ბერძენი იერარქი: კოვიდი და არა ქრისტე იქცა ჩვენი ცხოვრების ცენტრად

15 February 2022 16:25
28
მიტროპოლიტი ამფილოქე. ფოტო: orthodoxianewsagency.gr მიტროპოლიტი ამფილოქე. ფოტო: orthodoxianewsagency.gr

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ჩინოვნიკები წუხან იმაზე, რომ ბავშვები არ ეზიარონ, მაგრამ არ გამოთქვამენ წუხილს ძალადობის ზრდისა და სკოლებში ნარკოტიკების მიღების გამო.

კრეტას მართლმადიდებელი ეკლესიის კისამისა და სელინის მიტროპოლიტმა ამფილოქემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა ისე გააკეთეს, რომ ცხოვრების ცენტრი გახდა კორონავირუსი, და არა ქრისტე, იუწყება Оrthodoxianewsagency.gr.

სანქციების კომენტირებისას, რომელიც რეგიონის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს გაატაროს მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებმაც სამი წმინდანის (საბერძნეთის განათლების მფარველები) დღესასწაულზე წაიყვანეს ბავშვები ტაძარში, მიტროპოლიტმა ამფილოქემ დაწერა, რომ "ჩვენ ავირჩიერთ არა ის გზა".

ის თვლის, რომ ეს ტრაგედიაა, "იმიტომ რომ ჩვენ დავცალეთ ჩვენი შვილების სულები ქრისტესგან, რწმენისგან, იმედისგან, და როგორც სარტრი ამბობს, ჩვენ გვავართ "ცოცხალ მკვდრებს", რამდენადაც ამ ეგზისტენციალურ სიცალიერეს შეავსებს სურვილებისა და დამოკიდებულებების შხამი".

"ტრაგედიაა, იმიტომ რომ ჩვენ გავხადეთ კორონავირუსი, და არა ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრად!",- აღნიშნა იერარქმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "პასუხისმგებელი პირების მგრძნობელობა და "წინასწარი შემოწმებები" იმით შემოიფარგლება, მოვიდნენ თუ არა ზოგიერთი ბავშვები ევქარისტიაზე თავისუფლად, და არა იმით, რაც ზოგჯერ სამწუხაროა და ტრაგიკული, ხდება მრავალ სკოლაში. სად არის  მგრძნობელობა ძალადობის ზრდაზე, ნარკოტიკებზე, მათ გამოყენებასა და ვაჭრობის ბრალდებებზე,   დევიაციურ ქცევებზე, და ასევე მრავალ სხვაზე, რაც ხდება სკოლებში (მათ ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე)?"- კითხულობს მიტროპოლიტი.

იერარქმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინოვნიკები არ ღელავენ იმ ფაქტზე, რომ მოსწავლეები პანდემიის დროს სწავლობენ პატარა და გაუნიავებელ შენობებში, ხოლო რამდენიმე მოსწავლის წმინდა ზიარებაში მონაწილეობა, მათი სიტყვებით, გამოიწვევს "სასკოლო საზოგადოების ინფიცირების აფეთქებას!".

ადრე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთიდან მღვდლის აზრით, ტაძრებს კეტავენ იმიტომ, რომ წირვა ძალებს ართმევს სატანას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ