„ძლიერი სიგნალი ხალხს“: შევჩუკი ყვებოდა პაპის უახლოეს ვიზიტზე უკრაინაში

02 December 2021 02:00
24
უბ-კე-ის მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: скриншот/YouTube/«Живе телебачення» უბ-კე-ის მეთაური სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: скриншот/YouTube/«Живе телебачення»

უბკე-ის მეთაური არსენი იაცენიუკის ფორუმზე ყვებოდა პაპ ფრანცისკეს უკრაინაში ვიზიტზე და თავისი მოლოდინების შესახებ.

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა  სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რომის პაპის ფრანცისკეს უკრაინაში ვიზიტი, რომელიც  ვატიკანის მხრიდან მხარდაჭერის სიგნალი იქნება, იუწყება საიტი „კიევის უსაფრთხოების ფორუმი“.

1 დეკემბერს შევჩუკი არსენი იაცენუკის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ყვებოდა ვატიკანის მეთაურთან საუბრის შესახებ, რომელმაც ინტერესი გამოხატა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. უბკე-ის მეთაური თვლის, რომ პაპის ვიზიტი „ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი“ იქნება.

შევჩუკის სიტყვებით, მას და უკრაინაში ზოგიერთი სხვა რელიგიების წარმომადგენლებს აქვთ შეგრძნება, რომ რომის კათოლიკების მეთაურის ვიზიტის შემდეგ დონბასში ომი დასრულდება. „ველოდებით, რომ შედგება მისი (პაპის - რედ.) ვიზიტი უკრაინაში. ეს ჯერ ანონსირებული არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ უკვე მოლოდინში და მზადებაში ვართ“, - თქვა უნიატთა მეთაურმა. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, სვიატოსლავ შევჩუკმა ფანარიონს  უნიატთა დედა-ეკლესია უწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ