კონოტოპის მერმა აკრძალა უმე ქალაქში "ეროვნული უსაფრთხოების" გამო
"სვობოდოვეცი" არტემ სემენიხინი თვლის, რომ მისი ბრძანება კონოტოპში უმე-ის აკრძალვის შესახებ ემსახურება "საზოგადოების კონსოლიდაციას".
კონოტოპის მერმა არტემ სემენიხინმა, რომელიც წარმოადგენს ნაციონალისტურ პარტიას ,,სვაბოდა’’ გამოსცა ბრძანება ქალაქში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის შესახებ, რაც მისი თქმით, "ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას". სემენიხინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა 2022 წლის 3 მაისის №124-OD ბრძანება.
მასში, ოფიციალურად ამტკიცებს, რომ უმე-ს აკრძალვა მიღებულ იქნა იმისათვის, რომ მოხდეს "საზოგადოების კონსოლიდაცია" და "აღკვეთილიყო კონოტოპის საზოგადოების განხეთქილება რელიგიურ ნიადაგზე". „თავისუფლების მებრძოლმა“ შეინარჩუნა კონტროლი ბრძანების აღსრულებაზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში არტემ სემენიხინმა გასცა ბრძანება უმე-ს ეკლესიების ირგვლივ გზების გათხრის, ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტის და მათთან საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.
როგორც მჟკ იტყობინება, კიევის ოლქის ობუხოვის ხელისუფლებამ მოითხოვა უმე-ის აკრძალვა.