, ჩამოხეული კედლები, ტუალეტები საკურთხევლებში - დაახლოებით ასე გამოიყურებოდნენ მაშინ ლავრის ტაძრები და კელიები. ეს ყველაფერი აღდგენილი და მოპირკეთებულია ბერების და მრევლის ხელებით, მათი სახსრებით. ბუნებრივია, არავითარი ქონების ხსენებაც კი არ იყო იქ. ის ფული, რაც სიწმინდის მშენებლობას მოხმარდა, ხატები, ნივთები მორწმუნეებს სახელმწიფოსთვის და „ლავრის ტერიტორიისთვის“ კი არ მოჰქონდათ (როგორც ტკაჩენკომ განაცხადა), არამედ მონასტრისთვის, ღმერთისთვის. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მინისტრმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცის. მაგრამ თანამდებობა მანიპულირებას ავალდებულებს. თან ძალზე პრიმიტიულად.
ბერს წასასვლელი არ აქვს? თაყვანი ეცი დუმენკოს და დარჩი.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ის ესაუბრა ლავრის ბერებს და ბევრ სხვა ადამიანს, მათ თქვეს, რომ წასასვლელი არსად არ აქვთ - არც სახლები აქვთ და არც ბინები. ის ეკითხება მინისტრს - რა უნდა გააკეთონ მათ.
„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბერებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამონასტრო ცხოვრება ლავრაში უნდა გაგრძელდეს, მათ მშვენივრად იციან, თუ რა ოფციები აქვთ. მათ შორის იმისთვისაც, რომ დარჩნენ ლავრაში“, - დამცინავი ღიმილით პასუხობს ალექსანდრე ტკაჩენკო. მისი წინა კომენტარების გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ ამ „ოფციებში“ ეპიფანე დუმენკოს ძალაუფლების აღიარებაც შედის. როგორ ეთანხმება ეს კანონის დაცვას, რას მოუწოდებს მინისტრი?
მაგალითად, კონსტიტუციის 35 სტ., სადაც ნათქვამია, რომ „ყველას აქვს ნებისმიერი რელიგიის აღმსარებლობის უფლება“, რომ „ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში სახელმწიფოსგან გამიჯნულია... არც ერთი რელიგია არ შეიძლება აღიარებული იყოს სახელმწიფოს მიერ როგორც აუცილებელი“?
არ ეთანხმება არანაირად. ტკაჩენკო, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, პრაქტიკულად პირდაპირ ამბობს, რომ ბერებისთვის მონასტერში ყოფნის პირობა მათი სხვა კონფესიაში გადასვლაა.
ლავრის მომავალი ბედი - ექსპოზიციები, კონცერტები და გამოფენებია?
ჟურნალისტი უმე-ს აღმსარებლებთან ურთიერთობაზე ყვება, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი მონასტრიდან განდევნის შემთხვევაში გამოქვაბულები და ტაძრები დაიხურება, ისინი კი ლავრაში ვეღარ ილოცებენ.
რას პასუხობს ტკაჩენკო მას? იმას, რომ მსახურებას იქ მეუ ატარებს, წავიდნენ იქ. მაგრამ ამაზეც მინისტრი გაკვრით ლაპარაკობს. მართლმადიდებლურ სიწმინდესთან დაკავშირებით მას თავისი გეგმები აქვს და ამის შესახებ ის გატაცებით ყვება.
„ლავრა მარგალიტია, სადაც ხალხი უნდა დადიოდეს. სახელმწიფომ შენობების დაგეგმარება უნდა მოახდინოს, სადაც შესაძლებელი იქნება გამოფენების, მდიდარი ექსპოზიციების, თემატური შეხვედრების მოწყობა. ისე, რომ ლავრა რეალურად გამოცოცხლდეს“, - ამბობს ტკაჩენკო. მისი სიტყვებით, „როკ-კონცერტები იქ 100% არ იქნება, მაგრამ კულტურული აქციები - კი... ლავრის ტერიტორია ასეთი აქციებისთვის ძალზე მოსახერხებელია“.
დასკვნები
პირველ რიგში, არავითარი კანონიერი საფუძველი კიევ-პეჩერის ლავრიდან უმე-ს განდევნისთვის არ არის.
მეორე, ხელისუფლება ტრანსლირებს აშკარა სიცრუეს, რომ გაამართლოს ეს განდევნა.
მესამე, ის, რომ სავანეში ლოცვის გასაგრძელებლად ხელისუფლება საძმოს მეუ-ში გადასვლის პირობას რომ უყენებს, ეს აშკარად არღვევს უკრაინის კონსტიტუციის 35 სტ.
მეოთხე, უმე-ს განდევნის შემთხვევაში ლავრას მთლიანად დაუბრუნდება მუზუმის სტატუსი, რომელიც მას საბჭოთა დროს ჰქონდა. ღვთისმსახურება არ იქნება (იშვიათად დუმენკო ეწვევა ხოლმე), სამაგიეროდ იქნება გამოფენები, კონცერტები და ექსპოზიციები. და, ტკაჩენკოს აზრით, სწორედ ამ სტატუსში ლავრა „რეალურად გამოცოცხლდება“.
ხელისუფლებას ეს სრულიად აწყობს, მაგრამ მორწმუნე ადამიანისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება.
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?