ილინოისის შტატის ადმინისტრაციამ გამოფინა სატანისტური ინსტალაცია
სატანისტებმა კიდევ ერთხელ განათავსეს თავიანთი ინსტალაცია ილინოისის კაპიტოლიუმში.
ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ილინოისის ,,სატანისტური ტაძარი ‘’ ათავსებს სადღესასწაულო ინსტალაციას ილინოისის შტატის კაპიტოლიუმის როტონდაში (სპრინგფილდი, აშშ), იუწყება abc7chicago.com.
ინსტალაციაში წარმოდგენილია ბაფომეტი (სატანისტური ღვთაების სახელი), რომელიც გამოსახულია როგორც ჩვილი ბავშვი და მდებარეობს ქრისტიანული გამოფენის გვერდით.
„კაპიტოლიუმი ყოველწლიურად მიესალმება სხვადასხვა რელიგიის წევრებს სადღესასწაულო სეზონზე სადღესასწაულო ქანდაკებების გამოტანით, ამიტომ ჩვენც გვინდა მათ შევუერთდეთ“, - თქვა ილინოისის ,,სატანისტური ტაძრის’’ სპიკერმა. სამშაბათს, 21 დეკემბერს, ინსტალაციის გახსნაზე დაახლოებით 20 სატანისტი შეიკრიბა როტონდაში.
კათოლიკეები პროტესტის ნიშნად იქვე შეიკრიბნენ. მათ ეჭირათ ბანერები წარწერით: „სატანას არ აქვს უფლება“ და „მარიამი გველს ანადგურებს“. ადგილობრივმა კათოლიკე ეპისკოპოსმა თომას ჯონ პაპროკიმ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა სატანისტური ინსტალაციის წინააღმდეგ.
კაპიტოლიუმის როტონდის აბრაზე ნათქვამია: „რადგან კაპიტოლიუმის როტონდას პირველი სართული საჯარო სივრცეა, სახელმწიფო მოხელეებს არ შეუძლიათ ცენზურა დაადონ სპექტაკლებს ან გამოფენებს“.
მჟკ წერდა, რომ აპოკალიფსის "მხეცის" მსგავსი სკულპტურა გაეროს შენობასთან დაიდგა.