საღმრთო მსახურება ბუჩაში განახლდა ომის შედეგად დაზარალებული უმე-ის ტაძარში
საომარი მოქმედებების დროს დაზიანებულ ბუჩას პეტრე-პავლობის ეკლესიაში, ქალაქის განთავისუფლების შემდეგ პირველი ლიტურგია აღევლინა.
2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ტაძარში პირველი საღმრთო ლიტურგია აღევლინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის ეპარქიის მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. დაბომბვის შედეგად დაზარალებული ქალაქ ბუჩის არქიმანდრიტი არკადი (დემჩენკო) ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება.
ტაძარში დღეს მისული მრევლი, რომელთა შორის ბევრი ბავშვიც იყო, რუსული ჯარის მიერ ქალაქის აღებისას ბუჩაში დარჩნენ. „დღეს განსაკუთრებული ღვთისმსახურება იყო - პირველი ბუჩას გათავისუფლების შემდეგ. მრევლი, რომელთა შორის ბევრი ბავშვი იყო, ის ხალხია, ვინც ქალაქში დარჩა და გადაურჩა ოკუპაციას“, - წერს მამა არკადი.
ღვთისმსახურების დროს აღევლინა დაღუპული ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსახსენიებელი ლოცვა. ასევე, უმე-ის წინამძღვრის, უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრის ლოცვა-კურთხევით ბუჩას მცხოვრებლებს ტაძარში საკვები, ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები დაურიგეს.
მანამდე კიევის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ოლგინსკაიას თემმა, ბუჩას მაცხოვრებლებისთვის, მამა არკადის რუმინეთიდან ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
როგორც მჟკ იტყობინებოდა, კიევის რეგიონში, ბუჩაში, უმე-ის ტაძარი დაბომბვის შედეგად დაზიანდა.