კიევში სავალდებულო აცრის წინააღმდეგ მარში „ადამიანის უფლებებისთვის“გაიმართა
მსვლელობის ორგანიზატორი იყო მოძრაობა ,,ადამიანის უფლებებისთვის’’ ლიდერი ოსტაპ სტახოვი.
12 დეკემბერს კიევში გაიმართა მარში „ადამიანის უფლებებისთვის“ სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, იუწყება ტელეგრამის არხი pavlovskynews.
მსვლელობას ათასამდე ადამიანი შეუერთდა, მონაწილეები იძულებითი ვაქცინაციის შესახებ No4142 კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ.
მონაწილეებს ხელში ეჭირათ უკრაინის კონსტიტუცია, სახელმწიფო დროშები, პლაკატები წარწერით „ადამიანის უფლებები“, „უთხარი არა COVID-გენოციდს“.
ამასთან, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი არ არიან ანტივაქცინატორები, მაგრამ დგანან ადამიანის გარანტირებული უფლებების დაცვის მხარეს.
აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა ,,ადამიანის უფლებებისთვის’’ ლიდერი ოსტაპ სტახოვი, რომელიც მანამდე დააკავეს უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის ბრალდებით „ანტივაქცინაციის“ ლოზუნგებით, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ.
მოძრაობის ორგანიზატორებმა უმაღლეს რადას კედლებთან ახალი საპროტესტო აქციები დააანონსეს.
როგორც მჟკ მანამდე იტყობინებოდა, კიევში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.