მეუ-ს ავტოკეფალიას მართმადიდებლობა სახიფათო გზაზე მიჰყავს, -ემე-ის იერარქი
პირეოს მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღნიშნა, რომ სქიზმატებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მათი მონანიების გარეშე სახიფათოა მთელი ეკლესიისთვის.
საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ განაცხადა, რომ მეუ-სთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მართლმადიდებლობა სახიფათო გზაზე მიჰყავს, წერს ekklisiaonline.gr.
„დაწყევლილ, მდაბიო სქიზმატებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მათი მონანიების გარეშე და მათი აღდგენა წმინდა კანონებით გათვალისწინებული კანონიერი იურისდიქციის მიღმა, სამწუხაროდ, მართლმადიდებელ ეკლესიას სახიფათო ბილიკებზე გაიყვანს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.
მისი აზრით, ავტოკეფალიის მინიჭების უფლება აქვს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კანონების შესაბამისად და ეკლესიების თანხმობით.
„ამ შემთხვევაში საქმე იმაში კი არ მდგომარეობს, მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალია სიკეთისთვის თუ ბოროტებისთვის მისცა, არამედ ვის მისცა“, - აღნიშნა იერარქმა. მან ავტოკაფალია კი არ მიანიჭა კანონიკურ ეკლესიას მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით, რომელიც ადრე იყო აღიარებული ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, არამედ თაღლითების, კრიმინალური და დაწყევლილი ადამიანების ბრბოს, რომლებიც დღემდე უღირსნი არიან უმაღლესი დონისთვის.
მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტმა სერაფიმემ გამოსცა ბროშურა, რომელშიც აანალიზებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სარწმუნოებიდან გადაცდომებს.