ივანო-ფრანკოვსკში ჩინოვნიკები უმე-ს ტაძრის შენობას ანგრევენ
ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო საბჭომ სასწრაფო წესით დაადგინა ფერიცვალების ტაძრის შენობის დანგრევა.
10 თებერვალს ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის დემონტაჟის შესახებ, რომელიც უფლის ფერიცვალების რელიგიურ თემს წაართვეს გაეროს ადამიანის უფლებეთა კომიტეტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ იუწყება «Религиозная правда».
ჟურნალისტთა კითხვაზე, რატომ მიიღეს ასე სასწრაფოდ გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ - სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოსახლებიდან - განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორმა იგორ მაქსიმჩუკმა აღნიშნა: „ვერ ვიტყოდი, რომ სწრაფად. პირიქით, შეიძლება დაგვიანებულიც კი არის. იმიტომ რომ ეს საკითხი უკვე „წვერიანია“, 7 წელია სასამართლოებშია. ჩვენ ვმოქმედებთ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“.
ამავე დროს მაქსიმჩუკმა აღიარა, რომ ჯერ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაც არ არის მზად საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, რომელსაც ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში იყენებდა როგორც ტაძრის დანგრევის ძირითად მიზანს.
მჟკ წერდა, რომ ფერიცვალების ტაძრის ირგვლივ სასამართლო განხილვები არა ერთი წელია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ დაბლოკა გადაწყვეტილება ივანო-ფრანკოვსკში უმე-ს ტაძრიდან გამისახლებაზე, 2021 წლის ოქტომბერში ქალაქის მერმა განაცხადა უმე-ს თემზე გამარჯვების შესახებ, ხოლო 2022 წლის 7 თებერვალს მოხელეებმა მორწმუნეები ტაძრიდან გამოასახლეს. თემის წევრებმა საკურთხევლიდან ტრაპეზი, სამსახვერპლო და წმინდა ჭურჭელი წაიღეს, შენობაზე კი ჯვარი და გუმბათები დატოვეს.
„ალბათ მათ ივანო-ფრანკოვსკის მერი მოხსნის“, - თქვეს მრევლის წევრებმა.
ახლა უფლის ფერიცვალების თემი ივანო-ფრანკოვსკში სახლის ან მიწის ნაკვეთის საყიდლად სახსრებს აგროვებს.