დიდ პარასკევს რუსი და უკრაინელი ოჯახები ატარებენ ჯვარს-ვატიკანი

14 April 2022 11:38
12
დიდ პარასკევს რუსი და უკრაინელი ოჯახები ატარებენ ჯვარს-ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკემ კოლიზეუმში მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინელი და რუსი ქალების ოჯახები მიიწვია, რომლებიც ერთად მუშაობენ რომის ჰოსპისში.

რომში ჯვრით მსვლელობაზე, რომელიც ტრადიციულად კათოლიკური აღდგომის წინა დღეს ტარდება პაპის ხელმძღვანელობით, წელს ჯვარს უკრაინელი და რუსი ოჯახები ატარებენ. ინფორმაციას vaticannews.va ავრცელებს. 

მსვლელობა გაიმართება დიდ პარასკევს, 15 აპრილს, კოლიზეუმში. რომის პაპმა ფრანცისკემ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მრავალი წელია ერთად მუშაობენ რომის ჰოსპისში. 

„ეს ქალები დაახლოებით 20 წელია იტალიაში ცხოვრობენ და ამჟამად ერთად მუშაობენ პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში და ეხმარებიან პაციენტებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ვეღარ უშველიან. ამ ქალების სიტყვები, რომლითაც ისინი ყოველდღე მიმართავენ ტანჯვისათვის განწირულებს, გამოხატავს მშვიდობის იმედს“, - იუწყება ვატიკანის პრესსამსახური. 

მსვლელობა, რომელიც ტარდება რომში ყოველწლიურად კათოლიკური აღდგომის წინა პარასკევს, სიმბოლოა იესო ქრისტეს გზაზე განკითხვის ადგილიდან გოლგოთამდე. მსვლელობაზე ატარებენ ხის დიდ ჯვარს. ლოცვის ცერემონიას უწოდებენ ჯვრის გზის საღვთო მსახურებას, ან ჯვრის გზას (Via Crucis). 

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპი კათოლიკურ ერესზე დაფუძნებულ დღესასწაულს ,,მიუძღვნის’’ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ