ალექსანდრიის იერარქმა წინამძღვართა საბჭოს ჩატარებისკენ მოუწოდა

08 February 2022 17:50
29
ალექსანდრიის იერარქმა წინამძღვართა საბჭოს ჩატარებისკენ მოუწოდა

მეუფემ აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებობს უმე, მეუ და კს უმე და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინელთა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელთა გამო ეს უნდა დასრულდეს“.

ზიმბაბვეს მიტროპოლიტი  სერაფიმე (კიკოტისი) თვლის, რომ ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები ეკლესიაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა შეიკრიბონ, რომლებიც  მეუ-ს წარმოქმნის მერე შეიქმნა, იუწყება გამომცემლობა «Ромфея».

მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, „ავტოკეფალიის თემაზე ჩატარებული მართლმადიდებელთაშორისი თათბირების მასალების ტექსტის გათვალისწინების გარეშე, წარმოიშვა ის, რაც ემუქრება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა გარეგნულ ერთიანობას“ (მეუ-სთვის „ავტოკეფალიის“ ტომოსის მინიჭება, - რედ.).

მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ „ეკლესიათა პირველიერარქებიც კი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეა, არ ეთანხმებიან ამგვარ ტაქტიკას“.

„მოდით, ვილოცოთ, რომ ღმერთმა გაგვანათლოს და მშვიდობიანი გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს დიდი სიყვარულითა და მორჩილებით, რომ არ დავდგეთ იმ რისკის წინაშე, რომელიც ჩვენს თაობას დიდ ტრაგედიას დააკავშირებს, რასაც მართლმადიდებლობა თავის ისტორიული გზის განმავლობაში განიცდის 1054 წლის დიდი განხეთქილებიდან დაწყებული“, - დაწერა იერარქმა.

მან აგრეთვე მოუწოდა ლოცვისკენ იმის თაობაზე, რომ შედგეს წინამძღვართა შეხვედრა, რომელიც „სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება, რომ მართლმადიდებლობის გარეგნული ერთიანობა შენარჩუნდეს“.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ შესთავაზა მართლმადიდებელთაშორისი კომისიის შექმნა, რომელიც შეძლებდა „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციების დაფიქსირებას იმ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ გაერთიანებას უშლის ხელს“.

კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ: ალბანეთის  არქიეპისკოპოსი ანასტასი, პერგამოს მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი), პრინკიპონისის მიტროპოლიტი დიმიტრი (კომატასი), მიტროპოლიტი კალისტე (უერ), ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენელი, კეთილი იმედის კონცხის მიტროპოლიტი სერგი (კიკოტისი), ტირგოვიშსკის არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტი ნიფონი(მიჰეიცე) და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. გარდა ამისა, კომისიაში მონაწილეობა სხვა ეკლესიების იერარქებსაც შეუძლიათ.

„მართლმადიდებელთაშორისი შეხვედრების თემები უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი წინამძღვრების კრების მიერ, მათი დასწრებისა და ყოველი ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდის საბოლოო დამტკიცების შემდეგ, გამომდინარე ეკლესიის ძველი სინოდალური დებულებიდან, რომ უმრავლესობის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი“, - თვლის მეუფე სერაფიმე.

მან გაიხსენა, რომ უკვე ერთხელ „ალექსანდრიელებმა და კვიპროსელებმა შეძლეს ანტიოქიელთა და იერუსლამელთა შერიგება, რომელთა უთანხმოება ერთი  მრევლის გამო გახდა საბაბი, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ისტორიულ დიდ და წმინდა კრებაში, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდა“.

მისი სიტყვებით, „ფანარიონსა და მოსკოვს შორის კრიზისის დაწყებისას, ალექსანდრია და კვიპროსი დიალოგს მოითხოვდნენ; როცა ეს არ მოხერხდა, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც უნდა გაიმარჯვოს კეთილგონიერებამ, თავმდაბლობამ და სიყვარულმა, ჩვენი ეკლესიის ტრადიციისადმი პატივისცემამ, როდესაც „ბევრთა აზრმა“ უნდა გადაწონოს და მაშინ, სულიწმინდის მადლით, ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც უნდა იყოს“.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ ხაზი გაუსვა, რომ „დღეს უკრაინაში არსებობს ავტონომიური ეკლესია მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით, რომელსაც აღიარებს ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ავტოკეფალური ეკლესია ეპიფანეს მეთაურობით, რომელსაც ოთხი ეკლესია აღიარებს და ეგრეთ წოდებული კიევის საპატრიარქო, რომელსაც, „სტაროსტილნიკების“ ჯგუფების გარდა, არ აღიარებს არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია“.

„უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელთა გამო, ეს უნდა დასრულდეს  და ღვთის შეწევნითა და ჩვენი ლოცვებით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს“, - დარწმუნებულია მეუფე.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ემე-ის იერარქმა  სრულიად მართლმადიდებლური კრების მოწვევისკენ მოუწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ