ვატიკანი - ეს ერეტიკული პარასინაგოგაა, - პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე
ბერძენი ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ მრწამსის შეცვლა-არის ერესი, წმინდა სამებაზე დოგმატის დამახინჯება და ტრაგიკული განდგომილება.
2022 წლის 6 თებერვალს ელადის მარლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ რომის კათოლიკური ეკლესია გადაიქცა ერეტიკულ პარასინაგოგად, იუწყება "რომფეა".
ქადაგებაში, რომელიც მიეძღვნა წმინდა პატრიარქ ფოტიოსს და კონსტანტინოპოლის 879-880 წლების კრებას, მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღნიშნა, რომ კათოლიკეების მხრიდან მრწამსში სიტყვა «Filioque» -ს დამატება (კათოლიკების სწავლებაში სულიწმინდა "ძისგანაც გამოდის "-რედ.)- ეს ერესია, წმინდა სამებაზე დოგმატის დამახინჯებაა და "ტრაგიკული განდგომილება".
ეს განდგომილება, ემე-ს იერარქის აზრით, "შეტანილ იქნა უმწიკვლო რწმენაში ბოროტგანზრახულობით, ამპატრავნებითა და ფრანკიზმის დემონიზმით (ტექსტში: ο δαιμονισμός του φραγκισμού, – რედ.), რომლებმაც დაიპყრეს მართლმადიდებელი რომი და გადააქციეს ის ერეტიკულ პარასინაგოგად".
ზუსტად Filioque ერესმა, თვლის პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, განკვეთა მართლმადიდებელი რომი "ერთიანი, წმინდა, სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისგან".
ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, კონსტანტინოპოლის კრება, რომელმაც დაგმო კათოლიკების ერესი არის მერვე და მსოფლიო.