არც ერთი წუთი არ გვაქვს მოსვენება: მიხალჩიში 3 წელია იცავენ ტაძარს

08 February 2022 19:37
33
არც ერთი წუთი არ გვაქვს მოსვენება: მიხალჩიში 3 წელია იცავენ ტაძარს

მიხალჩის უმე-ს მრევლი წინმაძღვარ მამა სერგისთან ერთად. ფოტო: მიხალჩის Facebook-გვერდი. უმე-ს მიძინების ტაძარი.

6 თებერვალს 3 წელი შესრულდა მიხალჩიში უმე-ს მიძინების თემის სადღეღამისო ლოცვითი დგომის დაწყებიდან, საკუთარ ტაძარში ლოცვის უფლების გამო.

ჩერნოვიცის ოლქის სტოროჟინეცის რაიონის სოფელ მიხალჩის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემში ყვებოდნენ, რომ ისინი სამი წელია იცავენ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს მეუ-ს რეიდერული თავდასხმებისგან, რომლებიც დაიწყო 2019 წლის 6 თებერვალს. უმე-ს მრევლის ლოცვითი დგომა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა, იუწყება უმე-ს მრევლი თავის Facebook-გვერდზე.

ლოცვითი დგომა მიხალჩიში დაიწყო რუსეთის მიწის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრების დღეს. „ამ დღეს სრულდება ჩვენი ტაძრისთვის ლოცვითი დგომის სამი წელი. სადღეღამისო მორიგეობის სამი წელი, სამი წელია ეკლესია ერთი წუთითაც არ დარჩენილა მეთვაყურეობის გარეშე.  დევნის, თავდასხმების, უამრავი პროვოკაციის, ტაძრის შეურაცხყოფისა და ეკლესიის კარის მტვრევის  სამი წელი“, - ყვებოდნენ უმე-ს თემში.

ამასთან ერთად, მიხალჩის მორწმუნეები აღნიშნავენ, რომ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მოწყალე უფალი იცავს ტაძარს, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი ომოფორი გადააფარა მრევლს. „ბევრი რამ გადაგვხდა ამ ხნის განმავლობაში და ერთადერთი, რაც დღეს გვჭირდება, ეს ჩვენი მიწის წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა წინაშე მუხლის მოდრეკა და ვედრებაა, რომ  მათ ჩვენთვის, ცოდვილთათვის,  ჩვენი ტაძრის დასაცავად ილოცონ“, - ყვებოდნენ უმე-ს ერთგული წევრები.

რუსეთის მიწის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრების დღეს უმე-ს მორწმუნეები საერთო ლოცვაზე შეიკრიბნენ და თავიანთ წინამძღვარს, მღვდელ სერგი ცურკანს დღესასწაული მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მეუ-ს მომხრეებმა ტარანით შეამტვრიეს ტაძრის ძველებური კარი; 2020 წელს ასზე მეტმა  ჩამოყვანილმა ნიღბიანმა ახლგაზრდამ,  რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ჯოხებითა და ცრემლსადენი გაზით, კასტეტებითა და სხვა იარაღებით, ნაჯახით შეამტვრიეს ეკლესიის კარიბჭე.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მიხალჩიში მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ უმე-ს მიძინების ტაძრის დალუქვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ