პაპმა განაცხადა, რომ სექსი ქორწინების გარეშე არ არის "ყველაზე მძიმე"ცოდვა

10 December 2021 00:00
115
რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: 24tv.ua რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: 24tv.ua

რომის პაპმა კომენტარი გაუკეთა პარიზის არქიეპისკოპოსის გადაყენებას, რომელიც ქალთან სექსუალურ ურთიერთობებში ამხილეს.

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სექსი ქორწინების გარეშე არ არის "ყველაზე სერიოზული" ცოდვა, უფრო მძიმე ცოდვად მან დაასახელა ამპარტავნება და სიძულვილი, იუწყება independent.co.uk.

"ხორციელი ცოდვები არ არის ყველაზე სერიოზული", - ისაუბრა რომის პაპმა ჟურნალისტებთან გზაზე საბერძნეთიდან იტალიაში და განმარტა, რომ მთავარი ცოდვები ამპარტავნება და სიძულვილია.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ასევე კომენტარი გაუკეთა პარიზის არქიეპისკოპოსის მიშელ ოპეტის გადაყენებას, რომელსაც ქალთან ინტიმურ ურთიერთობაში  სდებენ ბრალს.

"მისი მხრიდან იყო მეექვსე მცნებიდან გადახვევა ("არ იმრუშო" მეშვიდე მცნება,-რედ.), მაგრამ არასრული",- დაამატა რომის პაპმა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოსი ოპეტი ცოდვილია, როგორც თვითონ, და მოციქული პეტრე, და მოუწოდა ახალგაზრდობას სძლიონ დღევანდელი დღის ცდუნებებს.

"ახლანდელ დემონებს სურთ თქვენი მოხიბლვა მაცდუნებელი და ჯიუტი სიახლეებით, რომელშიც ძირითადი ყურადღება ენიჭება იოლ მიღწევებს, ცრუ მოთხოვნებს, ფიზიკური კეთილდღეობის კულტს და გართობას ნებისმიერ ფასად. ყველაფერი ეს ჰგავს ფოიერვერკს: ისინი მომენტალურად  აენთებიან, მაგრამ შემდეგ ჰაერში კვამლად გადაიქცევიან", -განმარტა რომის პაპმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მხურვალე სიყვარულს მიჰყავს მარადიულ ცხოვრებასთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ