ზელენსკიმ პატრიარქ ბართლომეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის
ვლადიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა პატრიარქ ბართლომეს მხარდაჭერისთვის.
ვლადიმირ ზელენსკიმ პატრიარქ ბართლომეს დაურეკა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციების განყოფილება წერს.
„პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერისთვის და სთხოვა გააძლიეროს ლოცვები უკრაინელებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - წერს საიტი.
პატრიარქმა ბართლომემ დაარწმუნა ზელენსკი ეკლესიის სოლიდარობაში და მის მუდმივ ლოცვებში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო კონფლიქტების დაუყოვნებელი დასრულებისთვის.
„გმადლობთ თბილი საუბრისთვის, უწმიდესო ბართლომე. თქვენი სიტყვები ჰგავს ხელებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ ამ რთულ დროს. უკრაინელები გრძნობენ სულიერ მხარდაჭერას და თქვენი ლოცვების ძალას. ჩვენ მალე მშვიდობის იმედი გვაქვს“, - დაწერა მოგვიანებით ზელენსკიმ ტვიტერზე.
მანამდე მჟკ-მ განაცხადა, ფანარის უფროსი აშინებს მესამე მსოფლიო ომით მორწმუნეებს, რომელიც უკრაინით დაიწყება.