მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი შეიძლება განხეთქილებაში წავიდეს-პატრიარქი

20 January 2022 01:00
11
მოსკოვისა და სრულიან რუსეთის პატრიარქი კირილი. ფოტო: altaryvic.ru მოსკოვისა და სრულიან რუსეთის პატრიარქი კირილი. ფოტო: altaryvic.ru

რმე-ს წინამძღვარი თვლის, რომ ეკლესიების ნაწილი შესაძლოა მოწყვეტილ იქნას ძლიერი გარეშე ძალების ზემოქმედების შედეგად.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილი თვლის, რომ ამჟამად მართლმადიდებლობაში  არსებობს მთელი რიგი ეკლესიების განხეთქილებაში წასვლის საშიშროება, მათზე იმ ძალების ზემოქმედების გამო, რომლებსაც არაფერი საერთო ღმერთთან არა აქვთ, იუწყება «РИА Новости».

2022 წლის 18 იანვარს რმე-ს წინამძღვარმა  პერედელინოს სიახლოვეს მდებარე ალექსანდრე ნეველის სახელობის სკიტში ნათლისღების წინადღის წირვის შემდეგ ქადაგებაზე წარმოთქვა, რომ მართლმადიდებლობის ისტორიაში არის მაგალითები, განხეთქილებაში როგორ მიდიოდნენ არა მარტო ადამიანები, არამედ მთლიანად ეკლესიები.

"და დღესაც არის საშიშროება, რომ მართლმადიდებლობის ნაწილი, ძლიერი გარე ძალების ზემოქმედების ქვეშ, რომელთაც არაფერი საერთო არა აქვთ ეკლესიასთან, შეიძლება დაუცველი გახდეს ამ ცოდვით (განხეთქილების,-რედ.) და წავიდეს მარადიული სიცოცხლის წყაროდან იმ ადგილას, სადაც არის მხოლოდ წეს-ჩვეულება, მაგრამ არ არის გადარჩენა",- თქვა პატრიარქმა კირილმა.

მან მოუწოდა იმათ, ვინც დღეს არჩევანში მერყეობს, იფიქროს იმაზე, რომ ისინი ირჩევენ ან გადარჩენის ან დაღუპვის გზას.

"ძმებო და დებო, ეს არამარტო ადამიანური არჩევანია, ეს არ არის საცხოვრებელი ადგილის არჩევა, ეს არ არის არჩევანი, სად წახვიდე-მარჯვნივ თუ მარცხნივ. ეს არის გზა გადარჩენის ან დაღუპვის, იმიტომ რომ გზა, რომელიც გვაშორებს ჩვენ ერთ წმინდა კათოლიკურ და სამოციქულო ეკლესიას,  გვართმევს ჩვენს ღვთის წყალობას",- დაასკვნა რმე-ს წინამძღვარმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  აშშ მსოფლიო მართლმადიდებლობის კრიზისში დაადანაშაულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ