ივან-ფრანკოვსკში უბკე-ს ეპისკოპოსებმა წესი აუგეს სს-ს "გალიჩინას" ვეტერანს
ივანო-ფრანკოვსკის ადგილობრივი ხელისუფლების, ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და უბკე-ს წარმომადგენლებმა "უკანასკნელ გზაზე გააცილეს" ყოფილი ესესელი.
ივანო-ფრანკოვსკში უბკე-ს იერარქებმა წესი აუგეს სს-ის "გალიჩინას" დივიზიონელთა სამხარეო ძმობის მეთაურს მიხეილ მულიკას. ამაზე წერს ივანო-ფრანკოვსკის უკბე-ს არქიეპარქიის საიტი.
გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ ივანო-ფრანკოვსკის ქალაქის თავი, ადგილობრივი დეპუტატები, საზოგადოებრივი ნაციონალისტები, უბკე-ს სამღვდელოება. წესის აგებას უხელმძღვანელა რეგიონის უნიატების მეთაურმა, ივან-ფრანკოვსკის მიტროპოლიტმა ვლადიმერ ვოიტიშინმა. კუბოს თავთან გაშალეს სს-ს დივიზიის "გალიჩინას" დროშები. ბოლო ზალპი სასაფლაოზე მისცეს ადამიანებმა ნაცისტურ სამხედრო ფორმაში.
მიხეილ მულიკი დაიბადა 1920 წელს ტერნოპოლის ოლქის მონასტირის რაიონის სოფელ გოროჟანკაში. მისი მამა იყო უკრაინის მსროლელთა უფროსის თანაშემწე. 1937 წელს მულიკი გახდა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის წევრი.
მისი დავალებით 1943 წლის სექტემბერში შევიდა სს-ის დივიზია "გალიჩინას" რიგებში. მონაწილეობდა ბრძოლებში ბროდთან 1944 წლის ივლისში. ომის შემდეგ საბჭოთა სასამართლომ მულიკას მიუსაჯა თავისუფლების 10 წლით და სამოქალაქო უფლების 5 წლით აღკვეთა.
გადასახლების შემდეგ ყოფილი ესესელი დასახლდა სტანისლავაში(ამჟამად ივანო-ფრანკოვსკში). 1991 წელს მულიკამ ჩამოაყალიბა პოლიტიკური პატიმრებისა და რეპრესირებულების საზოგადოება. ერთი წლის შემდეგ დივიზიონელ ვლადიმერ მალკოშემთან ერთად შექმნა ესესელი "გალიჩინას" ყოფილ მებრძოლთა საძმო.
ადრე მჟკ წერდა, რომ ლვოვის ოლქში "ნაცისტებმა" და ბანდურისტებმა პრეზენტაცია გაუკეთეს წიგნს ესესელებზე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიში გამოემშვიდობნენ სს-ის "გალიჩინას" დივიზიის ვეტერანს ივან ფიალკოს. გამომშვიდობების ცერემონია ჩატარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების უნიატ ტაძარში, სადაც შეიკრიბნენ ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები , სს-ს დივიზია "გალიჩინას" საძმოს წევრები. ხოლო 2021 წლის ივნისში ნაცისტური დივიზიის მებრძოლ ესესელს წესი აუგეს მეუ-ს მთავარ ტაძარში.