ჩვენ არ ვჩქარობთ: ფანარიონმა განმარტა, რატომ აღიარებდა ფილარეტის ანათემას
ფანარიონის მეთაური ყვებოდა, რომ ფილარეტ დენისენკოს ანათემა „დისციპლინარული“ იყო და სწორედ ამიტომ მიიღო მან „შეწყალება“.
2021 წლის 6 დეკემბერს, სტამბულში უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ფანარიონის მეთაური ყვებოდა, რატომ მოხდა მიხეილ დენისენკოს „რეაბილიტაცია“, რომლის ანათემას ის რუსეთის ეკლესიის მიერ მისი გამოცხადების მომენტიდან ეთანხმებოდა, ესე იგი 1997 წლიდან, იუწყება გამომაცემლობა «Левый берег».
მან თქვა, რომ „მიტროპოლიტებმა მაკარმა და ფილარეტმა (იმ დროს შესაბამისად უამე და კს უმე-ის მეთაურები - რედ.) მიმართეს მსოფლიო კათედრას მათი საქმის გადახედვის თაობაზე, რომლის მიხედვით ისინი ანათემირებულები იყვნენ“, რადგან „საეკლესიო სამართალში შესაძლებელია აპელაცია: ადგილობრივი ეკლესიის დონეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ, ვინც ამას არ ეთამხმება, საქმის გადასახედად შეუძლიათ მიმართონ მსოფლიო კათედრას“.
ფანარიონის მეთაური ყვებოდა, რომ მან მაკარის წერილები გაუგზავნა ფილარეტს და განმარტა, რომ „მიზეზები, რომელთა გამო ისინი გაამტყუნეს, იყო არა სარწმუნოებრივი ან დოგმატიკური, არამედ დისციპლინარული“. სწორედ ამიტომ, ამბობს პატრიარქი ბართლომე, „მიტროპოლიტებმა მიიღეს „შეწყალება““.
ის სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ აპელაციის უფლებით ყველა მართლმადიდებელს შეუძლია ისარგებლოს, იურისდიქციული კუთვნილების მიუხედავად.
გარდა ამისა, ფანარიონის წარმომადგენელმა, დიაკვანმა გრიგოლმა, რომელიც უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ უკრაინელი განხეთქილების მონაწილეების ლეგალიზების გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის მიერ 2016 წლის კრეტას კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმით კი არ არის ნაკარნახევი, არამედ ის ბევრად უფრო ადრე მომწიფდა.
მაკარისა და ფილარეტის „რეაბილიტაციის“ კომენტირებისას (რომელთა ანათემა რუსული ეკლესიის მიერ ფანარიონმა აღიარა 1997 წლიდან), გრიგოლმა განაცხადა, რომ „მსოფლიო საპატრიარქო ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს“. როგორ მიიღო „შეწყალება“ მიტროპოლიტის ხარისხში რმე-ის ექს-მღვდელმა მაკარი მალეტიჩმა, რომელსაც სამღვდელმთავრო ხარისხი არ ჰქონია, არც პატრიარქ ბართლომეს, არც დიაკვან გრიგოლს რა განუმარტავთ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, მოსკოვს უმე-დან მეუ-ში გადასვლები აღიზიანებს.