თეოფილე III: მსოფლიომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ექსტრემისტებს, სანამ დროა
იერუსალიმის პატრიარქმა განაცხადა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა უნდა შეეწინააღმდეგოს ისრაელელ ექსტრემისტებს.
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ გაზეთ "იზვესტიასთან " ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა შეეწინააღმდეგოს ექსტრემისტებს, სანამ არ არის გვიან. მან თქვა, რომ წმინდა მთაზე ქრისტიანებს ემუქრებიან ისრაელის ექსტრემისტების მიერ კარგად დაფინანსებული პატარა ჯგუფები. ეს დაჯგუფებები დაუცველი ქრისტიანული საზოგადოებების წინააღმდეგ აწარმოებენ დამქანცველ ომს .
"ამჟამად ჩვენ შევადგენთ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს, და ჩვენი რიცხვი მცირდება. მსოფლიომ უნდა იმოქმედოს, სანამ არ იქნება ძალზე გვიანი",-აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა.
უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ განმარტა, რომ თუ რადიკალები მიიტაცებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქრისტიანი მომლოცველების გზაზე იაფეს ჭიშკართან, მაშინ ქრისტიანები მასიურად დაიწყებენ ისრაელის დატოვებას. ეს გამოიწვევს სრულფასოვანი ქრისტიანული თემის დაკარგვას.
"ქრისტიანული თემის, საზოგადოების დაკარგვა, რომელიც რეგიონში ყველა რელიგიის ადამიანებისთვის უზრუნველყოფს განათლებას, ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას, დამღუპველ გავლენას მოახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილზე. ასევე ტრაგიკულად ჩირქს მოსცხებს იერუსალიმის, როგორც მსოფლიოს რელიგიური დედაქალაქის რეპუტაციას",-აღნიშნა პატრიარქმა თეოფილემ.
ადრე მჟკ წერდა, რომ იერუსალიმის პატრიარქმა ისაუბრა სიონისტების მხრიდან ქრისტიანებზე თავდასხმის შესახებ.