ბანდერა ამქვეყნად ღვთის მისიის აღმასრულებელი იყო, - მეუ-ს „მღვდელი“

05 January 2022 00:32
66
იაროსლავ იასენეცი (მარცხნივ) და ეპიფანე დუმენკო (მარჯვნივ). ფოტო: bellingcat.com იაროსლავ იასენეცი (მარცხნივ) და ეპიფანე დუმენკო (მარჯვნივ). ფოტო: bellingcat.com

მეუ-ს „მღვდელმა“ აიროსლავ იასენეცმა პრეზიდენტის ოფისის კედელთან  ბერძენ კათოლიკე სტეფანე ბანდერას სახელზე პანაშვიდი „გადაიხადა“.

2022 წლია 1 იანვარს მეუ-ს „მღვდელმა“ აიროსლავ იასენეცმა განაცხადა, რომ სტეფანე ბანდერა ამქვეყნად ღვთის მისიის აღმასრულებელი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისისკენ ლამპრებით მსვლელობის დროს, მეუ-ს წარმომადგენელი იაროსლავ იასენეცი ყვებოდა, რომ „როგორც მღვდელმსახური, იმისთვის მოვიდა, რომ ქრისტეს ხატით აკურთხოს ეს მარში, რადგან აქ მარტო პოლიტიკა არ იყოს“.

 „მღვდელმსახურის“ აზრით, სტეფანე ბანდერამ „იმ დროს ტიტანური სამსახური გასწია და ჩვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, დიდი მსახვერპლი გაიღო“.

მან აღნიშნა, რომ ბანდერა უშვებდა შეცდომებს, მაგრამ რადგან ის „მძიმე და ტიტანურ შრომას შეეჭიდა“, არ შეიძლება ამ შეცდომების იდენტიფიცირება მასთან.

 „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სტეფანე ბანდერა ღვთის კაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ის  ამქვეყნად გარკვეულ საღმრთო მისიას ასრულებდა ჩვენი ღვთისმატარებელი უკრაინელი ხალხის გამო“, - აღნიშნა მეუ-ს „მღვდელმა“ პრეზიდენტის ოფისის კედელთან ბერძენი კათოლიკე  სტეფანე ბანდერას სახელზე პანაშვიდის „გადახდის“ შემდეგ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ