პატრიარქმა ბართლომემ არნახული კრიზისი შეიტანა ეკლესიაში,- ემე-ს იერარქი

15 February 2022 16:18
15
პატრიარქმა ბართლომემ  არნახული კრიზისი შეიტანა ეკლესიაში,- ემე-ს იერარქი

პირეის მიტროპოლიაში თვლიან, რომ მეუ არის საშიში საეკლესიო წარმონაქმნი, რომელიც შექმნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ.

პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ ზუსტად პატრიარქ ბართლომეოს პოზიციამ "უკრაინული საკითხოსადმი" გაუკეთა პროვოცირება  კრიზისს მართლმადიდებლურ სამყაროში, იუწყება გამოცემა agapotonxristo.blogspot.com.

იერარქის აზრით, ზუსტად "უკრაინის საკითხი გახდა დიდი პრობლემა მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის".

ის დარწმუნებულია, რომ პატრიარქ ბართლომეს ნაჩუქარი

" მოუნანიებელი უმცირესობის, კიევის ხელდაუსმელ სქიზმატიკოსთა ავტოკეფალია ", არამარტო ეწინააღმდეგება კანონიკურობას, ფსიქოლოგიისა და ლოგიკის კანონებს, არამედ  "მსოფლიო მართლმადიდებლობაში შეიტანა არნახული საეკლესიო კრიზისი".

მიტროპოლიტი სერაფიმე ფანარიონის პოზიციას უწოდებს " უსაფუძვლო ერთგულებას ამ ახალ საშიშ საეკლესიო წარმონაქმნთან (მეუ,-რედ.), რომელიც მან შექმნა უკრაინაში".

ეს "უსაფუძვლო ერთგულება" (ანუ სიჯიუტე,-რედ.), და ასევე სრულიად მართლმადიდებელი სინოდის მოწვევაზე მისიმა უარმა, იერარქის აზრით, "მიგვიყვანა არსებული განხეთქილების გაღრმავებამდე ათ ადგილობრივ ეკლესიებში (რომელიც შედგება 200 000 000 მორწმუნესგან).

გარდა ამისა, ნათქვამია პირეის მიტროპოლიტის განცხადებაში, "დანარჩენი ოთხი ეკლესია (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ალექსანდრიის, კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიები), რომლებმაც აღიარეს ავტოკეფალია,  გააკეთეს ეს არაკანონიკურად".

ადრე მჟკ წერდა, რომ პირეის მიტროპოლიტმა მოუწოდა ელადის ეკლესიას დაგმოს ტომოსი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ