რმე-ს საეგზარხოსო აფრიკაში არის რეაქცია მეუ-ს შექმნაზე,-არქიეპ. ანასტასი
არქიეპისკოპოსი ანასტასი თვლის, რომ სიტუაციის გამოსწორება მსოფლიო მართლმადიდებლობაში შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის სინოდალური თვისებებისა და მისი კანონების დაბრუნებით.
8 იანვარს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსმა ანასტასმა განაცხადა, რომ რმე-ს საეგზარხოსოს შექმნა აფრიკაში არის რექცია მეუ-ს აღიარებაზე.
ალბანეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია არქიეპისკოპოს ანასტასის მიმართვა, რომელშიც მან შეახსენა თავისი პოზიცია მეუს- შექმნის შესახებ.
არქიეპისკოპოს ანასტასის სიტყვებით, ის "უკრაინაში საეკლესიო კრიზისის დასაწყისიდან სიტყვიერად და წერილობით მიუთითებდა იმაზე, რომ საეკლესიო განხეთქილებები და სქიზმატიკოსები ვერ განიკურნებიან დროით", არამედ "პირიქით, დრო მათ უფრო აღრმავებს და ამტკიცებს".
აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნის კომენტირებისას, ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "ადასტურებს თავდაპირველ შიშებს" განხეთქილების გაღრმავებაზე მართლმადიდებლობაში.
არქიეპისკოპოს ანასტასის აზრით, საეგზარხოსოს შექმნა პირდაპირ დაკავშირებულია მეუ-ს აღიარებასთან, რადგანაც "მილიონი უკრაინელი მართლმადიდებლების განხეთქილებასთან ერთად, აღმოცენდება ახალი განხეთქილება მგრძნობიარე აფრიკულ კონტინენტზე, სადაც ბოლო ათწლეულებია ვითარდება მართლმადიდებლური საზღვარგარეთის მისიონერული მოღვაწეობა".
"აფრიკულ სახელმწიფოებში უკვე დიდი ხანია არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიები, და ასევე ისლამი, რომელიც ატარებს აქტიურ ექსპანსიას", შეახსენა ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარმა და აღნიშნა, რომ აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნის შემდეგ "უბრალო აფრიკელებს დაუწყებენ შეთავაზებას გადავიდნენ მართლმადიდებლობაში ორი მართლმადიდებელი საპატრიარქო, რომელთაც ამავდროულად არ ექნება ერთმანეთთან საკრამენტული ურთიერთობა".
"სკანდალი და მართლმადიდებლური მოწმობის დასუსტება ამ სქიზმატური მოღვაწეობის შედეგად აშკარაა. ეს მოვლენების მტკივნეული განვითარებაა",-განმარტა მან.
მან შეახსენა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ეკლესიის სინოდალური თვისებებთან დაბრუნებით და შერიგებით, რომელიც დაფუძნებულია ეკლესიის კანონებზე.
ადრე მჟკ წერდა, რომ ალბანეთის ეკლესიის მეთაურის აზრით მტკიცება, რომ მართლმადიდებლობაში მეუ-ს გამო არ არის განხეთქილება, არამედ მხოლოდ უთანხმოებებია, იგივეა, რაც უარყო კორონავირუსის არსებობა.