უსახლკაროების კვება მოუწევთ სსა-ს,- ივანო-ფრანკოვოს დევნილი თემი

15 February 2022 17:17
37
უსახლკაროების კვება მოუწევთ სსა-ს,- ივანო-ფრანკოვოს დევნილი თემი

ივანო-ფრანკოვის უმე-ს ეპარქიის პრეს-სამსახური თემის ტაძრიდან გამოსახლების შესახებ: მათ წასასვლელი არსად არა აქვთ.

ივანო-ფრანკოვში უმე-ს თემის ტაძრიდან გამოსახლების შემდეგ, რომელიც განლაგებულია ჩერნოვოლის ქუჩაზე 6 და 6 ბ-ში, ღარიბები და უსახლკაროები აღმოჩნდებიან დახმარების გარეშე. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტთან ინტერვიუში ტელეფონით  ისაუბრა ივანო-ფრანკოვის ეპარქიის პრეს-სამსახურის წამომადგენელმა.

კომუნალურ შენობებში, რომლითაც სარგებლობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემი, მოვიდნენ სასამართლო აღმასრულებლები სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, გაანთავისუფლონ მათ მიერ ადრე დაქირავებული შენობები. ეს გადაწყვეტილება დაადასტურეს ყველა სააპელაციო ინსტანციებში, იუწყება "გალკა". ადრე გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა  (Human Rights Committee) დაავალა უკრაინას არ გამოესახლებინა უმე-ს თემი შენობიდან ივანო-ფრანკოვში.

ეპარქიის პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ მათ მიიღეს მხოლოდ პარასკევ ღამით. დასვენების დღეებში მოამზადეს  აუცილებელი შუამდგომლობა  ყველა შესაძლებელ ინსტანციებში. ჩინოვნიკებმა დოკუმენტები მიიღეს, დაარეგისტრირეს, მაგრამ არ განიხილეს.

საეკლესიო ნივთები მოუწევთ შეინახონ სხვა სამრევლოებში, სახელდობრ, მორწმუნეები ძალიან იმედოვნებენ დახმარებაზე მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრიდან, დაამატეს ეპარქიაში.

დევნილი თემის განსაკუთრებულ აღელვებას იწვევს ის, რომ ახლა სოციალური სამსახური პრაქტიკულად პარალიზებული იქნება.

"ვერსად ვერ დავარიგებთ ტანსაცმელს, წამლებს, ვერც საქველმოქმედო ღონისძიებებს ვერ ჩავატარებთ. ადრე ტაძარში მყოფ უსახლკაროებს ვკვებავდით- ახლა ამის გაკეთება მოგვიწევს სსა-ში  (სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციაში)",-ამბობენ მორწმუნეები.

ადრე მჟკ იუწყებოდა, რომ ივანო-ფრანკოვის მერმა უმე-ს თემზე გამარჯვების შესახებ განაცხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ