რა ბედი ეწევა ლავრას? ისტორიის გაკვეთილები

უკრაინის ხელისუფლება ეკლესიის წინააღმდეგ ბოლშევიკების მეთოდებს იყენებს. ფოტო: СССР

2023 წლის 10 მარტს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უმე-ს ბერ-მონაზვნებმა უნდა დატოვონ კიევ-პეჩორის ლავრა 2023 წლის 29 მარტამდე. ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ ამის მაინც არ გვეჯერა.

მიტროპოლიტმა კლიმენტმა ამ დოკუმენტისადმი კომენტარში განაცხადა, რომ ლავრის დატოვების იურიდიული საფუძვლები არ არსებობს. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ, რომ სავანის მკვიდრთა გამოყვანა იქნება ამ საფუძვლების გარეშე, ჩვეულებრივ სქემის მიხედვით - ძალით.

მალე გერმანელმა რელიგიათმცოდნემ ნიკოლოზ მიტროხინმა აღნიშნა, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში უმე ლავრადან განდევნეს ორჯერ - 20-იანი წლების ბოლოს, შემდეგ კი ხრუშჩოვის დროს 1961 წელს.

„ყოველ ჯერზე, როცა ლავრას უბრუნებდნენ ეკლესიას, ჩნდებოდა, რომ ზოგიერთი მათგანი, რომელიც წინა ჯერზე განდევნეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო - და ისინი იქ ბრუნდებოდნენ. მათგან განსხვავებით, ვინც ბერებს დევნიდა, იყენებდა რა ძალაუფლებასა და ძალას“ - დაწერა მიტროხინმა.

რა ელოდება ლავრას, თუ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ხელისუფლება ავალდებულებს მონასტერს დატოვოს სიწმინდე? პასუხისთვის მივმართოთ ისტორიას. მითუმეტეს, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ის არ იციან.

ლავრა რევოლუციის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ 1917 წლის რევოლუვიის შემდეგ პირველი მოწამე და აღმსარებელი, რომელიც უღმერთოების მიერ იქნა მოკლული, გახლდათ კიევისა და გალიცკის მიტროპოლიტი ვლადიმირი (ბოგოიავლენსკი), რომელიც 1918 წლის 25 იანვარს (ძვ.სტ.) დახვრიტეს კიევ-პეჩორის ლავრის კედლებთან.

1919 წლის შემდეგ ბერ-მონაზონთა თემმა არსებობა გააგრძელა, როგორც არტელმა. 1924 წლის დასაწყისიდან ლავრა უშუალოდ იმყოფებოდა პატრიარქ ტიხონის მმართველობის ქვეშ.

თუმცა, ეს ძალიან არ მოსწონდა ხელისუფლებას (პატრიარქი ტიხონი იყო შერისხული) და ამიტომ ე.წ. სრულიად უკრაინის საეკლესიო კრების წინა თათბირზე (განახლების), რომელიც 1924 წლის 11 იანვრიდან 15 იანვრამდე ჩატარდა ხარკოვში, განახლებული კიევის მიტროპოლიტ ინოკენტის (პუსტინსკი) მოხსენების მიხედვით მიღებულ იქნა დადგენილება ლავრის სრულიად უკრაინის წმინდა სინოდის (განახლების) მმართველობაში გადასვლის აუცილებლობის თაობაზე, რაც მოხდა 1924 წლის 15 დეკემბერს.

ანუ მაშინდელმა განხეთქილებაში მყოფებმა მოითხოვეს მათთვის ლავრის გადაცემა, რაც ხელისუფლებამ, რომელმაც ფსონი დადო სწორედ მათზე, დაუყოვნებლივ მოიყვანა ის სისრულეში (ერთი თვის შიგნით).

1926 წლის 29 სექტემბერს უსსრ სახალხო კომისარების საბჭომ და სუცაკ-მა მიიღეს დადგენილება „ყოფილი კიევ-პეჩორის ლავრის ისტორიულ-კულტურული სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადებისა და მისი სრულიად უკრაინის სამუზეუმო ქალაქად გადაქცევის შესახებ“.

მუზეუმის მიერ ბერ-მონაზონთა თემის თანდათანობითი განდევნა დასრულდა მონასტრის სრული ლიკვიდაციით 1930 წლის დასაწყისისთვის. ძმათა ნაწილი გაიყვანეს და დახვრიტეს, დანარჩენები ციხეებში ჩასვეს ან გადაასახლეს. ლავრა გაიძარცვა.

რა იქნება ახლა?

თავს უფლებას ვაძლევთ ვივარაუდოთ, რომ ლავრა ასევე ძალიან მალე მუზეუმად გადაიქცევა. რატომ? აქ თავის როლს ითამაშებს რამოდენიმე ფაქტორი:

1. მორწმუნე ხალხი არ წავა ღვთისმსახურებაზე ლავრაში განხეთქილებაში მყოფებთან. ზუსტად ისე, როგორც ახლა ის თითქმის არ დადის, არც მიხაილოვის, არც ვიდუბიცკის, არც თეოდოსიის მონასტრებში. და თუ ზოგიერთ ბერს ხელისუფლება აიძულებს დარჩეს კიევ-პეჩორის ლავრაში, ხალხის იძულება იარონ დუმენკოსთან ღვთისმსახურებაზე, არ გამოვა. როგორც არ გამოვა ამის გაკეთება რეგიონებიდან უფასო ავტობუსების, ბუტერბროდებისა და საათობრივი ანაზღაურების მეშვეობით. მათ, ვინც ყველაზე მეტად საუბრობს მეუ-ს მართვაში ლავრის გადაცემის თაობაზე, ეკლესიასთან არაფერი აქვს საერთო და ტაძრებში არ ივლიან, ისევე როგორც არ დადიან ახლა.

2. მეუ-ში, სადაც მოცემულ მომენტში შეინიშნება სერიოზული „საკადრო შიმშილი“, ლავრაში უბრალოდ ვერავის დაასახლებენ. ამიტომაც, ყველაზე მეტად, მონასტრის  ახალი „მფლობელები“ ყველანაირად ეცდებიან ძმები დაიყოლიონ დარჩნენ იქ. ზოგიერთს, შესაძლოა, დაპირდნენ „ეპისკოპოსის“ წოდება (მითუმეტეს, რომ იგეგმება უმე-ს შემდგომი აკრძალვა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალი „ეპისკოპოსები“ ძალიან საჭირო გახდება).

3. თუ ლავრა დაცარიელდება, მეუ სახსრებს მოძებნის ლავრის უდიდესი ანგარიშების ასანაზღაურებლად. ალბათ, მონასტრის რაღაც შენობები უბრალოდ დაიხურება, ზოგიერთი - იჯარით გადავა, დანარჩენები - სახელმწიფოს გადაეცემა. რა ბედი ეწევა ამ შენობებს? ისინი უსარგებლო გახდება. შემდეგ ამუშავდება „გატეხილი ფანჯრის ეფექტი“: თუ ჩამსხვრეულ მინას დაუყოვნებლივ არ ჩასვამთ, მთელი შენობა შეიძლება თანდათან განადგურდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ლავრას შენობების ნაწილი გადაიქცევა საწყობებად/მუზეუმებად/კაფედ, ლავრა თანდათან გადაიქცევა მუზეუმად. ერთადერთი გამოსავალია სახსრების პოვნა მონასტრის შესანახად. აქ რამოდენიმე ვარიანტი არსებობს.

პირველი: მეუ-ს მთავარი სპონსორი მაცოლა უარს ამბობს დააფინანსოს მიხაილოვსკი და თავის სახსრებს მიმართავს ლავრაზე. თუმცა, ალბათ ხვდებით მასშტაბებში განსხვავებას. ზლატოვერხში დუმენკოს შენახვის თანხები და ლავრის შენახვის სახსრები ერთიდაიგივე როდია.

მეორე: თავად მოძებნონ სახსრები მონასტრისთვის. ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ ეძებს მეუ თანხებს სიწმინდეების შენახვაზე. მაგალითად, ვიდუბიცკში, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში წაიღეს, სთავაზობენ იოგას, ხოლო თეოდოსიაში (პირდაპირ ლავრის წინ) - უბრალოდ აქირავებენ ოთახებს, როგორც სასტუმროში. შესაძლოა, თავად ლავრაც გადააქციონ სასტუმრო-ტურისტულ კომპლექსად სპა და მასაჟის სალონებით, იოგითა და ფიტნეს-ცენტრებით.

მესამე: ლავრას გადაცემა სახელმწიფოს ბალანსზე. საერთოდ, ეს ისედაც სახელმწიფოს საკუთრებაა.  იმ დროიდან, რაც ბოლშევიკებმა მოახდინეს საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია, ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა. არავის ეპარება ეჭვი რომ ხელისუფლება ლავრას ართმევს „ცუდ“ უმე-ს, რათა გადასცეს ის „კარგ“ მეუ-ს, რამდენადაც ბიუჯეტზე უდიდესი მონასტრის გადაცემა რამდენადმე რთულია. თუმცა, საკითხი - გასწვდება თუ არა ამას დუმენკო, იმის გათვალისწინებით, რომ ლავრა თვეში მილიონობით გრივნაა? მორწმუნე ხალხის დახმარების გარეშე, ეს ძალიან საეჭვოა.

ეკლესია და ხელისუფლება: ისტორიის გაკვეთილები

არსებობს მეოთხე ფაქტორიც, რომელიც მიუთითებს იმაზე,  მეუ-ს წარმომადგენლები ადრე ზეიმობენ და რომ ლავრა მაინც არ დარჩება მათ. ეს ფაქტორია მეუ-ს მხარდაჭერის ილუზია ხელისუფლების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ ბოლშევიკების მიერ განახლების ინტერესების გახანგრძლივების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა - სულ რაღაც 9 წელი. როგორც კი საბჭოთა ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ შეუძლია თავისი სახელმწიფოს აშენება „მღვდლების“ გარეშე - მათ უმალ შეცვალეს პოლიტიკა განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებაში. საბჭოთა რეჟიმის გუშინდელი მხარდამჭერები დახვრიტეს, გააგზავნეს ციხეებში, აიძულეს უარი ეთქვა მღვდლის წოდებაზე. რასაკვირველია, არა ისეთი რაოდენობით, მაგრამ მაინც. კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრეს ადამიანი მტრის სახით არის თავად ანაფორის არსებობა მასთან. ამდენად, უღმერთოების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ყველა, ვისაც კავშირი ჰქონდა რელიგიასთან.

და თუ შეგახსენებთ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის გუშინდელი კომკავშირელები, ძნელი არ იქნება იმის გაგება, რომ მათთვის სიტყვა „ეკლესია“, „მღვდელი“ და „მართლმადიდებლობა“ - სალანძღავი სიტყვებია. ამის დასტურია მასა. გავიხსენოთ „95-ე კვარტალის“ გამოშვება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ისინი დაიწყებენ ბრძოლას მართლმადიდებლობასთან, როგორც მოვლენასთან და არა „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ მხრიდან. შედეგად, ისინი მაინც წააგებენ. რადგანაც ეკლესია არის ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, ხოლო მისი მდევნელები სამარცხვინოდ გაქრებიან ისტორიული არენიდან.

თუმცა, როგორც მართებუალდ განაცხადა იმავე მიტროხინმა, „მათ, ვინც ფიქრობდა, რომ შეიძლება ეკლესიის „დაკეტვა გასაღებით“, გაძარცვა, მუზეუმად გადაქცევა  და გაზეთში დაწერა, რომ ასეთია ხალხის გადაწყვეტილება - ისტორია არაფერს ასწავლის. განსაკუთრებით, თუ ის არ იციან“.

უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა

2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?

რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?

ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.

სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?

ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?

ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?

2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?

რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა

2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?

უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ

სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?