რმე-ის იერარქი ყვებოდა, როგორ შეიძლება ანტიქრისტეს ბეჭედმა რეალობა შეიძინოს
სოლოვეცკის მონასტრის ნაცვალი ყვებოდა იმაზე, როგორ შეიძლება ახდეს ძველი
წინასწარმეტყველებები ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ.
ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ბოლომდე კეტავს ცათა სასუფეველში შესვლის შესაძლებლობას, ყვებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოლოვეცკის მონასტრის ნაცვალი, ეპისკოპოსი პორფირე ნათლისღების წინ მსახურებაზე, რომლის ჩანაწერი განთავსებულია მონასტრის YouTube-არხზე.
„ვიცით, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ადამიანს ნათლობის მადლმოსილებას აშორებს. რა მომაკვდინებელ ცოდვებსაც არ უნდა სჩადიოდეს ადამიანი, ნათლობის მადლმოსილება არ განეშორება მას და სინანულის საშუალებას აძლევს, რომ ის კვლავ დაბრუნდეს წმინდანთა ნეტარ სასუფეველში. მხოლოდ ერთადერთი ცოდვა არ აძლევს ადამიანს წმინდანთა დასში, ქრისტეს მიმდევართა საზოგადოებაში დაბრუნების საშუალებას - თუ ის ამ ბეჭედს მიიღებს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა პორფირემ.
ხორცის უკვდავების მიღწევის, სიცოცხლის ხელოვნური ფორმების შექმნის თანამედროვე მცდელობები გვაიძულებენ, რომ ძველი წინასწარმეტყველებები გავიხსენოთ, თვლის მეუფე.
მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების პირობებში ადამიანს ისიც არ ძალუძს, რომ შექმნას ცოცხალი ელემენტარული უჯრედი, არ ძალუძს, რომ შექმნას ერთუჯრედიანი ამება, როგორც ცოცხალი არსება. მხოლოდ უგუნურთ სურთ შექმნან ღვთის მართლაც ურთულესი და უდიდესი ქმნილება - გონი. რა თქმა უნდა, ეს მცდელობები განწირულია დასაღუპად. თუმცა ამ მცდელობებით ადამიანს მართლა შეუძლია ღვთის ქმნილების ძლიერი დაზიანება. ეტყობა, ამ პროცესში ჩნდება წმინდა წერილის ძველი წინასწარმეტყველებებისა და ცნობების კონკრეტული მონახაზები ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ“.
ამასთან ერთად, ეპისკოპოსმა პორფირემ ხაზი გაუსვა, რომ მთავარი, რისაც ქრისტიანს ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს - ეკლესიის მაცხოვნებელი გემის მიღმა დარჩენაა.
„თუმცა ჩვენს გულებში მტკიცე იმედი ცოცხლობს, ვინაიდან უფალმა ერთხელ გვაუწყა, რომ მათ, ვინც მას გაყვებოდა, ის საუკუნო ცხოვრებით აჯილდოვებდა „ და ვერავინ მომტაცებს მათ“, თქვა უფალმა. გვაუწყა და საუკუნოდ დაგვარწმუნა, რომ მხოლოდ ცოდვისგან განრიდება, სიფხიზლე ამ ცხოვრებაში, ცხოვრების ამ სარბიელზე, ღვთის მიერ ბოძებული, ნათლობის ემბაზში მიღებული ცხონების იმედით, ღვთის განგებით, უფალმა მოგვანიჭა წმინდა ეკლესიის მაცხოვნებელ გემზე ყოფნის საშუალება. ღმერთმა მოგვანიჭოს ზრუნვა იმის თაობაზე, რომ არც ერთ გარემოებაში არ მივატოვოთ ის, არ დავრჩეთ ამ მაცხოვნებელი გემის კედლებს მიღმა“.
მანამდე ღვთისმეტყველი განმარტავდა, წარმოადგენს თუ არა QR-კოდი და COVID-ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭედს.