პირეის მიტროპოლიტმა მოუწოდა ელადის ეკლესიას, რომ დაგმოს მეუ-ს ტომოსი
ემე-ის მიტროპოლიაში თვლიან, რომ უნდა დაგმონ მეუ-ს „არაარსებული ავტოკეფალია“, რომ არ გახდნენ განხეთქილების მომხრეები.
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ ემე-ს სინოდმა უნდა დაგმოს მეუ-ს ტომოსი, იუწყება ბერძნული გამოცემა „ვიმა ორთოდოქსია“.
პირეის მიტროპოლიის განცხადება, რომელიც მიეძღვნა დასავლეთის სამყაროს დექრისტიანიზაციას, შეიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ „ელადის ადგილობრივი ეკლესია ამქვეყნად არ წაიშალოს, როგორც მცირე აზიის შვიდი ადგილობრივი ეკლესია წაიშალა“.
ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, ერესის ეკუმენიზმისა და კრეტის კრების დაგმობის გარდა, უნდა გახდეს მეუ-ს ტომოსის დაგმობა: „ჩვენმა ადგილობრივმა ეკლესიამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს არარსებული უკრაინის ავტოკეფალია, რომ განხეთქილების მომხრე არ გახდეს“, - თვლიან პირეის მიტროპოლიაში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ“ (გალ. 6:7) და რომ „საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა“ (ებრ. 10:31). თუ გულგრილები ვართ, რაღაც მომენტში სულიერი კანონი იწყებს მოქმედებას. ამიტომ, სანამ ღვთის რისხვა დაგავტყდება, მოდით ვიპოვოთ დრო, რომ სწორად მოვიქცეთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, ელადის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარება - ეს უმაღლესი დონის სკანდალია.