სერბმა პატრიარქმა მაკედონიის ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა
მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ ტომოსი მთავარეპისკოპოს სტეფანს ბელგრადის საკათედრო ტაძარში სმე-ის მეთაურმა გადასცა.
2022 წლის 5 ივნისს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა პორფირიმ მაკედონიის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს სტეფანს მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა, იუწყება სმე-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ბელგრადის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარში პატრიარქმა პორფირიმ საღმრთო ლიტურგია აღავლინა. მას ემსახურებოდნენ მაკედონიის ეკლესიის წინამძღვარი, ოჰრიდისა და მაკედონიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, აგრეთვე სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიების იერარქები და სასულიერო პირები.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირიმ მთავარეპისკოპოს სტეფანს მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპისკოპოსის ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი გადასცა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ სერბეთის პატრიარქმა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოაცხადა.