წინამძღვარმა უმე-ს 2021 წლის მთავარი მოვლენები დაასახელა

16 December 2021 20:00
19
უნეტარესი ონუფრე კიევის ლავრაში სემაჯამებელ კრებაზე. ფოტო: страница в Facebook Центра информации УПЦ უნეტარესი ონუფრე კიევის ლავრაში სემაჯამებელ კრებაზე. ფოტო: страница в Facebook Центра информации УПЦ

უნეტარესი ონუფრი რუსეთის გაქრისტიანებისადმი მიძღვნილ უმე-ს მორწმუნეების 350-ათასიან ჯვაროსნულ მსვლელობას კიევში  მიიჩნევს 2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად.

2021 წლის 15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ  სასულიერო პირთა შემაჯამებელ კრებაზე კიევის ეპარქიაში, რომელსაც ის უძღვება, თავის მოხსენებაში უმე-ს 2021 წლის ცხოვრების მთავარი მოვლენები დაასახელა, თავის გვერდზე იუწყება უმე-ს საინფორმაციო ცენტრი თავის Facebook გვერდზე.

შეხვედრა შედგა წმინდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრის ანტონისა და ფეოდოსია პეჩერელთა სახელობის ტაძარში. წინამძღვრის სიტყვებით, უმე-ს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო კიევის რუსეთის გაქრისტიანების დღე 27-28 ივლისს, რომლის აღსანიშნავად კიევის ცენტრალურ ქუჩებში ჯვაროსნულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 350 ათასმა მორწმუნემ. მან ასევე აღნიშნა 15 ივლისს წმინდა მიძინების პოჩაევოს ლავრაში გამართული ბერ-მონაზვნების ყრილობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავ მოვლენებს შორის უნეტარესმა დაასახელა უმე-ს მორწმუნეთა ეკლესიის დასაცავად  ლოცვითი დგომა უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან. კერძოდ, 15 ივნისს უმე-ს 20 -ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა უკრაინის უმაღლეს რადასთან, რათა დაეცვათ ეკლესია ანტიკონსტიტუციური კანონებისა და დისკრიმინაციისგან. მაშინ მოწმუნეებმა მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება იმისკენ, რომ XXI საუკუნეში ევროპის ცენტრში გრძელდება რელიგიური ნიშნით ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა . გარდა ამისა, გაჟღერდა თხოვნა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, გაეუქმებინა პატრიარქ  ბართლომეს უკრაინაში სტუმრობის მოწვევა.

ასევე 21 აგვისტოს 10 ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა კიევში, რათა დაემოწმებინათ თავისი ერთგულება ეკლესიისადმი და შეხვედროდნენ უკრაინაში მაინც ჩამოსულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს, რათა მოეყოლათ მისთვის იმ შედეგებზე, რომელიც გამოიწვია სქიზმატიკოსების აღიარების მისმა არაკანონიკურმა ქმედებებმა. მაშინ ფანარიონის მეთაური შეხვდა რადას დეპუტატებს, მაგრამ უმე-ს მორწმუნეებს პარლამენტის შენობასთან იგნორირება გაუკეთა.

მიტროპოლიტმა ონუფრიმ თავის მოხსენებაში თქვა, რომ დიდი მარხვის პირველ კვირას, ეკლესიის ყველა ეპარქიაში დაგეგმილი იყო ამ დღისათვის ტრადიციული ჯვაროსნული მსვლელობების ჩატარება და ლოცვითი დგომა, რათა დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება წმინდა მართლმადიდებლობისადმი. ასეთი ჯვაროსნული მსვლელობები დაიგეგმა კიევშიც, მაგრამ ის გადაიტანეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებისა და დამატებითი საკარანტინო შეზღუდვების შემოღების გამო.

"ჩვენ აღვიქვით ეს როგორც სულიერი გამოცდა. ცნობილია, კიევის მორწმუნეები როგორი სულიერი აღმავლობით ემზადებოდნენ ამ ლოცვითი ღონისძიებისთვის. მადლობელი ვართ სასულიერო პირებისა და ერისკაცებისა,  მათი სურვილისა და საბრძოლველად მზადყოფნისათვის დაიცვან მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობის უფლება",-განაცხადა წინამძღვარმა.  

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ