ჩერნივცში მეუ-ს მთვრალი წევრები "სამორჩილე კაბაში"შემოწირულობას აგროვებდნენ

24 January 2022 14:00
81
მეუ-ს «მორჩილები» ჩერნოვცში. ფოტო: скриншот видео youtube-канала Антон Гура მეუ-ს «მორჩილები» ჩერნოვცში. ფოტო: скриншот видео youtube-канала Антон Гура

ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მთვრალი მამაკაცები საკუთარ თავს "მორჩილებს" უწოდებდნენ სტარაია ჟადოვიდან, დუმენკოს მშობლიური სოფლიდან, სადაც შენდება მეუ-ს "მონასტერი".

ინტერნეტში გამოქვეყნდა მონაზვნის სამოსელში შემოსილი მთვრალი მამაკაცების ამსახველი ვიდეო, რომლებიც ჩერნივცში აგროვებდნენ შემოწირულობებს და თავს ,,მორჩილებად’’ წარმოაჩენდნენ, სოფელ სტარაია ჟადოვიდან, მეუ-ს ხელმძღვანელის ეპიფანე დუმენკოს მშობლიური სოფლიდან, სადაც შენდება სქიზმატიკოსთა "მონასტერი". იუწყება მეუ-ს ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.

ვიდეოში ჩანს, რომ მეუ-ს წევრებს ,,მორჩილების" სამოსელი ქურთუკზე უკუღმად აქვთ გადაცმული . „ისმის რამდენიმე კითხვა: საიდან იშოვეს მათ სამოსელი? ან ეკლესიის ქურდები არიან, ან ერთ-ერთმა უპატივცემულო სასულიერო პირმა აჩუქა, თუ მართლა სტარაია ჟადოვაში არის მონასტერი?“ - აღნიშნავენ ეპარქიაში.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მამაკაცი მონასტრის წინამძღოლს ივან კონსტანტინოვიჩს ახსენებს. როგორც ეპარქიაში აღნიშნეს, ჩერნივცის რაიონის სოფელ სტარაია ჟადოვაში ნამდვილად შენდება მეუ-ს ჩერნივცი-კიტსმანის ეპარქიის „მონასტერი“. ”სახელმწიფო რეესტრში, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რეგისტრირებულია ივან კონსტანტინოვიჩი”, - აცხადებენ ეპარქიაში. 

აღსანიშნავია, რომ სტარაია ჟადოვოში უმე-ის მორწმუნეები განიცდიან ხელყოფას ეკლესიის შენობაში და რელიგიური თემის უკანონო ხელახალ რეგისტრაციას მეუ-ში და ამას ემატება სქიზმატიკოსების ასეთი „მორჩილები“.

„საწყალი მოხუცი ჟადოვა. თითქოს არ კმაროდა უბედურება. წელიწადზე მეტია (თითქმის სამი) ეს სოფელი განიცდის ეკლესიის შენობის ხელყოფას და კანონიკური ეკლესიის რელიგიური თემის უკანონო ხელახალ რეგისტრაციას და ამას დაემატა ცუდი რეპუტაციის მქონე მეუ-ს მონასტრის მშენებლობა. ჟადოვა არის მეუ-ს ხელმძღვანელის, ეპიფანე დუმენკოს მშობლიური სოფელი“, - განაცხადეს უმე-ის ჩერნივცის ეპარქიაში.

ამასთან დაკავშირებით, ეპარქია მოუწოდებს მორწმუნეებს სიფხიზლისკენ და ეკლესიებისა და მონასტრების გარეთ შემოწირულობის შემგროვებლებს სთხოვონ წერილობით კურთხევას ჩერნივცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი მელეთიისგან და ის ერთადერთია ეპარქიაში, ვისაც ამის უფლება აქვს. 

Როგორც მჟკ აცხადებდა, მეუ აპირებს ნათლისღებას წლის ონლაინ ,,კურთხევას.’’ 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ