რმე აფრიკის კონტინენტიდან უკვე აღარ წავა, - კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე
მიტ.ლეონიდეს აზრით ეკლესიები, რომლებიც განხეთქილებასთან ურთიერთობაში არ ყოფილან, რმე-ის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ, რადგან ესმით, რომ „სიმართლე ჩვენს მხარეზეა“.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გააგრძელებს თავის მისიას აფრიკის კონტინენტზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები მსოფლიო მართლმადიდებლობაში, თქვა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ თავის telegram-არხზე გამოქვეყნებულ კომენტარში მასმედიისთვის, რომელიც ეხებოდა ალექსანდრიის საპატრიარქოს ინიციატივას „პენტარქიის“ საბჭოს მოწვევის თაობაზე აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკის კონტინენტიდან უკვე აღარ წავა“, - აღნიშნა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა. ის დარწმუნებულია, რომ ეკლესიების უმრავლესობა მხარს დაუჭერს რმე-ის გადაწყვეტილებას, რადგან ისინი ხედავენ მის სიმართლეს.
„ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმ კანონიკურობაზე, რომელსაც ვიცავთ. მაგრამ მე ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის მთელი სისავსე - მხედველობაში მაქვს ბევრი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია - რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ ჩვენს გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ, მათ ესმით, სიმართლე ჩვენთან არის, ჩვენს მხარეზეა“, - დაამატა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ის აგზარქოსი აფრიკაში თვლის, რომ 5 ეკლესიის წინამძღოლთა თათბირის („პენტარქია“, - რედ.) ჩატარების შემთხვევაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ბერძენი წინამძღოლები, რაც გამოიწვევს ამ პროცესის მონაწილეთა საბოლოო დისკრედიტირებას.