დუმენკო: მეუ-ში გადასასვლელად აუცილებელია მთავრობისა და პოლიციის დახმარება
ეპიფანემ განაცხადა, რომ თემთა მეუ-ში გადასასვლელად საჭიროა ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლების დახმარება.
მეუ-ს მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ თემთა განხეთქილების სტრუქტურაში გადასასვლელად გვერდს ვერ აუვლით უკრაინული ხელისუფლებისა და პოლიციის მხარდაჭერას, აგრეთვე აუცილებელია სასამართლოს რეფორმის ჩატარება, იუწყება «РБК-Украина».
„ჩვენ არ გვჭირდება უკრაინული ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ღია დახმარება, მაგრამ ამ პროცესის მხარდაჭერა კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, - თქვა მან.
„მიტროპოლიტი“ ეპიფანე უკმაყოფილოა, რომ დღესდღეობით ეს მხარდაჭერა ძალზე მცირეა.
„მაგალითად, რაც შეეხება პოლიციას, რომელსაც ხანდახან არ სურს უშუალო მონაწილეობა, თემის კანონიერი უფლებების დაცვა, ამ პროცესებში გარკვევა, ზოგჯერ კი მას თითქოს სურს ღიად დაიცვას მოსკოვის მომხრეთა ინტერესები „, - განაცხადა მეუ-ს მეთაურმა.
მისი სიტყვებით, ქვეყანას ჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც „გადასვლათა ახალ ტალღას“ წარმოქმნის.
„სასამართლოს რეფორმა სრულად უნდა დაინერგოს, რომ სასამართლო პატიოსანი იყოს. იმიტომ რომ არსებობენ თემები, რომლებმაც უკვე რამდენიმე წრე გაიარეს: მათ საქმეებს დაბალ ინსტანციებში აბრუნებენ, შემდეგ კვლავ და კვლავ, ერთი და იგივე ... არსებობენ თემები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთ ტაძრებში შესვლა, მიუხედავად ყველანაირი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, მაგრამ მათ შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვთ. თუ ყველა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული იქნება, სიტუაცია გამოსწორდება და გადაასვლათა შემდეგი ტალღა დაიწყება“, - ოცნებობს ეპიფანე დუმენკო.
მანამდე მჟკ დუმენკოს განცხადების შესახებ წერდა, რომ თემთა გადასვლის საკითხებში მეუ „თითქმის 100%“ იგებს სასამართლოებს.