უკრაინა მობილიზაციასა და საომარ მდგომარეობას სამი თვით გაახანგრძლივებს
უზენაესი რადა განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტებს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ ზაფხულის ბოლომდე.
2022 წლის 18 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო ორი კანონპროექტი საომარი მდგომარეობისა (No. 7389) და საყოველთაო მობილიზაციის (No. 7390) გაგრძელების შესახებ. შესაბამისი კანონპროექტები რადას ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტების მიხედვით, ზელენსკი 25 მაისიდან საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელების დამტკიცებას ითხოვს. კანონპროექტები უმაღლეს რადაშია წარდგენილი და კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.
ადრე მიღებული კანონების მიხედვით, 24 მაისს უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა იწურება.
როგორც მჟკ იტყობინება, ტრანს ქალებს საზღვარზე „აბრუნებენ“, როცა ისინი უკრაინის დატოვებას ცდილობენ.