რმე-ს ეგზარხოსმა ისაუბრა აფრიკაში მონასტრების გახსნის გეგმებზე

17 February 2022 23:59
16
აფრიკის საპატრიარქოს ეგზარქოსი, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდი (გორბაჩოვი). ფოტო : seraphim.com.ua აფრიკის საპატრიარქოს ეგზარქოსი, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდი (გორბაჩოვი). ფოტო : seraphim.com.ua

მიტროპოლიტმა ლეონიდმა დაასახელა რმე-ს საეგზარხოსოს ერთი-ერთი ძირითადი ამოცანა- სასულიერო პირებისა და უპირველესად ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან ეპისკოპოსების მომზადება.

16 თებერვალს საპატრიარქოს აფრიკის ეგზარხოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა, zoom- კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის მართლმადიდებელი უნივერსიტეტის ლექტორიუმით  (რმუ) "კრაპივენსკი-4", განაცხადა, რომ რმე აპირებს ორგანიზება გაუკეთოს სამონასტრო ცხოვრებას აფრიკაში და გახსნას იქ მონასტრები, იუწყება ria.ru.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდა ადამიანები (აფრიკიდან,-რედ.) ჩამოდიოდნენ ჩვენთან მონასტრებში, აქ ჩემი კონტროლის ქვეშ, რათა შეხება ჰქონდეთ ჩვენს სამონაზვნო ტრადიციებთან.  და ჩვენ დავაბრუნებთ მათ მათი მსახურების ადგილას აფრიკაში, სადაც უკვე ისინი გაუწევენ სამონასტრო ცხოვრების ორგანიზებას",- განაცხადა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.

მისი სიტყვებით, რამდენიმე მართლმადიდებელმა ყმაწვილმა და ქალიშვილმა აფრიკიდან სურვილი გამოთქვეს გაიარონ მორჩილება-სულიერი გამოცდა მონაზვნობის მიღებამდე.

რმე-ს ეგზარხოსმა გაიხსენა, რომ ეგვიპტე წარმოადგენს მონაზვნობის სამშობლოს, სადაც ის წარმოიქმნა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, და დაამატა, რომ ახლა რმე-ში ამზადებენ ჩამონათვალს სწავლებისათვის, და ჯერ კიდევ აკადემიური სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში,აფრიკელები, რომლებიც გადავიდნენ რმე-ში, ჩამოვლენ რუსეთში სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენისა და სხვა მათთვის აუცილებელი საგნების  შესასწავლად .

აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს   ძირითად  ამოცანად  მიტროპოლიტმა ლეონიდმა დაასახელა აფრიკის ადგილობრივი მკვიდრებისგან სასულიერო პირებისა  და პირველ ყოვლისა ეპისკოპოსების მომზადება.

მიტროპოლიტმა ლეონიდმა გაიხსენა, რომ ალექსანდრიიის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყვნენ ერთეული აფრიკელი-ეპისკოპოსები, იერარქების დიდი უმრავლესობა იქ ბერძნებია. მოსკოვის საპატრიარქოში აპირებენ ყურადღება გაამახვილონ აფრიკელ სამღვდელოებაზე.

"აუცილებლად ჩავატარებთ შავკანიანი აფრიკელი ეპისკოპოსების ხელდასმას",- დაამატა რმე-ს ეგზარხოსმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ კლირიკებს ტანზანიაში გადასცა ხატები და შესამოსელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ