ქსელში უკრაინასა და ვატიკანს შორის მასშტაბური შეთანხმების პროექტი განთავსდა
უკრაინამ, კონკორდატზე ხელმოწერით, კათოლიკური ეკლესიისთვის, სხვა კონფესიებთან შედარებით, პრივილეგირებული პირობები უნდა უზრუნველყოს.
9 თებერვალს ქსელში განათავსეს საინტერესო დოკუმენტი - უკრაინასა და ვატიკანს შორის მასშტაბური შეთანხმების პროექტი. დოკუმენტის შვიდგვერდიანი ტექსტი გამოაქვენა Telegram-არხმა „სამპოლუსიანი სამყაროს ქრონიკები“.
„იურისტების აზრით, მოცემული დოკუმენტი ხელმოწერის შემთხვევაში კათოლიკურ და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას სხვა კონფესიებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს, მათ შორის მეუ და უმე-საც, რადგან მათ სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, რომელიც წმინდა საყდარს გააჩნია, მინიჭებული არ აქვთ. არსობრივად, უკრაინა ერთ-ერთი კონფესიის მიმართ იღებს დამატებით ვალდებულებებს, სხვა ეკლესიების მიმართ ანალოგიური გარანტიების გარეშე“, - კონკორდატზე კომენტარი გააკეთეს არხის ავტორებმა.
გარდა ამისა, ერთ-ერთი კონკრეტული კონფესიის გამოყოფა ეწინააღმდეგება უკრაინის კანონის მე-5 სტატიას „სინდისის თავისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებზე“. დღესდღეობით კი, აღნიშნავენ Telegram-არხის ავტორები, უკრაინაში კათოლიკური ეკლესიის მიმართ არანაირი დისკრიმინაცია არ არის.
კონკორდატის საფუძველზე იგეგმება ორმხრივი კომისიის შექმნა, რომელიც შეეცდება, რომ კათოლიკურ ეკლესიას გადაეცეს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაკარგული ქონება.
კათოლიკური ეკლესიის საკულტო ნაგებობები საბიუჯეტო სახსრებით უნდა იყოს რესტავრირებული. უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდნენ კათოლიკური სასწავლო დაწესებულებები. ჯვრისწერის მოწმობა, რომელიც გაიცემა კათოლიკურ ან ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარებული მსახურების შემდეგ, უთანაბრდება სახელმწიფოს მიერ გაცემულ ქორწინების მოწმობას (სხვა კონფესიები ასეთ პრივილეგიას მოკლებულები არიან - უკრაინის საოჯახო კოდექსის სტ. 21 მე-3 ნაწ. თანახმად). სამხედრო კაპელანის მსახურებას უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელებს წმინდა საყდრის მიერ დადგენილი სამხედრო საეპისკოპოსო“, - ეს მხოლიდ რამდენიმე დებულებაა, რომლებიც კონკორდატის ხელმოწერის შემთხვევაში რელობად იქცევიან.
წყაროს მონაცემებით, კონკორდატის იდეური სულისჩამდგმელი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკია, რომელიც ბოლო წლებში არაერთხელ გამოსულა რომის პაპის უკრაინაში ჩამოსვლის იდეით.
როგორც Telegram-არხის „სამპოლუსიანი სამყაროს ქრონიკების“ ავტორები იუწყებიან, დოკუმენტი განიხილება ვატიკანში უკრაინის ახალი ელჩის ანდრეი იურაშის მიერ ნდობის სიგელის გადაცემისას, ვატიკანში ვლადიმერ ზელენსკის 2022 წელს სახელმწიფო ვიზიტის დროს.
„თვით ზელენსკი უკვე დაარწმუნეს, რომ მსგავსი დოკუმენტი მას უკრაინის დასავლეთში ამომრჩეველთა დამატებით ხმებს შემატებს - ეს ხომ უფრო მაგარი იქნება, ვიდრე პეტრე პოროშენკოს ტომოსი“, - დოკუმენტზე კომენტარი გააკეთეს Telegram-არხზე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს მეთაურის აზრით, იურაში მოელაპარაკება უკრაინაში პაპ ფრანცისკეს ვიზიტის შესახებ.