უკრაინის ინტეგრაცია ეს-თან შეუძლებელია ვატიკანთან კავშირის გარეშე, - იურაში
უკრაინის ელჩი ვატიკანში თვლის, რომ უკრაინისა და რკე-ს შორის ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
უმე-ს ცნობილი მოწინააღმდეგე და უკრაინის ახლადდანიშნული ელჩი ვატიკანში ანდრეი იურაში დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს ევროკავშირში ინტეგრირებას რმე-სთან ურთიქერთქმედების გარეშე. ამის შესახებ მან განაცხადა risu.ua-თან ინტერვიუში.
იურაშის სიტყვებით, უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც თავს თვლის დასავლეთის ცივილიზებული ევროპული სამყაროს ნაწილად.
„უკრაინის ორგანული ინტეგრაცია ევროკავშირში წმინდა საყდართან ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა იურაშმა.
გარდა ამისა, ვატიკანში უკრაინის ელჩის აზრით, სამოციქულო საყდარს ამ თანამშრომლობაში თავისი ინტერესი გააჩნია: გლობალური მისიის განხორციელება აღმოსავლეთ ევროპაში შეუძლებელია უკრაინის გათვალისწინების გარეშე.
„მართალი რომ გითხრათ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი რეალურად თბილი ხასიათის ურთიერთობები შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფოებს შორის“, - უკვირს ანდრეი იურაშს.
ამას წინათ მჟკ წერდა, რომ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა ვატიკანთან კონკორდატზე ხელის მოსაწერად ემზადება. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად, უკრაინამ უნდა უზრუნვეყოს კათოლიკური ეკლესიისთვის პრივილეგირებული პირობები, სხვა კონფესიებთან შედარებით.