„რუსული“ ვიდეოს შემოგდება: ლავრის მიტაცების გეგმა თუ შიდა ფრონტის გახსნა?
,,რუსული'' ვიდეო შემოგდებულია ლავრის ხელში ჩასაგდებად? ფოტო :СПЖ
ომელიანმა ბრალი დასდო უმე-ს, რომ სრულსმასშტაბიანი რუსული შეჭრიდან 262-ე დღეს“ ლავრაში რუსეთისთვის ლოცულობენ.
„ნუთი არ გეწურებათ გული და არ გტკივათ სული იმის გამო, რაც რუსმა ოკუპანტებმა გააკეთეს ბუჩაში, ბოროდიანკაში, ანდრეევკაში, მარიუპოლში, ხარკოვსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ადამიანებო, სანამდე დაუჭერთ მხარს მათ, ვინც ოკუპანტის „ეკლესიას“ ეკუთვნის? ჩვენი სამშობლოს მცველები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, იცავენ სახელმწიფოსა და ხალხს, უმე-ში, კი, რომელიც თითქოს არაა მს, რომელმაც უკრაინას უღალატა და ახლა ცდილობს ხელები გაითეთროს ჰუმანიტარული „დახმარებით“ - კვლავაც ლოცულობენ რუსეთზე“ - დაწერა „მღვდელმა“. მისი სიტყვებით, ვიდეო 13 ნოემბერს ჩაწერა მეუ-ს საღვთისმეტყველო აკადემიის კურსდამთავრებულმა ლავრას ტაძარში.
ომელიანის ცნობა მყისიერად გავრცელდა სოცქსელებში და მის-ში, გამოიწვია რა ათასობით აღშფოთებული კომენტარები მოწოდებით ლავრა წაართვან უმე-ს, ბერ-მონაზვნები კი მკაცრად დასაჯონ. უუს-ში დაიწყო გამოძიება 436-2 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით „რფ-ს შეიარაღებული აგრესიის გამართლება, მართებულად ცნობა, უარყოფა, მისი მონაწილეების გლორიფიკაცია“. კულტურის მინისტრმა ა. ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო აღმოჩნდება აუთენტური, ჩვენ მოგიწოდებთ მიიღოთ დაუყოვნებლივი საპროცესო მოქმედებები უმე-ს ხელმძღვანელთა წინააღმდეგ“.
ვინ არის ომელიანი?
„მღვდელი“ მიხაილ ომელიანი არის მეუ-ს საღვთისმეტყველო აკადემიის საღვთისმეტყველო კათედრის უფროსი პედაგოგი. ფილარეტისეულ კიევის საპატრიარქოში ის იყო საპატრიარქოს რეფერენტი, ხელმძღვანელობდა უმე კ-ს საიტს, მუშაობს გაზეთ „გოლოს პრავოსლავიას“ (მართლმადიდებლობის ხმა) პასუხისმგებელ რედაქტორად.
ახლა ომელიანი არის მეუ-ში მედიასამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი. ასევე ის მონაწილეობდა რამოდენიმე ვიზიტში ფანარიონზე და დუმენკოს სტრუქტურის სხვა საერთაშორისო კონტაქტებში.
მიხეილ ომელიანი და პატრიარქი ბართოლომეოსი. ფოტო: ПЦУ
ერთი სიტყვით, ომელიანი იყო კიევის საპატრიარქოს, ამჟამად კი, მეუ-ს ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგი. ის ხშირად ჩნდება სერგეი დუმენკოსთან ერთად და როგორც ჩანს, წარმოადგენს ერთ-ერთ „რუხ კარდინალს“ მის სტრუქტურაში.
რაზეა ლავრაში „ ჩაწერილი“ გალობა?
საგალობელს ეწოდება „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გალობა“, ტექსტის ავტორი - თანამედროვე რუსი პოეტი ქალი ნინა ბოროდაი (ტექსტი დაწერილია 2004 წელს), მუსიკა ვალერი მალიშევის.
როგორც უკვე ჩანს სახელწოდებიდან, ესაა გალობა, რომელიც ადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს:
„ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო,
სინათლის, სიყვარულისა და სიკეთის დედაო,
შენ ხარ ჩემი იმედი, ღვთისმშობელო,
სასწაულებრივი გამოღვიძების დროა“.
ტექსტი საკმაოდ გრძელია და ღრმად სამლოცველო. მასში ავტორი თხოვს დედა ღვთისას ილოცოს თავის შვილებზე, დაიცვას ისინი საშინელ სამსჯავროზე. ასევე ჩამოთვლილია ღვთისმშობლის ხატები (დონის, ყაზანის, ივერიის, ვლადიმირის და ა.შ.), ნახსენებია, რომ მისი სახელობისაა ტაძრები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში და ასე ხდება რუსეთის სულიერად აღორძინება. შეგახსენებთ, ლოცვა დაწერილია 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მასობრივად ხდებოდა ტაძრების შენება და აღორძინება.
როგორც ვხედავთ, ეს გალობა ავტორისაა სულაც არაა ახლანდელი. მორწმუნეებში ია პრაქტიკულად არაა ცნობილი. სიტყვა „რუსეთი“ გამოყენებულია მასში მხოლოდ ერთხელ („ზარების რეკვა ეფინება რუსეთს“) და ეს ხდება ბოლოში.
გალობდნენ თუ არა
ომის დროს ლავრაში მტრული სახელმწიფოს ხსენება საზოგადოებისთვის ღალატად ჩანს. და არავის აღელვებს ახლა ის, რომ გალობას საერთო არა აქვს არც პოლიტიკასთან და მითუმეტეს, ომთან.
ომელიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მე-16 წამზე „ომის 262-ე დღეს“ ჟღერს სიტყვა „რუსეთი“. და ეს უამრავი ადამიანისთვის საკმარისია, რომ უმე-ს მიმართ მიღებულ იქნეს ყველაზე სასტიკი ზომები. თუმცა, რამდენად გამართლებულია ისინი?
სოცქსელებში განიხილეს ვიდეორგოლის წარმოშობის სამი ვერსია.
1. ომელიანმა გამოაქვეყნა ფეიკი, სადაც ლავრის ვიდეოზე დადებულია რომელიღაც რუსული ტაძრიდან აღებული ხმა.
2. ვიდეო ნამდვილია, მაგრამ წინა წლებშია ჩაწერილი, ომამდე.
3. ვიდეო, როგორც ომელიანმა მიუთითა, მართლაც ჩაწერილია 2022 წლის ნოემბერში.
უმე-ში ვიდეო მყისვე აღიქვეს, როგორც ფეიკი. „ერისკაცებმა“ დაწერეს, რომ ხმა დადებულია სხვა წყაროს „სურათზე“. ამ ვერსიას ემხრობოდა თავის ვიდეორგოლშიც ოდესის ეპარქიის დეკანოზი ანდრეი პალჩუკი, ასე თვლიდნენ ეკლესიის სხვა კლირიკოსებიც. არავის სჯეროდა, რომ 2022 წლის შემოდგომაზე ლავრაში ვინმეს შეეძლო რფ-ს მოხსენებით გალობა. რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ გალობის ტექსტი სულაც არაა პოლიტიკაში, თანაც ის 20 წლის უკან შეითხზა, როცა არავის აზრადაც არ მოუვიდოდა ომი რფ-სა და უკრაინას შორის. თუმცა, ახლა სიტუაცია სხვაგვარია და რფ-ს ნებისმიერი, სრულიად უწყინარი ხსენებაც კი უმე-ს ტაძრებში ხდება პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ. უბრალოდ იმიტომ, რომ მყისიერად ხდება მისი გამოყენება მტრების მიერ.
რაღაც პერიოდი განიხილებოდა ვერსია, რომ ვიდეო არქივიდანაა ამოღებული და წინა წლებშია ჩაწერილი. თუმცა, 14 ნოემბერს ლავრას იუთუბ-არხზე გამოჩნდა მიტროპოლიტ პავლეს და ასევე არქიმანდრიტ პოლიკარპეს მიმართვა, სადაც ირიბად დადასტურდა, რომ მსგავსს შესაძლოა ჰქონოდა ადგილი.
მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ბრალდება, თითქოს ლავრაში რფ-თვის ლოცულობენ, არის სიცრუე, ხოლო ლავრას არქიმანდრიტმა პოლიკაპრემ დააზუსტა, რომ კიევ-პეჩერის წმინდანთა ტაძარში მოდიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სასულიერო ჰიმნებს: „ეს საგალობელი ყოველთვის სრულდება ერთი მღვდელის მიერ, მას გალობენ ადამიანები, რომლებიც იქ იკრიბებიან. გალობის შემდეგ ისინი მღვდლისგან იცხებენ ზეთს, რომლითაც ხატია გაჟღენთილი და რამდენადაც ბევრი ადამიანი იკრიბება, აქტივისტების ჯგუფი ხატის მთხვევის დროს სხვადასხვა სასულიერო ჰიმნს ასრულებს“.
არქიმანდრიტმა დაამატა, რომ მღვდელმონაზონი ზაქარია, რომელიც გალობას აღავლენდა, დაკავებული იყო: ზეთის ცხებით იყო დაკავებული, ურთიერთობდა მრევლთან და მას უბრალოდ არ ესმოდა, რა სიტყვებს გალობდნენ მორწმუნეები.
გამოდის, რომ „რუსული“ გალობის ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი და ლავრას, უმე-სა და მთელი ეკლესიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საჭიროა „ზომების მიღება“?
ერთი ყველას აღალატებს, ყველა კი ერთის მაგივრად აგებს პასუხს?
ომის დაწყებასთან ერთად დაჟინებით ცდილობენ ეკლესიას „მიაკერონ“ კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი. თითქოსდა, თუ ვინმე დაიჭირეს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა მთელი უმე-ს აკრძალვა. ცოტა ხნის წინ უუს-ს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა უმე-ს კლირიკოსების წინააღმდეგ 23 გამოძიების შესახებ (ამასთან, ჯერჯერობით დამტკიცებული არაა არცერთი მათგანის ბრალეულობა), ამის საფუძველზე ბევრი ცდილობს განაცხადოს, რომ კოლაბორაციონიზმში მთელი ეკლესიაა დამნაშავე. თუმცა, ასეა ეს თუ არა?
24 თებერვლიდან სამართალდამცავები გვატყობინებენ ჩინოვნიკებსა და პოლიციელებში კოლაბორაციონიზმის ასეულობით და ათასობით შემთხვევების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა აიკრძალოს, მაგალითად, მთელი ნაციონალური პოლიცია ან უმაღლესი რადა (არის მოღალატე-სახალხო დეპუტატები)? ყველასთვის გასაგებია, რომ ეს აბსურდია. თუმცა, ეკლესიასთან მიმართებაში ასეთი მოწოდებები რატომღაც მუდმივად ჟღერს. და შემთხვევა ლავრაშიც არის ერთ-ერთი ასეთი მაგალითი.
არქიეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) შეგვახსენა, რომ უმე-ს ოფიციალური პოზიცია ნებისმიერ საკითხზე შეიძლება გამოთქვას მხოლოდ იერარქიამ და მხოლოდ მისი ოფიციალური რესურსების მეშვეობით. რფ-ს შეჭრისადმი დამოკიდებულებასთან მიმართებაში გაკეთდა რამოდენიმე ოფიციალური განცხადება, მაგალითად: უმე-ს წინამძღოლოს განცხადება 24 თებერვალს , უმე-ს სინოდის განცხადება 12 მაისს, უმე-ს საეკლესიო კრების - 27 მაისს. მათში რუსული აგრესია ყველაზე კატეგორიული ფორმით არის დაგმობილი.
არის თუ არა რამოდენიმე ერისკაცის გალობა (მღვდელის კურთხევის გარეშე) უმე-ს ოფიციალური პოზიცია? პასუხი ცხადია. აქაც საჭიროა დავუბრუნდეთ საკითხს, თუ რატომ გამოქვეყნდა ეს.
ფეიკია თუ არა?
თუნდაც, ლავრაში „რუსული“ (რაღაცნაირად ჟღერს) „ღვთისმშობლის საგალობლის“ გალობას ადგილი ჰქონდა, საკითხი ომელიანის პუბლიკაციაში ფეიკის შესახებ ღიად რჩება. შეგახსენებთ მის ციტატას: „...უმე-ში, იმაში, რომელიც თითქოსდა არაა მს, რომელმაც უღალატა უკრაინას და ახლა ცდილობს სისხლისგან ხელების გათეთრებას ჰუმანიტრული „დახმარებით“, - ჯერ კიდევ ლოცულობენ რუსეთისთვის“.
აქ არ შევაფასებთ იმ სიტყვებს, რომ უმე-მ უღალატა უკრაინას. დავუბრუნდებით ფრაზას, რომ ლავრაში „ლოცულობენ რუსეთისთვის“. ჩვეულებრივ საერო ცხოვრებაში ვინმესთვის ლოცვაში ბრალდება აბსურდულად ჩანს, რადგანაც ლოცვა ქრისტიანისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ომელიანი ბრალს სდებს უმე-ს „მტერზე მუშაობაში“. ჰქონდა თუ არა ადგილი ასეთ მუშაობას?
1. თუნდაც თუ წავიკითხავთ ტექსტს „ღვთისმშობლის გალობა“, ადვილია იმაში დარწმუნება, რომ იქ არაა სიტყვა „რუსულ მშვიდობაზე“, რფ-ს დიდებაზე ან „რუსული მშვიდობის“ ფასეულობების განდიდებაზე.
2. როგორც უკვე ითქვა, ეს გალობა რამოდენიმე აქტივისტის პირადი ინიციატივაა, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ უმე-ს პოზიციასთან.
სხვა სიტყვებით - ომელიანის თეზისი „რუსეთისთვის ლოცვაზე“ უმე-ში არის ფეიკი.
იცოდა თუ არა ეს ომელიანმა? უდაოდ. მაშინ, რატომ გამოაქვეყნა ეს ტექსტი?
იყო თქვენი - გახდა ჩვენი
თითქმის ყოველდღე გვესმის უკრაინაში მეუ-ს მომხრეების მიერ ამა თუ იმ ტაძრის მიტაცების შესახებ. ყოველივე ეს ხდება „მოსკოვის“ ეკლესიიდან „უკრაინულში“ გადაყვანის აუცილებლობის ლოზუნგების ქვეშ. ტაძრები შემდეგ ცარიელი დგას, თუმცა, დუმენკოს ეს არ აღელვებს. და თუმცა კი ასეთი შემთხვევების რიცხვი ასეულობითაა, მაინც მთავარი სიწმინდეები უმე-ს რჩება.
დუმენკო არაერთხელ აცხადებდა პრეტენზიებს კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრებზე. ზაფხულში კი მეუ-ს „სინოდი“ აცხადებდა „კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის“ შექმნის თაობაზე და მან მოითხოვა ხელისუფლებისგან მათთვის ზედა ლავრას ერთ-ერთი ტაძრის გადაცემა. სახელმწიფოსგან არანაირი პასუხი არ ყოფილა. უფრო სწორედ, პასუხად შეიძლება დავასახელოთ სახეთნოპოლიტიკის მეთაურის ელენა ბოგდანის გამოსვლა, სადაც ის ფაქტიურად აცხადებდა, რომ უმე-ს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ბერ-მონაზვნები, რათა ლავრაში დაასახლოს, არც მრევლის ის რაოდენობა, რომ ის დაეტიოს კიევის იმ ტაძრებში, რომელიც ახლა აქვს დუმენკოს. მეუ-ს მეთაურმა მას მრისხანე ტირადით უპასუხა, რომ თითქოს სახელმწიფო ჩინოვნიკების საქმე არაა იმის დათვლა, თუ რამდენი ბერ-მონაზონი ჰყავს მას.
თუმცა, ახლა სიტუაცია იცვლება. ომელიანის მიერ თემის აგორების შემდეგ უუს-მ დაიწყო გამოძიება, პოროშენკოსეულმა სახალხო დეპუტატებმა კი გააფრთებული აქტიურობა დაიწყეს. ალექსეი გონჩარენკომ შეადგინა სადეპუტატო მოთხოვნა მთავრობის მეთაურის დ. შმიგალის მისამართით უმე-თან იჯარის ხელშეკრულების გაწყვეტისა და ლავრის მეუ-თვის გადაცემის მოთხოვნით.
ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ, რომ ეს მხოლოდ პირველი მერცხალია. ახლა დუმენკო-პოროშენკოსეული „არმოვირები“ ყველა იარაღიდან გაისვრიან. მათი მიზანი მარტივია - უმე-თვის ლავრის წართმევა და საერთოდ - სრულად განადგურება. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად იქნეს გაღვივებული სიძულვილი „კონკურენტის“ მიმართ ნებისმიერი საშუალებით. სწორედ ამისთვის გაკეთდა ომელიანის პუბლიკაციაც. სანამ ფრონტზე უმე-ს მრევლი მტერს ებრძვის, სახლში მიმდინარეობს საინფორმაციო ომი მათ ეკლესიასთან.
პოროშენკოს ხელქვეითებიც ამას აკეთებენ არა მხოლოდ დუმენკოსადმი სიყვარულის გამო. არის უფრო გლობალური მიზნებიც.
ბოლო კვირეებია არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ძალები, რომლებმაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოაწყვეს მეუ-ს ტომოსი (თუმცა წააგეს არჩევნები), ახლა ცდილობენ რევანშის აღებას. „ეკ“-ს სახალხო დეპუტატებმა პავლენკომ, კნიაჟიცკიმ, გონჩარენკომ მოკლე დროის განმავლობაში გააკეთეს რამოდენიმე მწვავე განცხადება, რომელთა არსიც არის ერთი - უმე-ს აკრძალვის აუცილებლობა. ტარდება მრგვალი მაგიდები, ჯღაბნიან სტატიებს, იწერება კანონპროექტები. ამის პარალელურად მედიაში ხდება მზაკვრული თეზისის შემოგდება, რომ აკრძალვის სცენარი არ გამოიწვევს საზოგადოებაში განხეთქილებასა და დაპირისპირებას, რამდენადაც უმე, თითქოს, მარგინალურია და მცირერიცხოვანი.
ერთი სიტყვით, საზოგადოებას თითქოს უბიძგებენ „შიდა ფრონტის“ გაჩაღებისკენ. მსგავსი ძალისხმევის შედეგად, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ხშირად ხდება ქვეყნის მმართველობის შეცვლა. რატომ სჭირდებათ ეს პოროშენკოსა და მის ხელქვეითებს - რიტორიკული კითხვაა, პასუხი კი საკმაოდ თვალსაჩინო. თუმცა, გააცნობიერებს კი ამ თვალსაჩინოებას ამჟამინდელი ხელისუფლება?
უმე-ის ავტონომია და დონეცკის მიტროპოლიტის მოხსნა
2024 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა დონეცკის ეპარქიის საყდარიდან გაენთავისუფლებინა მიტროპოლიტი ილარიონი და პენსიაზე გაეშვა. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება უმე-ისთვის?
რა საიდუმლოებები გაარკვია მჟკ-ის შესახებ უუს-მ თავისი აგენტის მეშვეობით?
ცოტა ხნის წინ, მჟკ-ის თანამშრომლებმა ანდრეი ოვჩარენკომ, ვალერი სტუპნიცკიმ და ვლადიმერ ბობეჩკომ, ისევე როგორც მღვდელმა სერგი ჩერტილინმა, მიიღეს ბრალდება ღალატის საქმეზე.
სამი იდუმალი სინოდი, ან რა გადაწყვიტეს მათ უმე-სთან დაკავშირებით?
ამ კვირაში გაიმართა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის სამი სინოდის - უმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფანარის სხდომა. რა გადაწყვიტეს უკრაინაში ეკლესიის არსებობის საკითხზე?
ჩერკასის საკათედრო ტაძარი მიიტაცეს, რა მოხდება შემდეგ?
2024 წლის 17 ოქტომბერს, მეუ-ს მხარდამჭერებმა აიღეს ტაძარი ჩერკასში. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შემდგომში და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ეკლესიისთვის?
რწმენა ძალადობის წინააღმდეგ: ჩერკასკში უმე-ს ტაძრის მიტაცების ქრონიკა
2024 წლის 17 ოქტომბერს მეუ-ს წარმომადგენლებმა ჩერკასკში უმე-ს ტაძარი მიიტაცეს. როგორ მოხდა ეს და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ?
უმე-ის ტაძრის დაწვა, ან კიდევ ერთხელ მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ შესახებ
სექტემბრის ბოლოს, მეუ-ს( ПЦУ) მხარდამჭერებმა დაწვეს უმე-ის (УПЦ) ტაძარი ვოლინში. როგორ უკავშირდება ეს ფაქტი უმე-დან მეუ-ში „თავისუფალი გადასვლების“ მითს?