პატრიარქი თეოფილე III ყვებოდა მოლოცვის შესაძლებლობაზე პანდემიის ეპოქაში
იერუსალიმის პატრიარქმა შეახსენა ქრისტიანებს, რომ მოლოცვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III გაზეთ «Известия»-თან ინტერვიუში ყვებოდა მოლოცვის შესაძლებლობაზე პანდემიის ეპოქაში.
იერუსალიმის საპატრიარქოს მეთაურმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. მან ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით წმინდა მიწაზე მომლოცველთა რიცხვი მეტად მწირია. იერარქმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ახსოვდეთ: მოლოცვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.
„ბევრი მოგზაურობაა შესაძლებელი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საკუთარ მიდამოებში. ბევრი ადგილია, სადაც შეგვიძლია გავემგზავროთ და შევიძინოთ გამოცდილება, რომელიც ქრისტესთან დაგვაახლოვებს“, - თქვა პატრიარქმა თეოფილე III-მ.
მან აღნიშნა, რომ აღდგომის დროს ჩვენ ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ, ხოლო სამების დღესასწაულზე ვაღიარებთ, რომ სულიწმიდის ძალით უფალი მყოფობს ყველგან, სადაც საეკლესიო თემი არსებობს.
„მოვუწოდებ ჩვენს ძმებსა და დებს მთელ მსოფლიოში, რომ მოიძიონ წმინდა ადგილები თავიანთ მიდამოებში; გადააქციონ თავიანთი ქალაქები და ეკლესიები მოლოცვის ადგილებად და კვლავ განიცადონ ღვთის უკიდეგანო, ულევი საყვარული, რომელსაც ჩვენ აღდგომაზე შევიგრძნობთ. თუ ამას მივაღწევთ, მწამს, რომ სულიწმიდა ახლებურად წარმოგვიჩენს იესო ქრისტეს ჩვენს ცხოვრებაში და თემებში“, - დაასრულა მან.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რუსეთის სულიერი მისია არ გვირჩევს შობაზე წმინდა მიწაზე გამგზავრებას.