გერმანელი კათოლიკები „დაემშვიდობნენ ქრისტიანობას“?

გერმანელი კათოლიკები სულ უფრო შორდებიან ქრისტეს სწავლებას. ფოტო: СПЖ

2023 წლის 10 მარტს კათოლიკური ეკლესიის რეფორმის სინოდალური კრების დელეგატებმა მიიღეს გადაწყვეტილება სრულად დაენერგათ თავიანთ რელიგიურ ორგანიზაციაში ლგბტ-ს იდეოლოგია. რა ელოდება კათოლიკებს და როგორ აისახება ეს უკრაინაზე?

სინოდალური კრება ან როგორც მას ასევე უწოდებენ, სინოდალური გზა, სტრუქტურა, რომელიც მოწოდებულია განახორციელოს ეკლესიის რეფორმირება თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც გერმანიის კათოლიკური ეკლესია დალოცავს ერთსქესიანთა კავშირებს 2026 წლიდან. ამასთან, სინოდალური კრების 202 წევრიდან 176 ხმა მისცა თანხმობას, მოწინააღმდეგე იყო 14 და თავი შეიკავა 12 ანუ უდიდესმა უმრავლესობამ. სამწლიანი გარდამავალი პერიოდი დადგენილია იმისთვის, რომ შემუშავდეს ღვთისმსახურებისას ლოცვების კითხვის წესი ერთსქესიანი ქორწინებების დალოცვისთვის. ივარაუდება, რომ კათოლიკე ეპისკოპოსები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ამ მოქმედებებში.

თუმცა, გეი-კავშირების კურთხევა არის გერმანულ კათოლიკებში ლგბტ -იდეოლოგიის დანერგვის საერთო ტენდენციის მხოლოდ ნაწილი. მომდევნო დღეს, 2023 წლის 11 მარტს, სინოდალურმა გზამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კათოლიკე ეკლესიამ უნდა „დაუთმოს დიდი ყურადღება ინტერსექსუალებისა და ტრანსსექსუალების მოთხოვნებს“, „უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლებლობა, მათ შორის, დაშვებულ იქნეს შესაბამისი ჩანაწერი ნათლობების წიგნში ბავშვების ნათლობისას ბუნდოვანი გენდერული იდენტურობით ან გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ნაირგვაროვანი“ ამ მომენტში.  ტრანსგერნდერულ კათოლიკებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მარტივად შეცვალონ მათი ოჯახური მდგომარეობა და სახელები ნათლობების რეესტრში“.

გამოცემა ასევე სიამაყით გვამცნობს, რომ სინოდალური გზის ყველა წევრის დაახლოებით 95%-მა, ეპისკოპოსების 84 პროცენტმა  ხმა მისცა თანხმობას და 100 პროცენტი „არაა კაცი“. კენჭისყრის შედეგების გახმოვანების შემდეგ „ამას მოჰყვა ხანგრძლივი აპლოდისმენტები და პლენუმზე  გაიშალა ცისარტყელას ფერების დროშები“. ამასთან, თავად დოკუმენტში არის განცხადება, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ „ამოსავალ წერტილს შემდგომი მსჯელობისთვის“ ანუ არის ლგბტ- იდეოლოგიის დანერგვა გერმანულ კათოლიკურ ეკლესიაში გაგრძელდება.

საკითხი ქალი დიაკვნების შესახებ, ერთი შეხედვით, განსხვავდება ორი წინამორბედისგან, რამდენადაც ეს ინსტიტუტი ცნობილი იყო უძველეს ეკლესიაში. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „წარმოგიდგენთ ჩვენს დას- ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს“ (რომ. 16:1). განმანათლებელმა იოანე ოქროპირმა მისწერა საკმაოდ ბევრი წერილი ოლიმპიადა დიაკონისას, რომელიც კანონიზირებულია ეკლესიის მიერ. ხსენება დიაკონისებზე მოცემულია ისეთ საეკლესიო წყაროებში, როგორიცაა მოციქულთა დადგენილებები (IV ს. ბოლო), პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.), მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) დადგენილებები და სხვა ზოგიერთი. დიაკონისტად კურთხევა  გულისხმობდა ეპისკოპოსთა ხელის დადებას და განსაკუთრებული ლოცვების წარმოთქმას. შუა საუკუნეებში ეს ინსტიტუტი ქრება, მაგრამ XXსაუკუნის დასაწყისიდან იწყება მისი აღდგენის მცდელობები. საკითხი დიაკონის ინსტიტუტის აღდგენის შესახებ განხილული იყო რმე-ს 1917-1918 წლების ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, მაგრამ საქმე განხილვაზე შორს არ წასულა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიაკონის ხარისხში ქალების აყვანის იდეას გააჩნია თავისი საფუძვლები ეკლესიის გამოცდილებაში, ამ იდეას მისი დღევანდელი მნიშვნელობით არ გააჩნია არავითარი საერთო უძველეს ეკლესიაში დიაკონი ქალების ინსტიტუტთან. მაშინ ქალების მსახურება დიაკვნების ხარისხში განპირობებული იყო  ქალებთან მღვდელმსახურების ურთიერთობისას ეჭვებისა და  მითქმა-მომთქმელთა თავიდან აცილების აუცილებლობით. მაგალითად, დიაკონი ქალები ნათლობისას მირონს სცხებდნენ ქალებს, წმინდა ძღვენი გამოჰქონდათ და აზიარებდნენ ქალებს, რომელთაც არ შეეძლოთ ტაძარში მისვლა ავადმყოფობის გამო და ა.შ. ანუ ისინი ასრულებდნენ დიაკონის ფუნქციებს ქალებთან მიმართებაში. სამოციქულო დადგენილებებში ნათქვამია, რომ დიაკონმა ქალმა „დიაკონის გარეშე არაფერი არ უნდა გააკეთოს და თქვას“ და რომ „დაე, არცერთი ქალი არ მივიდეს დიაკონთან ან ეპისკოპოსთან დიაკონი ქალის გარეშე“. გერმანული სინოდალური კრებისა და ქალი მღვდელმსახურის შესახებ მისი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოტივები სრულიად განსხვავებულია - ე.წ. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, სიამაყის განცდა, წმინდა წერილისა და ეკლესიის წესების წინააღმდეგ აჯანყება. არა უმანკოება,არამედ სრულიად განსხვავებული რამ.

ქრისტიანობასთან დამშვიდობება

ამდენად, სინოდალური კრების სამივე გადაწყვეტილება არის „ქრისტიანობასთან დამშვიდობება“. ეს სიტყვები ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში ითქვა კათოლიკე კარდინალის გერჰარდ მიულერის მიერ. მისი სიტყვებით, გერმანელი სინოდალური გზის განცხადებები, რომ „ყველა ზნეობრივი ქცევა ცხოვრებაში, განსაკუთრებით სექსუალობასთან დაკავშირებით, უნდა განისაზღვროს მეტწილად არა უფლის სიტყვით, არამედ ამჟამად გაბატონებული ლგბტ-ს იდეოლოგიით, წარმოადგენს ქრისტიანობასთან ღია დამშვიდობებას“. კათოლიკობაში ლგბტ იდეოლოგიის დანერგვა, კარდინალ მიულერის აზრით, „არის დაბრუნება წარმართთა უძველეს ამორალურობასთან, რომლებიც მიეცნენ სამარცხვინო ვნებებს (რომ. 1:26), თუმცა კი ღმერთმა დაწერა ბუნებრივი ზნეობრივი კანონი მათ გულებსა და სინდისში (რომ. 2:25)“.

ლგბტ იდეოლოგიის მიუღებლობის პოზიცია გაზიარებულია ბევრის მიერ კათოლიკურ ეკლესიაში. მაგალითად, შვეიცარიელი კარდინალი, თეოლოგიის დოქტორი და „ქრისტიანული ერთიანობისადმი ხელშეწყობის პაპის საბჭოს“ თავმჯდომარე კურტ კოხი გერმანულ სინოდალურ გზას არც მეტი, არც ნაკლები ნაციზმს ადარებს. ასეთი ხისტი გამონათქვამი განპირობებული იმით, რომ ლგბტ-იდეოლოგიის კათოლიკობაში დანერგვის მომხრეები არსებითად აცხადებენ დოგმატს „აღმოჩენის“ ახალი წყაროს შესახებ. იმის მტკიცება, რომ წმინდა წერილი დადებითად უდგება ლგბტ-ს, არის შეუძლებელი, ბიბლია ამას მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

გამოდის, საჭიროა ან ბიბლიის გადაწერა ან საუბარი იმაზე, რომ „საზოგადოების მოთხოვნები“ არის ახალი „აღმოჩენის“ წყარო, არანაკლებ ავტორიტეტული, იდრე წმინდა წერილი. სწორედ მსგავს ახალ წყაროზე საუბრობდნენ ნაცისტები გერმანიაში 30-იან წლებში. „მაშინებს, რომ ეს ისევ გერმანიაში ხდება. რამეთუ ამ მოვლენას უკვე ჰქონდა ადგილი ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დროს, როცა ე.წ. „გერმანელმა ქრისტიანებმა“ დაინახეს ახალი უფლის გამოცხადება „სისხლისა და მიწის“ იდეოლოგიაში ჰიტლერის აღმასვლაში“, - აცხადებდა კარდინალი კოხი.

როგორ რეაგირებს ვატიკანი?

რა რას შვება ვატიკანი? როგორ მოახდენს ის რეაგირებას გერმანიის სინოდალური გზის გადაწყვეტილებებზე? ამ გადაწყვეტილებებში არის რომის პაპისადმი გზავნილი განსაკუთრებული თხოვნით უზრუნველყონ, „რომ ტრანსგენდერმა და ინტერგენდერულმა ადამიანებმა ჩვენს ეკლესიაში შეძლონ თავიანთი ცხოვრებითა და რწმენით ცხოვრება, რომ ისინი არიან უფლის ქმნილებები ცრურწმენების, მტრობისა და დისკრიმინაციის გარეშე“.

პაპი ფრანცისკე დიდი ხანია ცნობილია თავისი სიმპათიებით ლგბტ-წარმომადგენლების მიმართ. ეს მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი განცხადებებითა და ქცევებით. თუმცა, 2022 წლის 21 ივლისს პაპმა მიმართ გერმანიაში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობას და დაიცვა ის ახალი მოძღვრების მიღებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობრიობის შესახებ საეკლესიო ცნებებს. მან განაცხადა, რომ გერმანელი ეპისკოპოსები თავიანთი გადაწყვეტილებებით ვერ მიიღებენ „ახალ ღვთისმეტყველებას ან საეკლესიო წესდების შეცვლას“. „უფლის ხალხის თავისუფლების დაცვისა და საეპისკოპოსო მსახურების განხორციელების მიზნით აუცილებელია გაირკვეს, რომ გერმანიაში „სინოდალურ გზას“ არ გააჩნია ძალაუფლება აიძულოს ეპისკოპოსები და მორწმუნეები მიიღონ ახალი მსახურების ხერხები და ახალი მიდგომები სწავლებისა და მორალის მიმართ“, - განაცხადა პაპმა ეპისტოლეში.

ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს მთელი კათოლიკური ეკლესიის დონეზე და არა მისი ცალკეული ნაწილების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ერთიანობას. „საერთო საეკლესიო სხეულისგან გამოყოფისას, ისინი სუსტდებიან, ლპებიან და კვდებიან. ამიტომაც, აუცილებელია თვალყურის მიდევნება იმაზე, რომ ურთიერთობა ეკლესიის მთელს სხეულთან იყოს ცოცხალი და ქმედითი“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

როგორც ვხედავთ, გერმანელმა კათოლიკებმა ყურად არ იღეს პაპის გაფრთხილებები. ის, თუ ერთსულოვნად დაუჭირეს მათ მხარი ლგბტ- იდეოლოგიის დანერგვას, გვიჩვენებს იმას, რომ ისინი მზად არიან ბოლომდე წავიდნენ ამ საქმეში და არ აიღონ ხელი ეკლესიი რეფორმირების განზრახვაზე, თუნდაც დაყოფის საფრთხის წინაშე. რას შეიძლება ელოდოს კათოლიკობა? ზოგიერთი ვარაუდი ამ საკითხზე უკვე გამოითქვა სტატიებში: „სად წაიყვანს გერმანიის კათოლიკებს სინოდალური გზა“ და „შეძლებენ თუ არა კათოლიკები თავიანთი ეკლესიის შენარჩუნებას? გაკვეთილები მართლმადიდებლებისთვის“.

ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში გადაწყვეტილების მიღების წერტილი უკვე ძალიან ახლოსაა. ანალოგიური პროცესები ხდება, მაგალითად, ინგლისელებთანაც. იქ, 2023 წლის 9 თებერვლის შემდეგ, როცა ინგლისის ეკლესიის გენერალურმა სინოდმა დაამტკიცა გეი-ქორწინებების კურთხევა, დაიწყო ეპისკოპატისა და მორწმუნეების განსვლა, რომლებიც არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას. კათოლიკებში ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა: კათოლიკური ეკლესიის ცალკეული ნაწილები იღებენ გადაწყვეტილებებს მათთან ლგბტ-იდეოლოგიის დანერგვის შესახხებ ვატიკანის პოზიციის მიუხედავად. თუმცა, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, იმის მიხედვით, თუ რომელიც პარტია - ლიბერალების თუ კონსერვატორების - გახდება დომინანტური რომის კურიაში.

რა იქნება მომავალში?

მოვლენების შემდგომი განვითარების ვარიანტებია სამი:

რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს ოფიციალურმა ვატიკანმა, ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, რომ ევროპულ ქვეყნებში საზოგადოებრიი მოთხოვნა ლგბტ-იდეოლოგიის საეკლესიო ლეგალიზაციაზე იქნება დომინანტური.

ეს ნიშნავს იმას, რომ ასეა თუ ისე ევროპაში კათოლიციზმი წავა პროტესტანტიზმის გზაზე ანუ ლგბტ-იდეოლოგიის სრული და უპირობო აღიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის გზაზე. სურათები, როცა „ეპისკოპოსებად“ მოგვევლინებიან ღია ტრანსგენდერები, გეები და ლესბოსელები, სულ უფრო ხშირად შეგვხვდება.

თუ შევხედავთ ევროპაში კათოლიციზმის განვითარების პერსეპქტივებს, სრულიად სხვა ჭრილში მოგვევლინება მეუ-სა და მართლმადიდებლური წესის უკრაინელი კათოლიკების ანუ უბკე-ს გაერთიანების პროცესი. მოცემული პროცესი უკვე ჩაშვებულია, რაზეც არაერთხელ ამათუ იმ ფორმით აცხადებდნენ ამ რელიგიური ორგანიზაციების მეთაურები სერგეი (ეპიფანე) დუმენკო და სვიატოსლავ შევჩუკი. ის მიდის ფანარიონისა და ვატიკანის გაერთიანების კიდევ უფრო გლობალური პროცესის ჩარჩოებში, რაზეც პირდაპირ აცხადებდნენ პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართოლომეოსი. და თუ არ გაშინებთ კათოლიკე ეპისკოპოსის ხილვის პერსპექტივა, რომელიც „თანამსახურებს“ მეუ-ს „მღვდელმთავრებთან“ ერთად კიევის რომელიმე ტაძარში, მაშინ როგორი გესახებათ ტრანსგენდერთან „თანამსახურების“ პერსპექტივა? სხვათაშორის, გერმანიის სინოდალური კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნათლობის წიგნში გენდერის ცვლილების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილებაზე უკვე გზას უხსნის სამღვდელო ხარისხში ტრანსგენდერების „ხელდასმას“. საჭიროა უბრალოდ განცხადება, რომ შენ უკვე არ ხარ ქალი, არამედ კაცი ხარ, შეიცვალო ჩანაწერი მეტრიკაში და შენ უკვე გაქვს უფლება მიიღო სასულიერო წოდება. ასე რომ ყველა ამ წინადადებას უკვე გააჩნია სრულიად კონკრეტული მონახაზი.

არსებობს კიდევ ერთი გზა - დარჩე წმინდა წერილის, ეკლესიის სწავლების ერთგული, დარჩე თავად ეკლესიის ერთგული. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ყველა ის დევნა იგემო, რომელსა დღეს განიცდის ეკლესია. ეკლესიისადმი ერთგულება ან „დამშვიდობება ქრისტიანობასთან“, როგორც გამოთქვა კარდინალმა გერჰარდ მიულერმა, შესაძლოა სწორედ ასე დადგეს საკითხი უახლოეს ხანებში. გადაწყვეტილება თითოეულ ჩვენგანზეა.

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?

ქრისტიანები დევნის წინააღმდეგ: ისტორია და თანამედროვეობა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ამიერკარპატიაში უფლება არ მისცეს ტდც-ის წარმომადგენლებს მოეხდინათ უმე-ის ორი მღვდლის მობილიზება. რას გვასწავლის ეს ამბავი დღეს?