იერარქი ავსტრალიაში: ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ბერძნული ეროვნულობით
ფანარიონელი იერარქი თვლის, რომ ბერძნულმა ენამ დიდი კვალი დატოვა მეცნიერებაში, რაშიც შეიძლება დავრწმუნდეთ პანდემიის აღწერისათვის ბერძნული ტერმინების გამოყენებაში.
ავსტრალიის ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა მაკარმა განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ბერძნული ეროვნულობით, იუწყება ,,რომფეა".
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქის სიტყვებით, " ბერძნული ენა იყო ელინიზმის მაცოცხლებელი ძალა მთელი დროის განმავლობაში და ამავე დროს შესაფერისი საშუალება მსოფლიოში ქრისტიანული სწავლების გასავრცელებლად".
მან ასევე განაცხადა, რომ "როგორც ბერძნები, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ერის სიცოცხლის ხე მაღალი და დიდებულია, ხშირი და ლამაზი ფოთლებით და მდიდარი ნაყოფით".
ეს, მისი აზრით, "დაკავშირებულია ბერძნული ენის დიდებულებასთან, რომელზეც საუბრობენ განუწყვეტლივ ოთხი ათას წელზე მეტია", რომელმაც "გაჟღენთა ევროპული და მსოფლიო ცივილიზაცია და დატოვა "დიდი კვალი" მეცნიერებაში, "რაშიც ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ ამდროინდელი პანდემიის დროს და მისი აღწერილობისას ბერძნული ტერმინების საყოველთაოდ გამოყენებით".
ადრე მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოს მაკარის სიტყვებით, ფილარეტს არ მისცეს რმე-ს მეთაურობა იმიტომ, რომ ის უკრაინელია.