სულიწმიდა „საბჭოზე“ პოროშენკოს საშუალებით გარდამოვიდა, - მეუ-ს „იერარქი“
მეუ-ს ჩერნოვიცისა და ბუკოვინის „იერარქმა“ დანიელ კოვალჩუკმა განაცხადა, რომ სწორედ პეტრე პოროშნკოს საშუალებით გარდამოვიდა სულიწმიდა „გაერთიანებულ კრებაზე“.
ჩეერნოვიცის ოლქის სოფელ კორიტნოაში, სადაც მეუ-ს ახალი ტაძრის მშენებლობა სრულდება, მეუ-ს ჩერნოვიცისა და ბუკოვინის „იერარქმა“ დანიელ კოვალჩუკმა „სამღვდელმთავრო ლიტურგია“ ჩაატარა, რომლის მერე მან მრევლს მიმართა.
თავის ქადაგებაში მან აზრი გამოთქვა, რომ სწორედ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს წყალობით შედგა და სულიწმიდის მადლი მიიღო „გაერთიანებულმა კრებამ“.
„სულიწმინდა გარდამოვიდა კრებაზე პეტრე ალექსის ძე პოროშენკოს საშუალებით. მე მას ეს ვუთხარი. და დაიწყო კრება, რომელმაც გადაწყვიტა და მოგვმადლა ის, რაც დღეს გაგვაჩნია“, - განაცხადა „იერარქმა“.
შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული „კრება“, რომელზეც კოვალჩუკი ლაპარაკობს, შედგა წმინდა სოფიოს ტაძარში 2018 წლის 15 დეკემბერს. მისი დაწყების წინ კიევის საპატრიარქოს უმე-ს და უამე-ის „ადგილობრივმა კრებებმა“ მიიღეს თავისი მოღვაწეობის, როგორც ცალკეული რელიგიური გაერთიანებების, შეწყვეტისა და უკრაინის ერთიანი მართლამდიდებელი ეკლესიის შექმნის გადაწყვეტილება. მოვლენას, გარდა ინიციატორებისა - უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისა და კონსტანტინოპოლის საპარტრიარქოს წარმომადგენლების - ესწრებოდნენ კს უმე-ს, უამე-ის იერარქები, ორი უმე-ს იერარქი, რომლებიც განხეთქილებას შეუერთნენ. მონაწილეებმა განაცხადეს ახალი გაერთიანების - მეუ-ს შექმნის შესახებ.
მანამდე მჟკ იუწყებოდა, რომ მეუ-ს ჩერნოვიცისა და ბუკოვინის „მიტროპოლიტმა“ დანიელ კოვალჩუკმა სიყალბე უწოდა კლირიკოსების მოწოდებას ბუკოვინში გაერთიანების შესახებ.