რომის პაპი - ბართლომეს: ვაგრძელებთ გზას სრული ურთიერთობის დამყარებისკენ
პონტიფიკოსი თვლის, რომ ვატიკანი და ფანარიონი ერთად მიდიან ქრისტეს მორწმუნეთა შერიგების გზით.
რომის პაპმა ვიდეომილოცვაში, რომელიც მან ფანარიონის მეთაურს გაუგზავნა მისი აღსაყდრების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ორ სულიერ ლიდერს შორის წარმოიშვა პირადი ურთიერთგაგება. ამის შესახებ იუწყება vaticannews.va. პონტიფიკოსი იხსენებს, რომ ეს თბილი მეგობრობა ცხრა წლის წინ ჩაისახა, როდესაც პატრიარქი ბართლომე პაპ ფრანცისკეს ინაუგურაციაზე ჩავიდა რომში
„მას შემდეგ, რომის პაპის სიტყვებით, მათი ურთიერთობა გადაიზარდა „ძმურ მეგობრობაში იმ უამრავი შეხვედრის დროს, რომლებიც მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ“, - იუწყება vaticannews.va.
პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მას და ფანარიონის მეთაურს ბევრ საკითხში მსგავსი პოზიციები აქვთ თანამედროვეობის გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.
„მისი უწმინდესობა ბართლომე დაუღალავად მიანიშნებდა დიალოგზე გულმოწყალებითა და ჭეშმარიტებით, როგორც ქრისტეს მორწმუნეთა შერიგებისა და მათი სრული ურიერთობის აღდგენის ერთადერთ შესაძლო გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ამ გზით ერთად სიარული“, - თქვა რომის პაპმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს აზრით, მორწმუნეთა დონეზე მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობა უკვე მიღწეულია, ხოლო გაერთიანებას სულიწმინდა უძღვება.