თათბირი ბერძენთა ვიწრო წრეში, - რმე-ის ეგზარქოსი „პენტარქიის“ მოწვევაზე

05 February 2022 13:59
20
თათბირი ბერძენთა ვიწრო წრეში, - რმე-ის ეგზარქოსი „პენტარქიის“ მოწვევაზე

კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე თვლის, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ 5 ეკლესიის მეთაურთა თათბირს  მხოლოდ ბერძენი წინამძღვრები დაესწრებიან.

კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ განაცხადა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე II-ს მიერ ინიცირებულ 5 ეკლესიის წინამძღვართა თათბირზე, აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით, მონაწილეობის მიღება მხოლოდ ბერძენ  წინამძღვრებს შეუძლიათ, რაც ამ პროცესის მონაწილეების საბოლოო დისკრედიტირებას გამოიწვევს. ამის შესახებ მან თავის telegram-არხზე დაწერა.

აფრიკაში საპატრიარქო ეგზარქოსმა ეჭვი გამოთქვა, რომ ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოების წინამძღვრები მიიღებენ პატრიარქ ბართლომეს მოწვევას, რომელსაც შეიძლება მცდელობა ჰქონდეს, რომ „პენტარქიის“ თათბირი მოიწვიოს. 

„რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ მოვაწერ ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წინამძღვრების გამო, მაგრამ არა  მგონია, რომ ამ „კრებაში“ ეკლესიის ამ ორმა სვეტმა  მიიღოს მონაწილეობა.

ვფიქრობ, რომ მაქსიმალური, რასაც ამ პროცესის დღევანდენდელი ფიგურანტები მიაღწევენ, ეს არის ტრიო: ელადა, ფანარიონი და ალექსანდრია. ამით მოხდება მათი  საბოლოო და უეჭველი დისკრედიტირება მსოფლიო მართლმადიდებლობის წინაშე“, - თქვა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის პატრიარქმა გააგზავნა დელეგაცია წერილით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან მოწოდებით, რომ მოიწვიოს 5 ეკლესიის წინამძღვართა თათბირი აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ